ფსიქო

7 გაკვეთილი ურთიერთობებზე, რომელიც ყველა დედამ უნდა ასწავლოს თავის გოგონას

7 გაკვეთილი ურთიერთობებზე, რომელიც ყველა დედამ უნდა ასწავლოს თავის გოგონას
ასწავლეთ საკუთარი სხეულისადმი სწორი მოპყრობა. როცა ის აირჩევს პარტნიორს, სწორედ იგივენაირად მიუდგება ისიც მას. დაანახეთ თქვენს გოგონას, რამდენად მნიშვნელოვანია, იყოს კეთილი საკუთარი თავის მიმართ. საპასუხოდ მომავალშიც სიკეთეს მიიღებს. არავინ მოუყვება ურთიერთობებზე. ეს დედამ უნდა გააკეთოს, ასწავლოს, რა სირთულეები შეიძლება შეხვდეს ცხოვრების გზაზე.
Mom Daughter GIFs | Tenor

1. მოსთხოვე შენს თავს ისეთივე პატივისცემა, როგორსაც სხვების მისამართით გამოხატავ

  • საკუთარი თავის პატივისცემით, მიიღებს პარტნიორისგან იმავეს, ეს კი მნიშვნელოვანია ურთიერთობებში. ასწავლეთ თქვენს გოგონას, სწორად მოეპყროს თავის სხეულს. დაანახეთ საკუთარი თავისადმი შემწყნარებლობა და მეტი სიკეთის გამოვლენა.

2. არ მოგერიდოთ საკუთარ სხეულზე დეტალების აღნიშვნა

  • შესაძლოა, გეუხერხულებათ თქვენს გოგონასთან მის სხეულზე საუბარი, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად სარკეში ჩახედვისას მას თავისი სხეული უნდა უყვარდეს. დაარიგეთ, რომ აუცილებელია არა მარტო საკუთარი სხეულის სიყვარული, არამედ მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც - დაწყებული ჯანმრთელობით, დასრულებული სექსუალური სურვილებით. მისი სხეული მხოლოდ პარტნიორისთვის არ უნდა გახდეს სასურველი, არამედ პირველ რიგში, მისთვისაც.

Mom Daughter GIFs - Get the best GIF on GIPHY

3. გატეხილი გული იყოს გაკვეთილი და არა ტანჯვის მიზეზი

  • გააფრთხილეთ თქვენი გოგონა, რომ ადრე თუ გვიან გულს გაუტეხენ. მიუხედავად ტკივილისა, ეს ღირებული გამოცდილება იქნება, რომელიც უფრო მეტად გააძლიერებს. არაფერი დაანახებს საკუთარ თავს იმაზე უკეთ, ვიდრე განშორება. ასწავლეთ წარსულის გაშვება და დაანახეთ, რომ სულ მის გვერდით იქნებით.

4. არ დააიგნორო საგანგაშო ნიშნები პარტნიორისგან

  • აუხსენით თქვენს შვილს, რომ მტრობა დედამისთან ან ცუდი დამოკიდებულება მისდამი მომავალში უარყოფით შედეგებს გამოიღებს. ასეთი მამაკაცი კი გვერდით არ სჭირდება.

Mom And Daughter | Cartoon mom, Cartoon, Cool cartoons

5. დაივიწყე წესები, ერთადერთი, ინტუიციას შეგიძლია დაეყრდნო

  • ურთიერთობები არ უნდა ატარებდეს შეჯიბრებითობის ხასიათს, გამოცდას, რომლის დროსაც თქვენმა პარტნიორმა უნდა ამტკიცოს, თუ როგორ უყვარხართ. აუხსენით თქვენს გოგონას, რომ ურთიერთობა ნდობაზე უნდა ააგოს, რაც სწორედ მომავალში ბედნიერების გასაღები გახდება.

6. არ გაეკიდო იმას, რაც ხელიდან გეცლება

  • თუკი ხედავს, რომ პარტნიორი გაურბის, მნიშვნელოვანია, რომ გააანალიზოს, რამდენად უსარგებლოა ასეთი ადამიანის დაბრუნებაზე დროის კარგვა. პარტნიორს მეტი თავისუფლება უნდა მისცეს, მაგრამ თუკი ეს მეთოდი არ მუშაობს, მაშინ დროა, გაუშვას.

Meet The Amazing Disney Mothers... | AttractionTickets.com

7. გახსოვდეს, მიუხედავად ყველაფრისა, მშვენიერი ხარ

  • ნებისმიერი გოგონა დედის მხრიდან საჭიროებს შეხსენებას, რომ საკმარისად კარგია. ეს მასში მეტ თავდაჯერებულობას და საკუთარი თავისადმი რწმენას დააბრუნებს, რაც დადებითად აისახება მის ურთიერთობებზე.

Mom And Daughter Hugging GIFs | Tenor

წყარო: cluber
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93