ფსიქო

8 ფრაზა, რომელიც არ უნდა უთხრა დედა- დიასახლისს

8 ფრაზა, რომელიც არ უნდა უთხრა დედა- დიასახლისს
დეკრეტის ვადა გაიხანგრძლივოს თუ გავიდეს სამსახურში, ეს უშუალოდ დედის გადასაწყვეტია. თუმცა არსებობს სიტყვები, რომლებიც არ უნდა უთხრათ არც მეგობრებს და არც ახლობლებს.
Travieso GIF - Travieso Baby Mommy - Discover & Share GIFs

რას აკეთებ მთელი დღე?

  • ამ კითხვას, სავარაუდოდ, ისეთი ადამიანი დასვამს, რომელსაც პატარა ბავშვი არ ჰყავს სახლში, პლუს, მარტო არ უწევს მასთან ყოფნა. ამ დროს დედას უჩნდება ისეთი პასუხის გაცემის სურვილი, როგორიცაა: "რა თქმა უნდა, დივანზე ვწევარ მთელი დღე და ვსვამ ყავას" - ეს ძალიან საწყენი კითხვაა. ბავშვი პატარაობისას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მოითხოვს. სახლის საქმეების
    მოგვარება ბევრად მარტივია, ვიდრე ბავშვთან ყოფნა. უმეტესობა კი საბანაოდ მხოლოდ მაშინ შედის, როცა მეუღლე მოდის სამსახურიდან. წარმოიდგინეთ, როგორი რთულია ბავშვთან გამკლავება.

რატომ არ იძინებ დღისით, როცა ბავშვს აძინებ?

  • თეორიულად კარგად ჟღერს, ის ორი საათი ბავშვთან ერთად რომ წამოწვეთ და დაიძინოთ, მაგრამ ამ დროს ყველა დედას უნდა, იხელმძღვანელოს დროით და დარეცხოს ჭურჭელი, მიალაგოს სამზარეულო, გაფინოს სარეცხი, გაასწოროს ლოგინი, გადაათვალიეროს უცებ სოციალურ ქსელში სიახლეები. ამ კითხვის დასმა საკმაოდ უტაქტოა.

animation #Baby #für #GIF #GIPHY #Mom #neues #TrendGIF #trending ...

სავარაუდოდ, საკუთარ თავზე საერთოდ არ გრჩება დრო

  • თუკი ამ ფორმით ცდილობთ თანაუგრძნოთ, უმჯობესია, ასე არ მოიქცეთ. ახალბედა დედებს მით უმეტეს თითქმის არ რჩებათ საკუთარ თავზე დრო. უმჯობესია, გაამხნევოთ და შეუმსუბუქოთ სამუშაო. ეთამაშეთ ბავშვს ცოტა ხნით იმისათვის, რომ წავიდეს სალონში ფრჩხილების მოსაწესრიგებლად. ასეთი თანაგრძნობა აუცილებლად დაგიფასდებათ დედების მხრიდან.

რა მაგარია, რომ არ მუშაობ!

  • არა, დედობა ყველაზე რთული სამსახურია. ურჩევნია, ბევრად დატვირთული სამუშაო დღე ჰქონდეს და შაბათ-კვირა დაისვენოს, ვიდრე კვირაში 7 დღე და დღეში 24 საათი ბავშვის დევნაში იყოს.

Monthly Meal Planning For Moms:Simple Family Meals - Noel's ...

მეუღლე გაძლევს ფულს?

  • ძირითადად, ოჯახში, სადაც პატარა ბავშვები ჰყავთ, საერთო ბიუჯეტი აქვთ და ფინანსებს ხშირად ქალი განკარგავს, თუმცა ეს სქემაც რეალურად ყოველთვის არ ამართლებს. ქალს არ აქვს დამოუკიდებლობის შეგრძნება. იცის, რომ ვერ იყიდის ვერაფერს საკუთარი თავისთვის საერთო ფინანსებიდან მოკლების გამო.

ალბათ, შენი ქმარი კარგ ხელფასზე მუშაობს - სხვანაირად როგორ იცხოვრებდით ერთ ხელფასზე

  • სანამ ამ კითხვას დასვამთ, დაფიქრდით, რამდენ თანხას ზოგავს დედა სახლში ყოფნით, არ ჰყავს ძიძა, სახლის საქმეებში დამხმარე, მძღოლი, რეპეტიტორი. მშობლები ძირითადად დაბალფასიან ავტომობილებს არჩევენ იმისათვის, რომ ბავშვთან ერთად განსატვირთავად გადაადგილდნენ შაბათ-კვირის პერიოდში.

Hey Moms: What Do You Want For Mother's Day?

როდის გეგმავ სამსახურში დაბრუნებას?

  • დედები, რომლებმაც კარიერა დათმეს ბავშვის გამო, ცუდ მდგომარეობაში არიან, ვინაიდან დეკრეტის შემდეგ არ იციან, რამდენად დააბრუნებენ ძველ პოზიციაზე. შემდგომ ახალი სამსახურის ძებნის სირთულეებს აწყდებიან. ბიზნესის სამყარო საკმაოდ არასტაბილურია. უმჯობესია, ეს კითხვა ტაქტიანად დაუსვათ.

გამოდის, რომ დიპლომი სულ ტყუილად აიღე...

  • უპატივცემულობის გამოხატვის ძირითადი ნიშანი დედის სამსახურის წინააღმდეგ. ასე საუბარი სულაც არ არის კორექტული. ამიტომ თავი შეიკავეთ მსგავსი კითხვებისგან და არ დაგავიწყდეთ, რომ ბევრი დედა ცდილობს დისტანციურად მუშაობას, რაც ნამდვილად დასაფასებელია. თქვენ კი, თუკი მისი შრომის შემსუბუქება გადაწყვიტეთ, ამოუდექით საქმით მხარში.
In the Labyrinth: The Strong Mom GIF: Just Tap to Watch Her Workout
წყარო: goodhouse
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93