ფსიქო

თქვენ დიდი მომავალი გაქვთ! 10 ნიშანი, რომ მას სურს, შენთან იყოს სამუდამოდ

თქვენ დიდი მომავალი გაქვთ! 10 ნიშანი, რომ მას სურს, შენთან იყოს სამუდამოდ
სანდო, გრძელვადიანი ურთიერთობები დროთა განმავლობაში განვითარებას ახერხებს: უახლოვდებით ერთმანეთს და უფრო მეტ დროს უთმობთ. წარმოგიდგენთ 10 ნიშანს, რომლის მიხედვითაც ადვილია გაიღრმავოთ აზრი, აქვს თუ არა სურვილი, იყოს თქვენთან სამუდამოდ...

1. როდესაც ის მომავალზე საუბრობს, რომელშიც თქვენ ყოველთვის მოგიაზრებთ

არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის შვებულება, რომელიც 6 თვეშია მოსალოდნელი, საცხოვრებელი ადგილი, კულინარიული მასტერკლასი თუ ჯინსების შეძენა. თქვენ მისი გეგმების განუყრელი ნაწილი ხართ.

2. თუ ერთად დიდ დროს ატარებთ

მაშინაც კი, თუ ცალ-ცალკე ცხოვრობთ და ერთმანეთის სახლში იშვიათად მიდიხართ,
ცდილობს, თავისუფალი დრო თქვენთან ერთად გაატაროს და არასდროს ავიწყდებით.

3. მიდიხართ დღესასწაულებზე, სადაც თქვენი ოჯახის წევრებიც არიან

და საერთოდ, თქვენი ახლობლები, როგორც წესი, აღიარებენ თქვენს პარტნიორს და იმედგაცრუებულები არიან მაშინ, თუ მარტო მიხვედით ან ის არის მარტო. მნიშვნელოვანი ოფიციალური მიზეზების გამო თუ ვერ მიხვალთ, გეპატიებათ, რადგან თქვენ ჯერ ერთი ოჯახი არ ხართ.

4. ის ბავშვებზე საუბრობს

ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, რომელიც საგულისხმოა! მაშინაც კი, თუ ის არ გთავაზობთ სხვადასხვა სახელს და წინასწარ არ არჩევს სკოლას, სადაც თქვენი შვილი ივლის, წარმოგიდგენთ თქვენ, როგორც მისი შვილების დედას. ეს ყოველივე კი მის ქცევებში იგრძნობა.


5. ის ცვლის ჩვევებს

თუ უკმაყოფილებას გამოთქვამთ, რომ ის ბევრს ეწევა ან არ ვარჯიშობს, ცდილობს, შეცვალოს თავისი საქციელი და გასიამოვნოთ.

6. ერთად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გრძელვადიანია

მაგალითად, იყიდეთ ძაღლი ან სახლი შეიძინეთ. ეს, რა თქმა უნდა, განსხვავებული ფენომენია, რომელიც დღის წესრიგში სხვადასხვაგვარი ფორმით შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც ამყარებს თქვენს ურთიერთობას.

7. ერთის ინტერესი - საერთო ინტერესი ხდება

ერთად უყურებთ სხვადასხვა სერიალს, მიდიხართ სავარჯიშოდ ან უბრალოდ ერთობით იმით, რაც ადრე მხოლოდ ერთ-ერთ თქვენგანს აინტერესებდა... რა თქმა უნდა, თქვენ ყოველთვის ყველაფერს ერთად ვერ გააკეთებთ, მაგრამ სცადეთ საერთო საქმის გამოძებნა და ისიამოვნეთ.

8. მას თქვენი გაოცება უყვარს

ცხადია, არავის შეუძლია ის, რომ ყოველთვის რომანტიკული იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის ცდილობს. ყიდულობს ყვავილებს, გეგმავს პაემანს და ათანხმებს თარიღს - მას თქვენ მოსწონხართ.


9.  მიზნების მიღწევაში გეხმარებათ

ფრთხილად გიბიძგებთ, რომ სწორი მიმართულებით წახვიდეთ, შთაგაგონებთ კარიერული თვალსაზრისით და სხვა კუთხითაც.

10. საუბრები ქორწილზე

იქნებ თქვენ ეს საუბარი ხუმრობითაც წამოიწყეთ და სერიოზული ტონი არ ურევია, მაგრამ რაკი გარკვეულ მომენტში მან ამ თემის განხილვა დაიწყო, ეს უკვე კარგია. დააკვირდით სიხშირესაც. ასე რომ, წესით, ექვს თვეში ან წელიწადში ერთხელ მაინც მიუბრუნდებით ამ თემას, თუ მანამდე უკვე არ დაქორწინდით.

წყარო: www.cosmo.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93