ფსიქო

თავი დააღწიე ტირანს: დეტალური ინსტრუქცია, როგორ გააკეთო ეს

თავი დააღწიე ტირანს: დეტალური ინსტრუქცია, როგორ გააკეთო ეს
კითხვაზე, თუ რატომ მიდის თქვენგან, პასუხი ყველას აინტერესებს, როცა საქმე სახლში ძალადობას ეხება, სინამდვილეში ტირანისგან თავის დაღწევა არცთუ ისე მარტივია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი "ფეისბუქმომხმარებლის", მენდის სახელით დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გაიქცეთ ტირანისგან.
Heartbreak love the way you lie music GIF - Find on GIFER

ფინანსების საკითხი

  • გახსენით თქვენს სახელზე საბანკო ანგარიში. არ მიაბათ იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც ტირანმა იცის. ფოსტის მისამართიც ახალი უნდა იყოს. უმჯობესია, სახლში ყოფნისას და საკუთარი ტელეფონიდან თქვენს ანგარიშსა და ფოსტაზე შესვლისგან თავი შეიკავოთ.
  • დამალეთ საბანკო ბარათი ისეთ ადგილას, სადაც ვერ მიაგნებს მოძალადე.
    უმჯობესია, ფეხსაცმლის შიდა ჩასაფენში ან დიდი ხნის გამოუყენებელ სათამაშო ყუთში. სამსახურშიც შეგიძლიათ დამალოთ, ოღონდ თავისათვის უხილავ ადგილას.
  • გახსოვდეთ რომ ფინანსური საკითხი მნიშვნელოვანია მისი კლანჭებიდან თავის დაღწევის შემთხვევაში.

ტელეფონი

  • იყიდეთ დაბალფასიანი ტელეფონი და ბარათი, დამალეთ საიმედო ადგილას და დროდადრო დატენეთ ელემენტი. გადაიტანეთ მნიშვნელოვანი საკონტაქტო ნომრები. გაქცევის შემთხვევაში უმჯობესია ძველი ტელეფონი სახლში დატოვოთ, ვინაიდან ასე უფრო ნაკლებია თქვენი პოვნის შანსები.

We found love screaming GIF on GIFER - by Kelerdin

ქონება

  • დაიწყეთ ნელ-ნელა სანდო ნათესავისთვის ან დაქალისთვის თქვენი ნივთების გაგზავნა, ეს იქნება მომდევნო სეზონის ტანსაცმელი, სამკაულები, სურათები, დოკუმენტაცია, ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ.
  • ტანსაცმელზე შეგიძლიათ თქვათ, რომ ვინმეს დასახმარებლად ფონდში მიგაქვთ ან განათავსოთ ონლაინგაყიდვების გვერდებზე და მიღებული თანხა საიდუმლო ანგარიშზე ჩარიცხოთ.

სამსახური

  • თუკი მუშაობთ, უმჯობესია, ხელმძღვანელობა ჩააყენოთ საქმის კურსში. ან მხარდაჭერას მიიღებთ მათგან, ან გაიგებთ, რომ "პრობლემები აქ არ გვჭირდება", ეს კი საუკეთესო მანიშნებელია იმისა, რომ დროა, სხვა სამსახური იპოვოთ.
  • დარწმუნდით, რომ დამსაქმებელი არ მოუყვება თქვენს ტირან პარტნიორს დაგეგმილი გაქცევის შესახებ.
  • შეეცადეთ, სამსახურიდან თანამშრომლებთან ერთად გახვიდეთ. ძირითადად, ტირანებს რცხვენიათ საჯაროდ ცუდად მოქცევის, ასე კი თავდასხმების შანსს ნულამდე დაიყვანთ.
  • უმჯობესია, გაქცევის შემდეგ სამსახური შეიცვალოთ იმისათვის, რომ უფრო მშვიდად იყოთ.

James Mackenzie GIFs - Get the best GIF on GIPHY

ოჯახი და მეგობრები

  • მოემზადეთ იმისათვის, რომ შესაძლოა, არავინ აგიბათ მხარი. ზოგი თქვენს წინააღმდეგაც გაილაშქრებს, მაგრამ შეეცადეთ, ვინმე გამოძებნოთ, ვინც მხარდაჭერას გამოგიცხადებთ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ნაბიჯის გადადგმისას.

