გაიხსენე, რამდენჯერ გაგღვიძებია მაღვიძარის გაბმულ ხმაზე, როცა გიოცნებია, რომ სახლში დარჩენილიყავი და არსად წასულიყავი. კარანტინი გაუსაძლისად რომ არ მოგეჩვენოს, საჭიროა, სწორი მიმართულება იპოვო. სახლში ხშირად ყოფნა გიწევს და ალბათ, ფიქრობ, რომ ეს მოსაბეზრებელია.
ჩვენ ვიცით 5 გზა, რომლითაც განწყობას სახლიდან გაუსვლელად გამოიკეთებ.
დაისვენე. გამორთე ტელეფონი, სახე დაიტენიანე ნიღბით, მოიმზადე არომატული ჩაი და გაეხვიე ფუმფულა პლედში. მოიმარჯვე წიგნი, რომლის წაკითხვაც ამდენი ხანია გსურდა. იმისთვის, რომ ეს საღამო მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს, შეგიძლია გადახედო ტანსაცმელებს და აქსესუარებს, რომლებიც ონლაინ იყიდება.
გამართე წვეულება.
დიახ, ამისათვის სახლიდან გასვლა სულაც არ არის აუცილებელი. გაუგზავნე მეგობრებს მოსაწვევები, გააკეთე ფლეილისტები, მოამზადე რამე გემრიელი და დანიშნულ დროს სახალისო ვიდეოკონფერენცია მოაწყვე. თან, შეგიძლია ლამაზი კაბაც ჩაიცვა.
უყიდე საჩუქარი საკუთარ თავს ან ოჯახის წევრებს.
ინტერნეტსივრცეში დიდი არჩევანია: მაგ: მინანქრის სამკაულები, ცირკონისთვლიანი ლამაზი საათები, დიადემები და ა.შ. აქ უკვე ყველაფერი შენს ხასიათზე, რესურსებსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. ამ ხერხით განწყობის გაუმჯობესებას მოახერხებ.
აუცილებლად ივარჯიშე. ინტერნეტში არაერთი ეფექტური ვიდეოსავარჯიშოს მოძიება შეგიძლია, რომელშიც ყველაფერი წუთობრივადაც არის გაწერილი. მთავარია, შენში საკმარისი ძალა გამონახო. მოიძიე გარდერობში სავარჯიშო სამოსი, რადგან მის გარეშე შეიძლება მოტივაციის ნაკლებობა იგრძნო.
დაგეგმე პაემანი შენს საყვარელ ადამიანთან. შეუკვეთე რესტორანში რამე გემრიელი, აანთე სანთლები, ჩაიცვი ლამაზი საცვლები და იმოქმედე.
წყარო: www.cosmo.ru