12 რამ, რაც 1 წუთში აგიმაღლებთ განწყობას - Marao

12 რამ, რაც 1 წუთში აგიმაღლებთ განწყობას

2020-05-06 09:41:42+04:00


თუკი შექმნილი სიტუაციის გამო განწყობა ნეგატივისკენ უფრო იხრება, მაშინ ჩვენი რჩევები სწორედ რომ დროულია.

Sad New Girl GIF - Find & Share on GIPHY

1. ყველაზე მარტივი მეთოდი - ღიმილი

  • ღიმილი დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე. უცნაურია, მაგრამ სახის კუნთები ჰორმონალურ რეაქციას იწვევს. მიუახლოვდით სარკეს და თავად შეამოწმეთ.

2. ვიდეოები დაათვალიერეთ სასაცილო ცხოველების გამოსახულებით

  • ცხოველები საკმაოდ კარგ თერაპიად ითვლება და სტრესს ხსნის. ეს განტვირთვის ერთ-ერთი გამოცდილი და კარგი საშუალებაა.

Harley Quinn Drinking Coffee - GIF on Imgur

3. დალიეთ ჩაი ან ყავა

  • კოფეინი აუმჯობესებს განწყობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ინდივიდულაური რეაქცია გაქვთ გაღიზიანებადობაზე. ასეც ხდება ხოლმე.

4. დაჭიმეთ მხრები

  • დაჭიმეთ მხრები და უცებ მოდუნდით. ერთ წუთში შენიშნავთ, როგორ შეგიმსუბუქდებათ განწყობა.

Surprised Aya Cash GIF by You're The Worst - Find & Share on GIPHY

5. დააყენეთ თემატური მუსიკა

  • ინტერნეტში მოიძიეთ მსუბუქი და მხიარული მელოდია. მოუსმინეთ, ეს განწყობას ზუსტად ერთ წუთში გაგიუმჯობესებთ და აგიმაღლებთ.

6. გაიხედეთ ფანჯარაში სინათლეზე

  • ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ხელოვნური განათების ოთახებში ვიმყოფებით. თვალებს და ტვინს განსაკუთრებულად სჭირდება მზის სხივები, თქვენს განწყობას კი, მით უმეტეს.

Deep Breathing GIFs - Get the best GIF on GIPHY

7. გამოდით აივანზე და ჩაისუნთქეთ ჰაერი

  • 30 წამის შემდეგ იგრძნობთ სიმსუბუქეს და განწყობაც აგიმაღლდებათ. შეგიძლიათ დახუჭოთ თვალები, მოუსმინეთ ჩიტების ჭიკჭიკს და ქუჩის ხმაურს.

8. დაურეკეთ მეგობრებს

  • სოციალური კონტაქტი ადამიანებთან აუცილებელია, დადებითი ემოცია კი სწორედ ამ ურთიერთობების შედეგად მოდის. სოციალური ქსელები იძლევა საშუალებას, დისტანციურად შევინარჩუნოთ კომუნიკაცია საყვარელ ადამიანებთან.

Couple Kiss GIF - Find & Share on GIPHY

9. ჩაეხუტეთ მათ, ვინც გვერდით გყავთ

  • ასე ბევრად სწრაფად აიმაღლებთ განწყობას. ჩაეხუტეთ ოჯახის წევრებს, თუნდაც შინაურ ცხოველს. ჩახუტება ოქსიტოცინის დონეს ამაღლებს და სიამოვნების ჰორმონს ზრდის.

10. იცეკვეთ სულელური ცეკვა

  • სულელურად ცეკვა სიცილს გამოიწვევს, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

Dance Party GIF - Find & Share on GIPHY

11. დახურეთ სოციალური ქსელები

  • მეგობრების სიახლეების კითხვა განწყობას გიდაბლებთ, უარყოფითი ინფორმაცია კი - განსაკუთრებით. შეზღუდვები დააწესეთ სოციალურ ქსელში ყოფნაზე და განწყობაც აგიმაღლდებათ.

12. დაალაგეთ ოთახი

  • სახლის დალაგება, რამდენად გასაკვირადაც უნდა ჟღერდეს, განწყობას აგიმაღლებთ.
Cleaning Room GIF | Gfycat

წყარო:goodhouse