სწორედ იმიტომ, რომ მას მოსწონს თქვენი საუბრის მანერები. მეცნიერებმა ახსნეს ეს თეორია, როგორც კომუნიკაციური ადაპტაცია (communication accommodation theory). ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ თანამოსაუბრის ხმის ტონალობასა და ვიბრაციებს დაუფიქრებლად ვიმეორებთ. განსაკუთრებით, მათ ჟესტებს, ვინც გვიყვარს და ვისთანაც დიდი ხანია ვურთიერთობთ.
2. ის იცვლება თქვენი თანდასწრებით
რაში კონკრეტულად? რა თქმა უნდა, კვლავ საუბრის მანერებში, ქცევებში - ცდილობს იყოს უფრო თავდაჯერებული, ჭკვიანი და კომპანიის გული. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანები ამას საკუთარი თავის რეკლამირებისთვის აკეთებენ, ცდილობენ სარკესთან თავიანთი უპირატესი მხარის პოვნას და შემდგომ საზოგადოებაში თავის წარმოჩენას. მათი აზრით, ეს პარტნიორის თვალში უფრო სასურველს ხდის.
3. ის "ირეკლავს" თქვენს ქმედებებს
ეს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არავერბალური ტენდენციაა, რომელიც აქტივირდება გაცნობიერებულად და გაუცნობიერებლადაც. ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ამ ფორმით ვცდილობთ, მოსაუბრის ქმედებები გავიმეოროთ იმისათვის, რომ ერთნაირები გავხდეთ. ზოგადად, პარტნიორების ქმედებები უპასუხოდ არასდროს რჩება. მაგალითად, თუკი დგებით სავარძლიდან, ის ფეხს ფეხზე გადაიდებს; თუკი თმაზე მოიკიდებთ ხელს, ის წვერს შეისწორებს ხელით. შეგიძლიათ დააკვირდეთ თქვენი პარტნიორის საპასუხო რეაქციებს, ეს ნამდვილად სახალისოა.
4. მის მეგობრებს მოსწონხართ
დააკვირდით მისი მეგობრების ქცევებს, როცა საერთო წრეში გიწევთ ყოფნა. თუკი მათი მიდგომა დადებითია და კითხვები თქვენი ურთიერთობის განვითარებისკენ არის მიმართული, ეს კარგის ნიშანია, ამის მიზეზი კი მარტივია. გამოდის, რომ თქვენი პარტნიორი თქვენზე საუბრობს მუდამ აღფრთოვანებული. სავარაუდოდ, თქვენც გეუბნებიან თქვენი მეგობრები, როგორი ჭკვიანი და საყვარელია.
5. ის თქვენ გამო ცხოვრების სტილს ცვლის
შეყვარებულობის პერიოდში ადამიანებს ერთმანეთისადმი მეტი ცნობისმოყვარეობა ამოძრავებთ. სურთ ულიმიტო წვდომა პირად ინფორმაციებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ იციან (ეს ურთიერთობის დასაწყისში). თუკი ცდილობს მუდამ თქვენთან დასაახლოებელი მიზეზის გამოძებნას, თქვენი საყვარელი სერიალის ყურებას, ხოლო კვირაში ერთი დღე ერთი და იგივე რამის კეთებას, მაგალითად, ძაღლის გასეირნება ერთად, კინოში სიარული, საპასუხო შეტყობინება ასე გამოიყურება, მას უყვარხართ და მეტი სიახლოვე სურს თქვენთან.