ერთ დროს, გაფუჭებული ფირფიტის მსგავსად ვიმეორებდი: "დრო არ მაქვს", შემდეგ კი მივხვდი, რა შეიძლება მომხდარიყო სულ რაღაც 6 წამში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ:
6 წამში შეიძლება აკოცო ადამიანს, რომელმაც შეიძლება შენი ირწმუნოს და შენი გრძნობების სიღრმეს ჩასწვდეს.
6 წამში შეგიძლიათ გახსნათ კარი და შეაჩეროთ ის.
6 წამში შეგიძლიათ, რომ ღრმად ამოისუნთქოთ.
6 წამში შეგიძლიათ გაუშვათ თქვენი გულიდან, რაც გაწუხებთ, ან ხელს გიშლით. "ეს არ ღირს", იტყვი და ყველაფერი ნათელი იქნება.
6 წამში შეგიძლიათ თქვენს საყვარელ ადამიანს ჯიბეში ჩაუდოთ წერილი. ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ჩანს: იმისთვის, რომ მისი გული დაიპყრო, 2 წამიც შეიძლება გეყოს.
6 წამში შეგიძლიათ მოიხადოთ ბოდიში.
6 წამში შეგიძლიათ ცოტა დაისვენოთ და განიტვირთოთ.
6 წამში შეგიძლიათ გადააგდოთ ძველისძველი ფოტო, ან ნივთი, რომელიც ჯერ კიდევ ხელს გიშლით წარსულის დავიწყებაში და წინ წასვლაში. ნუ დააბრკოლებ სიყვარულს შენივე ხელით.
6 წამში შეგიძლიათ შეიგრძნოთ, რამდენად ნაზი და სასიამოვნოა მზის სხივებიდან გადმოსული სითბო.
6 წამში შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რომ უკან აღარასოდეს დაბრუნდებით.
6 წამში შეგიძლიათ ჩასჩურჩულოთ: "ყველაფერი კარგად იქნება" - საკუთარ თავს, ან იმ ადამიანს, ვინც დაბნეული და შეშინებულია.
ერთ დროს ვიმეორებდი: "დრო არ მაქვს" და მეგონა, რომ ეს იყო ჩემი პასუხი.
მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად, მხოლოდ 6 წამიც კი შეიძლება იყოს საკმარისი.
ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ ცუდი დღე კარგ დღედ გადაიქცეს.
- საკმარისია გავიხსენოთ ის, თუ რა არის მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და რა არა.
- ეს დრო ზოგჯერ ისტორიის შესაცვლელადაც საკმარისია.
6 წამში შეგვიძლია დავუბრუნდეთ სამყაროს, რომელიც ამარცხებს შიშს და სიძულვილს. რომელიც ქმნის: სათნოებას, სიკეთეს, თანაგრძნობას, ერთიანობას, იმედს, მშვიდობას და სიყვარულს. ჩვენი სამყარო არც ისე დიდია, მაგრამ მაინც ყველასთვის საკმარისია.
6 წამი დამრჩა. შენზე რას მეტყვი? მოდით, გამოვიყენოთ ეს დრო, ისე რომ სამყაროში სინათლისა და სიკეთის სხივები გავგზავნოთ. გმადლობთ, რომ შეცვალეთ ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ, მეგობრებო.
წყარო: Cluber.com