"ყველაზე მეტად მინდა შენთან მოსვლა და გვერდით დაწოლა, კიდევ იმის გაგება რა გვაქვს ხვალისთვის" - მაცუო მონრო.
ნამდვილი და ხანგრძლივი სიყვარული - ეს ის არ არის რაც თავისით ხდება ყველანაირი წესის და პირობის გარეშე, მას სჭირდება მუდამ რაღაცეების გაცემა სანაცვლოდ და ენერგიის დიდი რაოდენობით ჩაქსოვება.
8 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ნამდვილი სიყვარული საპოვნელად.
1. იმისათვის, რომ თქვენი შესაფერისი ადამიანი იპოვოთ, თქვენ უნდა იყოთ ისეთივე
- ის თვისებები უნდა გაგაჩნდეთ, რომელიც გინდათ თქვენს პარტნიორში იყოს. თუკი განსაკუთრებული გინდათ იყოთ მისთვის, აუცილებელია მუდამ დაანახოთ და უთხრათ თუ როგორი განსაკუთრებულია თქვენთვის.
2. იცოდეთ თქვენი შესაძლებლობების საზღვრები
- ნამდვილი სიყვარული ჩვენგან კომპრომისებს ითხოვს, მოგიწევთ მიიღოთ თქვენი პარტნიორი ისეთად როგორიც არის, თუმცა მკაფიოდ უნდა გაავლოთ ზღვარი პირად სივრცეს შორის, არასდროს დართოთ ნება ამ ზღვრების გარღვევისთვის, როგორც არ უნდა გიყვარდეთ.
3. თქვენი კომუნიკაცია უნდა იყოს ჯანმრთელი
- თუკი მისგან რაიმეს მოელით უმჯობესია პირდაპირ უთხრათ, რაც არ მოგწონთ ისიც უმჯობესია მაქსიმალურად რბილად და ტაქტიანად აუხსნათ, კარგია თუკი დაუგდებთ ყურს მის თხოვნებს და კრიტიკას, რა თქმა უნდა საზღვრების ფარგლებში. ხანგრძლივი ურთიერთობის საიდუმლო სწორ და ეფექტურად კომუნიკაციაში მდგომარეობს.
4. დასახულ მიზნებში მხარდაჭერა დაანახეთ პარტნიორს
- დაეხმარეთ დასახული მიზნების მიღწევაში, რაც მას მთელი გულით სურს, ყოველთვის გაამხნევეთ რთულ მომენტებში.
5. იყავით პოზიტიურები
- აუცილებელია გარშემო წრფელი და ნამდვილი ადამიანები გყავდეთ, ეს გეხმარებათ დადებითი ემოციების გამოხატვაში ნებისმიერი ურთიერთობისას, გამონაკლისი არც რომანტიკულია.
6. გახსოვდეთ, რომ მსხვერპლი არ ხართ
- თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ, რომელიც თავის ცხოვრებას აკონტროლებს, ასე რომ ნუ დაადანაშაულებთ თქვენს პარტნიორს და სხვა ადამიანებს საკუთარ პრობლემებში. გადაჭერით თვითონ.
7. აზრი შესძინეთ თქვენს ცხოვრებას
- ნათლად განსაზღვრეთ თქვენთვისვე რა გინდათ ცხოვრებაში, ნამდვილი სიყვარული კი დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში, თქვენი ცხოვრება კი უფრო წარმატებული და ბედნიერი გახდება.
8. ნამდვილი სიყვარული ორი ადამიანის ურთიერთპატივისცემაზე დგას
- ჯანსაღი ურთიერთობები ყოველთვის პატივისცემაზე დგას - როცა მას პატივს სცემთ, მის თვალშიც ხდებით ანალოგიურად პატივსაცემი პიროვნება.
წყარო: cluber