თუკი შექმნილი სიტუაციის გამო განწყობა ნეგატივისკენ უფრო იხრება, მაშინ ჩვენი რჩევები სწორედ რომ დროულია.
1. ყველაზე მარტივი მეთოდი - ღიმილი
- ღიმილი დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე. უცნაურია, მაგრამ სახის კუნთები ჰორმონალურ რეაქციას იწვევს. მიუახლოვდით სარკეს და თავად შეამოწმეთ.
2. ვიდეოები დაათვალიერეთ სასაცილო ცხოველების გამოსახულებით
- ცხოველები საკმაოდ კარგ თერაპიად ითვლება და სტრესს ხსნის. ეს განტვირთვის ერთ-ერთი გამოცდილი და კარგი საშუალებაა.
3. დალიეთ ჩაი ან ყავა
- კოფეინი აუმჯობესებს განწყობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ინდივიდულაური რეაქცია გაქვთ გაღიზიანებადობაზე. ასეც ხდება ხოლმე.
4. დაჭიმეთ მხრები
- დაჭიმეთ მხრები და უცებ მოდუნდით. ერთ წუთში შენიშნავთ, როგორ შეგიმსუბუქდებათ განწყობა.
5. დააყენეთ თემატური მუსიკა
- ინტერნეტში მოიძიეთ მსუბუქი და მხიარული მელოდია. მოუსმინეთ, ეს განწყობას ზუსტად ერთ წუთში გაგიუმჯობესებთ და აგიმაღლებთ.
6. გაიხედეთ ფანჯარაში სინათლეზე
- ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ხელოვნური განათების ოთახებში ვიმყოფებით. თვალებს და ტვინს განსაკუთრებულად სჭირდება მზის სხივები, თქვენს განწყობას კი, მით უმეტეს.
7. გამოდით აივანზე და ჩაისუნთქეთ ჰაერი
- 30 წამის შემდეგ იგრძნობთ სიმსუბუქეს და განწყობაც აგიმაღლდებათ. შეგიძლიათ დახუჭოთ თვალები, მოუსმინეთ ჩიტების ჭიკჭიკს და ქუჩის ხმაურს.
8. დაურეკეთ მეგობრებს
- სოციალური კონტაქტი ადამიანებთან აუცილებელია, დადებითი ემოცია კი სწორედ ამ ურთიერთობების შედეგად მოდის. სოციალური ქსელები იძლევა საშუალებას, დისტანციურად შევინარჩუნოთ კომუნიკაცია საყვარელ ადამიანებთან.
9. ჩაეხუტეთ მათ, ვინც გვერდით გყავთ
- ასე ბევრად სწრაფად აიმაღლებთ განწყობას. ჩაეხუტეთ ოჯახის წევრებს, თუნდაც შინაურ ცხოველს. ჩახუტება ოქსიტოცინის დონეს ამაღლებს და სიამოვნების ჰორმონს ზრდის.
10. იცეკვეთ სულელური ცეკვა
- სულელურად ცეკვა სიცილს გამოიწვევს, რაც განწყობას აგიმაღლებთ.
11. დახურეთ სოციალური ქსელები
- მეგობრების სიახლეების კითხვა განწყობას გიდაბლებთ, უარყოფითი ინფორმაცია კი - განსაკუთრებით. შეზღუდვები დააწესეთ სოციალურ ქსელში ყოფნაზე და განწყობაც აგიმაღლდებათ.
12. დაალაგეთ ოთახი
- სახლის დალაგება, რამდენად გასაკვირადაც უნდა ჟღერდეს, განწყობას აგიმაღლებთ.
წყარო:goodhouse