5 ფაქტი, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი პარტნიორი თქვენგან გაქცევას აპირებს და ურთიერთობის გაწყვეტა სურს.
ურთიერთობას კონკრეტული ვადა არ გააჩნია, რომელიც აუცილებლად კონკრეტულ დრომდე ერთად ყოფნას გულისხმობს. არ არსებობს ზუსტი მოდელი, რომლის მიხედვითაც დაადგენთ, რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ზოგჯერ ღირს, რომ გადააფასოთ ყველაფერი და ერთმანეთზე მეტად იფიქროთ.
- ზოგი წყვილი „სამუდამო ბედნიერების განცდასთან ერთად“ ცხოვრობს, ზოგი კი ადრე თუ გვიან შორდება. სამწუხაროდ, პარტნიორები ყოველთვის არ არიან მზად, აღიარონ, რომ ურთიერთობამ თავისი თავი ამოწურა.
- ადამიანებს ეჭვი ეპარებათ, შიში ცვლით და ვერ ბედავენ, რომ ერთმანეთთან გულწრფელად ისაუბრონ. ჩვენ შევკრიბეთ 5 ფაქტი, რომელიც შეიძლება მიგანიშნებდეთ, რომ თქვენი პარტნიორი თქვენგან წასვლას აპირებს.
შვებულების ერთად გატარება პრიორიტეტი არ არის
ურთიერთობის საწყის ეტაპზე, შეყვარებულები ცდილობენ, რომ ერთად გაატარონ ყოველი წამი და წუთი.
დროთა განმავლობაში კი ბევრი რამ იცვლება. ზოგჯერ ადამიანებს ცალკე გატარებული შაბათ-კვირა ურჩევნიათ. ხდება ისეც, რომ ურთიერთობის გადასარჩენად ერთადერთ ვარიანტად შვებულებას განიხილავენ, რომელსაც ერთად გაატარებენ, რაც უარესი შეიძლება აღმოჩნდეს.
თუმცა ბედნიერ ურთიერთობაში ერთობლივი სიხარული არსად მიდის და დღესასწაულივითაა.
დროის ერთად გატარების სურვილის ნაკლებობა
თუ თქვენი პარტნიორი სულ უფრო მეტად გაურბის თქვენთან თავისუფალი დროის გატარების შესაძლებლობას, ხოლო შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად დასვენება მის ღირებულებებში მთავარი ელემენტია, დაფიქრდით მიზეზზე.
ან უფრო უკეთესი, პირდაპირ ჰკითხეთ. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ გარკვეული დროის ნაწილი მეგობრებთან გაატაროთ და ბალანსი დაიცვათ. თუ უფრო ხშირად მეგობრებთან ერთად ხართ, ვიდრე საყვარელ ადამიანთან, სულ უფრო და უფრო გიჩნდებათ მარტოობის განცდაც.
პარტნიორი არ არის მზად, რომ გული გადაგიშალოთ
- ჯანსაღი ურთიერთობის დროს ჩვენს მეორე ნახევარს თამამად ვუზიარებთ როგორც სიხარულს, ისე მწუხარებას და ეჭვს, რადგან გვესმის, რომ ამის საპასუხოდ მხარდაჭერას მივიღებთ. თუ ეს გრძნობა დაკარგე, თავისთავად მიანიშნებს, რომ დაშორება არცთუ ისე შორი პერსპექტივაა.
პარტნიორი პატარა ნიუანსების გამო ღიზიანდება
ისე გამოდის, რომ სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები ჩვენი განუყოფელი ნაწილია. თუ პარტნიორს ადრე არ აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ჩაის ჭიქის მესამედს სვამდი და დანარჩენს ტოვებდი, ახლა კი აღიზიანებს, ეს ფაქტიც საგულისხმო შეიძლება იყოს. გარდა ამისა, თუ არაერთი ფაქტორი არსებობს, რომელიც მას თქვენში აღიზიანებს, სჯობს, გულწრფელად დაელაპარაკოთ. იქნებ აქვს აზრი, რომ დრო დაუთმოთ ერთმანეთის გრძნობებს და არ დაიშალოთ?
თქვენი პარტნიორი კარგ ხასიათზე იშვიათადაა
ამას ხშირად არ აღნიშნავენ, მაგრამ ადამიანების განწყობა გარემოზეა დამოკიდებული. ამიტომ, თუ პარტნიორი თქვენ გვერდით იშვიათად არის დადებით განწყობაზე, ეს შეიძლება ერთგვარი სიგნალი იყოს. უბრალოდ ნუ დაიწყებთ ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულებას - ურთიერთობებში ცვლილებები სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება. საუკეთესო რამ, რაც ახლა შეგიძლიათ გააკეთოთ, არის ის, რომ გადაწყვიტოთ: გსურთ ურთიერთობა გადაარჩინოთ, წახვიდეთ თუ შეეგუოთ იმას, რომ „ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც არის.“
წყარო: www.elle.ru