ფსიქო

დედის 6 რეცეპტი ბედნიერი ქორწინებისთვის, რჩევები რომლებიც არ მუშაობს

დედის 6 რეცეპტი ბედნიერი ქორწინებისთვის, რჩევები რომლებიც არ მუშაობს
დედების რჩევები ოჯახთან და ქორწინებასთან მიმართებაში, ყოველთვის ეფექტური არ არის. ყოველ შემთხვევაში, ეს 6 რჩევა სერიოზულ გადახედვას საჭიროებს. თუმცა, არა, ეს რჩევები მუშაობს, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით.  შეიძლება, რომ საპირისპირო შედეგი მივიღოთ. საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვა, როგორი ქორწინება გსურთ?

ბედნიერება ქორწინებაშია. ყოველთვის ლამაზი უნდა იყო, რომ ქმარს მოეწონო...

ლამაზად ყოფნა მართლაც მშვენიერია. მაგრამ თუ არც ისე ლამაზად გამოიყურება ადამიანი, მაშინ ეს ფრაზა რას ნიშნავს? უნდა ვეცადოთ, რომ საყოველთაოდ დაწესებული კრიტერიუმების გამო ნევროზი არ ავიკიდოთ. ცხადია, მოდელი ვალდებულია, რომ 24 საათის
განმავლობაში, კვირაში 7 დღე უნაკლოდ გამოიყურებოდეს. მაგრამ რეალობა სხვანაირია.
  • ზოგიერთი ახალგაზრდა ქალბატონი უკიდურესობაში ვარდება: ისინი იღვიძებენ ქმრის გაღვიძებამდე ერთი საათით ადრე, რათა დრო ჰქონდეთ მაკიაჟის გასაკეთებლად. შეიძლება მუდმივად ვგრძნობთ, რომ ჩვენ გვერდით მყოფი მამაკაცი გვაფასებს, მაგრამ ზოგჯერ ჩნდება კითხვა: საკმარისად კარგი ვარ? ეს ფსიქიკაზე ზეწოლას ახდენს. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობთ, რომ თუ მეუღლეს მოწესრიგებული დახვდებით ეს ცუდია. რაც შეეხება პირველ ფრაზას, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქორწინების გარეშეც ბედნიერები არიან.

რეცხვა შენი მოვალეობაა!

შეუძლებელია ქორწინებაში ბედნიერი იყოთ, თუ თქვენი როლი მოსამსახურის როლთანაა გაიგივებული. თანამედროვე ცხოვრება არ ნიშნავს ქალებსა და მამაკაცებს შორის პასუხისმგებლობის არათანაბრად განაწილებას. რა შეიძლება მოვიიაზროთ დღეს წმინდა მამაკაცური პასუხისმგებლობაში? მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ, მძიმე ავეჯის გადაადგილება, სხვადასხვა მოწყობილობების შეკეთება. ეს არის ის, რასაც ჩვენ ჩვენს ბინებში დაახლოებით ხუთ წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ. მაისურები ყოველდღე უნდა გაუუთავოთ. ჭურჭლის რეცხვა, მტვერსასრუტით დასუფთავება, სამზარეულოს დალაგება - ეს ყველაფერი მუდმივად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი არ არის შეუძლებელი, მაგრამ ზოგჯერ შრომა ერთფეროვანი და მოსაწყენი ხდება.
სწორედ ამიტომ, პარტნიორები ხშირად ცდილობენ, რომ გაინაწილონ საქმეები, დაეხმარონ ერთმანეთს, რომ თავი დაჩაგრულად არცერთმა არ იგრძნოს.

ცუდად მყოფი არავის სჭირდები..

გაუგებარია, რატომ ამბობს ზოგიერთი დედა ამას და რატომ უნერგავს ამ იდეას თავის გოგონას.
წარმოიდგინეთ ცხოვრება, რომელშიც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლოესმა ადამიანმაც კი არ იცის. წარმოიდგინე, რომ სერიოზული დიაგნოზი დაგისვეს და საკუთარ შიშებს და განცდებს ქმარს ვერც კი უნაწილებ.
როგორ ფიქრობთ, ეს სისულელეა და მითია? არა. ადამიანები ხშირად ამბობენ მსგავს ფრაზებს: „შენი ავადმყოფობა/პრობლემები უნდა გვერდზე გადადო და საქმეებს მიხედო, ეს შენი მოვალეობაა“.

შენ არ შეგიძლია უარი უთხრა მეუღლეს სექსზე!

დაფიქრდით, როგორ ჟღერს ეს ფრაზა. ვარაუდობენ, რომ სექსი მხოლოდ მამაკაცებს სჭირდებათ? თითქოს თქვენ არ შეგიძლიათ, რომ თქვენ თავზე "აიღოთ" ეს. თითქოს თქვენ მხოლოდ "გაცემა" გეხერხებათ და არა ინიციატივის გამოჩენა.
თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა გსურთ და რა არა. მიჰყევით თქვენს გრძნობებს და ჩაუღრმავდით საკითხს: რატომ არ გსურთ სექსი? რამ გამოიწვია ეს? გამოიჩინეთ მოთმინება და ეცადეთ, რომ პრობლემა აღმოფხვრათ. სხვა შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ სექსისგან სიამოვნების მიღება კიდევ უფრო გაგიჭირდეთ.

აჩუქე ბავშვი!

ერთი შეხედვით, ამ ფრაზას არაფერი სჭირს: ბავშვის გაჩენაზე ბევრი ადამიანი ოცნებობს.
ბავშვი ნამდვილად ისე ჩნდება ადამიანის ცხოვრებაში, როგორც ძვირფასი საჩუქარი. ეს სიკეთეა.
მშვენიერი იქნება, თუ მეუღლეს ძვირფას სიურპრიზს მოუწყობთ.
თუმცა, ამავე დროს, ზოგჯერ დედები გვარწმუნებენ, რომ ამ საჩუქრის გარეშე ადამიანი არ დაფასდება. თუ ქალმა ვერ შეძლო ამ საჩუქრის მიცემა კაცისთვის - ის ცუდი და უსარგებლო ქალია. ეს არ არის სწორი მიდგომა და საშინლად ჟღერს.
ჩვენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნდა ვცდილობდეთ, რომ შვილებს იმედი და სიყვარული ჩავუნერგოთ და არა იმის განცდა, რომ უსარგებლონი არიან.

წყარო: www.cosmo.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93