გეხმარებათ სიყვარული თუ გაფერხებთ? - მოქმედების სწორი ინსტრუქცია - Marao

გეხმარებათ სიყვარული თუ გაფერხებთ? - მოქმედების სწორი ინსტრუქცია

2020-05-01 10:54:10+04:00


შესაძლოა, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ დაიკლოთ რამდენიმე კილოგრამი, შეიძინეთ იოგისთვის საჭირო აქსესუარები და სამოსი. თავიდან ყველაფერი თითქოს არც ისე ცუდადაა. დილის საათებში კავდებით იოგით, შემდეგ მიდიხართ სამსახურში და საღამოს დარბიხართ, რომ გახდეთ.

მეორე კვირის დასაწყისიდანვე, ძირითადად, სიზარმაცის სინდრომი იწყებს მოქმედებას, რომელიც თქვენს ტვინს პროვოკაციულ აზრებს უგზავნის: „იქნებ დღეს არა?“ ან "მოდი, ხვალ იყოს, დავიღალე“.

თუ სამუშაო დღის ბოლოს საყვარელი ადამიანი დაგირეკავთ და გეტყვით, რომ სურს, 8-ნაჭრიანი უგემრიელესი პიცა შეუკვეთოს და რომანტიკულ ფილმს უყუროთ, ორი შესაძლო ვარიანტის წინაშე ხართ:

ა) თქვენ გადაწყვიტეთ, რომ გაექცეთ შემოთავაზებას და ბ) თქვენ მას დათანხმდებით.

რატომ ხდება ეს? გადაწყვეტილება მოულოდნელად კარგავს სტაბილურ იერსახეს და ცდუნების გავლენის ქვეშ ხვდება.

ახლობლების მხარდაჭერა მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ პარტნიორის მხრიდან დახმარება „სუსტი სქესის წარმომადგენელთათვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ავსტრალიის უნივერსიტში ჩატარებული ბოლო 2 კვლევის შედეგებმა ცხადყო:

  • საყვარელი ადამიანის მხარდაჭერის წყალობით, პიროვნებები დასახულ მიზანს უფრო სწრაფად და ეფექტურად აღწევენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი, ვისი ქმრებიც და ნათესავებიც გაუმჯობესების იდეას იზიარებენ, უფრო ხშირად ირჩევენ ვარიანტს, რომელიც თქვენთვის სასარგებლოა.
  • მხარდაჭერა თუ მხოლოდ სიტყვებს მოიცავს, ზოგჯერ არც ისე ეფექტურია, რადგან პრაქტიკული დახმარება უფრო შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს, მაშინაც კი, თუ ადამიანი გვეუბნება: „მიდი, ძვირფასო, მე შენი მჯერა“.

ქვემოთ იხილავთ 5 რჩევას, რომლებიც დაეხმარება მათ, ვისაც საკუთარ გეგმებზე ზრუნვა სურს:

1. ჩართულობა და მოწონება

ეს არის ზუსტად ის კომპონენტები, რასაც შეადგენს სიტყვა: „მხარდაჭერა“.

აჩვენეთ თქვენს მეგობარს ან შეყვარებულს, რომ მის გვერდით ხართ და გააცნობიერეთ მისი მიზნის მნიშვნელობა. დაეხმარეთ, რომ შესაძლო დაბრკოლებებს არ შეუშინდეს და დადებით ასპექტებზე ორიენტირდეს. თუმცა ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს პრობლემების ბრმად უგულებელყოფას. პრობლემების განხილვა და გადალახვა არანაკლებ მნიშვნელოვანია.

2. იფიქრეთ სტრატეგიაზე

დაეხმარეთ ერთმანეთს, რომ სტრატეგიები შეიმუშავოთ, რაც გეგმის განხორციელებას ხელს შეუწყობს. თუ თქვენი (ან მისი) მიზანი უფრო ცალსახაა, შეგიძლიათ გეგმა უფრო მკაფიო შინაარსით შეადგინოთ, აქცენტი გააკეთოთ რეალისტურ მიღწევებზე და კონკრეტულ მოქმედებებზე: მაგალითად, „დღეში 15 წუთის განმავლობაში სარბენ ბილიკზე სირბილი“, ვიდრე „სპორტდარბაზი კვირაში სამჯერ“.

3. დაეხმარეთ ძალების მოკრებასა და აღდგენაში

თვითკონტროლი, რომელიც მიზნის მისაღწევადაა მიმართული, ნებისყოფის მობილიზებას უფრო რთულ იერსახეს სძენს.

მაგალითად, თუ მთელი დღის განმავლობაში გამოცდისთვის ემზადებით და გვიან ღამით გადაწყვიტეთ, რომ საჭმელი მიირთვათ, ძნელი იქნება, თქვენთვის სწორი არჩევანი გააკეთოთ ნახევარ ნაჭერ შოკოლადის ნამცხვარსა და ჭიქა კეფირის შორის, რადგან შეიძლება ნებისყოფა ამოგეწუროთ.

4. გადამეტებული კონტროლი საჭირო არაა

გადამეტებული კონტროლი სიკეთეს ნაკლებად მოგიტანთ. როდესაც ადამიანები (თუნდაც ახლობლები) გრძნობენ, რომ მათი თავისუფლება იზღუდება, გაურბიან მას, ვისგანაც ამას იგრძნობენ. ზუსტად ისე, როგორც ბავშვი, რომელსაც ცდუნება სძლევს, გააკეთოს ის, რისი გაკეთების უფლებასაც არ აძლევენ.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ რამის ზედაპირულად შეხსენებაც კი, რაც კონტროლს ჰგავს, აჯანყებას იწვევს ადამიანში და წესების წინააღმდეგ წასვლისკენ მოუწოდებს.

5. მხარი დაუჭირეთ ყველა წამოწყებაში

ეცადეთ, გამოხატოთ მხარდაჭერა და არ დაემსგავსოთ მეურვეს. არ მოიქცეთ ისე, როგორც შეპყრობილი ადამიანი. პირადი სივრცე ყველას სჭირდება. ასევე, ადამიანი შეიძლება აპათიას განიცდიდეს პარტნიორის მხრიდან უნდობლობის გამო. ორიენტირდით იმაზე, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს შედეგი ჰქონდეს და ეცადეთ, რომ სასურველ მიზანს ერთობლივი ძალისხმევით, სწორად გადადმული ნაბიჯების ფონზე მიაღწიოთ.

წყარო: www.elle.ru