როგორ უნდა ააწყოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც თქვენთვის ახლობელი იყო? მიუხედავად წყენისა და იმედგაცრუებისა, მოგონებები და მადლიერება ერთად გავლილი დროისათვის არ გაძლევთ მისი გაშვების საშუალებას და წარსულში ვერ ტოვებთ. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ სურვილი ყოფილთან ურთიერთობის შენარჩუნების თაობაზე საკმაოდ ადეკვატურია. „მარაომ“ თავი მოუყარა პლუსებს და მინუსებს ყოფილთან ურთიერთობის შენარჩუნებაში.
ყოფილთან მეგობრობის პლუსები:
1. გულახდილობის საშუალება
- ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ინტიმური კავშირის მქონე პარტნიორებს შორის ნდობა იმდენად დიდია, რომ გულწრფელობის საშუალებას აძლევს ურთიერთობაში და ბარიერებს არღვევს მათ შორის. დიახ, თქვენი ყოფილი პარტნიორი შესაძლოა კარგი მეგობარი გახდეს, თუკი წარსული ორივემ გაუშვით.
2. შვილების გამო
- თუკი საერთო შვილები გყავთ, მაშინ მეგობრობის პლუსები ნათელია. პირველ რიგში, ჯანსაღი ურთიერთობა მშობლებს შორის აუცილებელია ბავშვის ნორმალური ფსიქოლოგიური განვითარებისთვის; მეორე მხრივ, ეს შესაძლოა გახდეს განშორების შემდეგ ცივილური კომუნიკაციის საუკეთესო მაგალითი.
3. მოტივაცია და ბანალური სარგებელი
- შესაძლოა, რომ თქვენი ყოფილი გამოტივირებთ იდეალური ფორმების შენარჩუნებაში? თუკი შეგიძლიათ მასთან წყნარად კომუნიკაცია, მაშინ ეს აუცილებლად თქვენვე წაგადგებათ, საკუთარ სილამაზეს და სხეულს მიაქცევთ ყურადღებას, უფრო თავდაჯერებული იქნებით და გახსნილი ახალი ურთიერთობებისთვის.
ყოფილთან მეგობრობის მინუსები:1. ფანტომური ტკივილი
- თუკი თქვენი ყოფილი პარტნიორი იყო განშორების ინიციატორი, მაშინ დიდი ალბათობით, გაგიჭირდებათ ამ ტკივილის დავიწყება. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანი, რომელიც მიატოვეს, ხშირად იმედოვნებს შერიგებას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანთან ახალი ურთიერთობის დაწყებისთვის მორალურად არ იქნებით მზად.
2. ფიზიოლოგიური ორაზროვნება
- ექსპერტები ოჯახურ ურთიერთობებში ირწმუნებიან, რომ მეგობრობა ყოფილთან არ შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან წყვილი წარსულში გრძნობებით და ინტიმური კავშირით იყო ერთმანეთთან დაახლოებული. „ჩემი აზრით, მეგობრობა მასთან, ვის მიმართაც გრძნობები გაგვაჩნდა, საკმაოდ რთულია ფიზიოლოგიურადაც. სხეულს ახსოვს ძლიერი ემოციები და შეგრძნებები. საკმაოდ რთულია დაივიწყო და გამოხვიდე მოგონებების ზღვრებიდან.“ - ირწმუნება ფსიქოლოგი კამილ როში.
3. ეჭვიანობა
- მიუხედავად ნდობისა, ერთ-ერთი პარტნიორი მაინც განიცდის მესაკუთრეობის შეგრძნებას ყოფილთან მიმართებაში. ამიტომ ნებისმიერი სიახლე ახალი ურთიერთობის დასაწყისში ტკივილს მოუტანს და გაახალგრძლივებს განშორებასთან დაკავშირებულ განცდებს.
წყარო: elle