საცხოვრებელი

  • საკმაოდ რთული მომენტია. როგორც წესი, თანამოაზრესთან დიდხანს დარჩენა შეუძლებელია. აუცილებელია პარალელურად იპოვოთ სახლი და ფინანსები სახლისთვის. სოციალურ ქსელში უმჯობესია არ მოითხოვოთ დახმარება, ასე ადვილად მოგაგნებენ.
  • შეგიძლიათ მიმართოთ ფონდებს, დახმარების ჯგუფებს.
  • თუკი ბავშვები გყავთ, უმჯობესია, არ ატაროთ ცოტა ხანი სკოლაში და სახლში ამეცადინოთ, შემდეგ კი გადაიყვანოთ სხვა სკოლაში.

David Fanning First GIF - DavidFanning First Argue - Discover ...

პოლიცია

  • ზოგჯერ ტირანი პოლიციაში განაცხადს აკეთებს ცოლის და შვილების გაუჩინარებაზე. ოთხ დღეში შეგიძლიათ დარეკოთ და შეატყობინოთ, რომ არსად გამქრალხართ. ფორმალობისთვის მოგთხოვენ მისვლას და განცხადების დაწერას. უმჯობესია, მხარდამჭერ მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად მიხვიდეთ, ვინაიდან შესაძლოა პოლიციის თანამშრომელმა თქვენს მეუღლეს შეატყობინოს, რომ მიხვალთ განყოფილებაში. განცხადების შევსებისას მიუთითეთ რეგისტრაციის ადგილი და არა ფაქტობრივი.

ბავშვები

  • ახალ ბაღში ან სკოლაში უნდა იცოდნენ, რომ ბავშვები დედასთან ცხოვრობენ და მამას არ შეიძლება გააყოლონ. უმჯობესია, არ თქვათ, რომ ძალადობის გამო გაიქეცით. თქვით, რომ "არასწორ ინტერესს" ავლენდა მამა შვილების მიმართ ან ნარკომანია. ნებისმიერი ასეთი ტყუილი გადაგარჩენთ.

Music video love megan fox GIF on GIFER - by Vujinn

ცხოველები

  • ხშირად ცოლზე მოძალადეები ცხოველებსაც ხოცავენ. ამიტომ უმჯობესია, ვინმეს აჩუქოთ და თქვათ, რომ დაიკარგა თქვენი ცხოველი. ადამიანები, სამწუხაროდ, დღესდღეობით ცხოველებს უფრო ეხმარებიან, ვიდრე ადამიანებს.

ნივთების შეფუთვა

  • გაქცევის დღეს მხოლოდ აუცილებელი ნივთები აიღეთ, პატარა ჩანთა, რომელიც მსუბუქი იქნება აუცილებლად. იცოდეთ, რომ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა შეგიძლიათ შემდგომ იყიდოთ.

The Hot Chick Slapping GIF - Find & Share on GIPHY

გაქცევა

  • უმჯობესია, გაქცევისთვის ისეთი დრო აირჩიოთ, როცა იცით, რომ ტირანი გასული იქნება. ბავშვიც გააფრთხილეთ, რომ "საიდუმლო სიტყვის" შემდეგ არ შეიძლება ტირილი. ახალი ტელეფონი და ბარათი იქონიეთ, ძველი დატოვეთ. უმჯობესია, სახლი მოწესრიგებული დატოვოთ, ძველი ტეელფონი კი უხმოზე ან დასატენ მდგომარეობაში დატოვეთ ისეთ ადგილას, რომელსაც მარტივად ვერ დაინახავს მოძალადე.

გაქცევის შემდეგ

  • შეცვალეთ ყველაფრის პაროლები, სოციალური ქსელიდან დაწყებული, ონლაინბანკინგით დასრულებული. წაშალეთ საერთო მეგობრებთან მიმოწერები, დაბლოკეთ ისინი, ახალი გვერდი გახსენით სოციალურ ქსელში სხვა სახელით და ძველზე ფოტო შეცვალეთ.
Couple Fighting | UnBumf
  • გახსოვდეთ, ტირანები განსაკუთრებით სახიფათოები არიან, როცა ხვდებიან, რომ მსხვერპლს გაქცევა აქვს დაგეგმილი. არ წახვიდეთ მოლაპარაკებებზე, განქორწინების ამბავი წინასწარ არ განიხილოთ. ხშირად ცოლებს სწორედ განქორწინების გამო ხოცავენ. ასე რომ, ფრთხილად იმოქმედეთ.
  • ნუ დაიჯერებთ დაპირებებს. ნუ გჯერათ, რომ განქორწინების შემდეგ "ინტელიგენტი ადამიანებივით" მოიქცევით. გახსოვდეთ, ისინი ხშირად მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობაზეც არიან წამსვლელები იმისათვის, რომ დაადასტურონ, მსხვერპლზე ძალადობას სიკვდილის შემდეგაც შეძლებენ.
9 Arguments Every Couple Will Inevitably Have During The Holidays ...
წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93