თუ პატივისცემა დასამარებულია, ურთიერთობა დასრულებულია.
1. თავისუფლების შეზღუდვა
ქალს დაცვა სჭირდება, მისი უსაფრთხოდ ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ზომიერება ყველაფერშია საჭირო. როდესაც პარტნიორი ზედმეტ ყურადღებას იჩენს ან სულაც აკონტროლებს, ჩანს, რომ ის თავის რჩეულს არ ენდობა.
და ეს ასევე უმწეობის ნიშანია, ისინი ამბობენ, რომ "თქვენ თავად ვერ შეძლებთ საკუთარ თავზე ზრუნვას". ფიქრობთ, რომ ეს სიმართლეა?
ასე რომ, გადაჭარბებული კონტროლი დამამცირებელი და დამღლელია. ეს ურთიერთობის გაუფასურებას იწვევს და პარტნიორისადმი პატივისცემის დაკარგვასაც. ქალი თავს გალიაში ჩაკეტილად გრძნობს და ცდილობს, რომ როგორმე თავი დააღწიოს ამ დისკომფორტს და გათავისუფლდეს.
2. როდესაც აზრის გამოთქმას არ აცდიან
ქალებმა წარმოუდგენელი ძალისხმევა გამოიჩინეს იმისთვის, რომ თანასწორობის მიღწევა შესძლებოდათ. ახლა მათ უფლება აქვთ, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, დაიკავონ თანამდებობები და ა.შ. მაგრამ ბევრ მამაკაცს მიაჩნია, რომ მათ რჩეულს მოსაზრების გამოხატვა და საკუთარი აზრის დაცვა, მხოლოდ სამსახურში შეუძლია.
ასეთი დამოკიდებულება მოწმობს იმაზე, რომ ის ქალს თანასწორუფლებიანად არ მიიჩნევს , უფრო დაბალ საფეხურზე აყენებს და ამცირებს. ეს შეურაცხყოფა კი პატივისცემის დაკარგვის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება იქცეს.
3. მუდმივი წუწუნი და უმოქმედობა.
მოსმენის და მხარდაჭერის უნარი ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რამ არის. ამგვარ შემთხვევაში, თქვენს ქცევას ქალიც გაიმეორებს - ეცდება პრობლემები ერთად მოაგვაროთ, დაგიჭიროთ მხარი და დაგეხმაროთ სირთულეების და პრობლემების გადალახვაში.
მაგრამ პარტნიორისადმი პატივისცემა იკარგება იმ შემთხვევაში, თუ ის მხოლოდ წუწუნებს, ჩხუბობს და ვერაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პრობლემა გადაჭრას. ეს ყოვლად დაუშვებელია, როდესაც ადამიანი მუდმივად ნეგატიურ გალენას ახდენს რჩეულზე.
4. ამბიციის ნაკლებობა აუცილებელია, არსებობდეს სტრატეგიული მიზნები, რათა მათზე აქტიურად იმუშავონ წყვილებმა და სასურველ შედეგს მიაღწიონ. ქალები პატივს სცემენ მათ, ვინც მარცხს იყენებს ისე, როგორც სწავლისა და გაძლიერების შესაძლებლობას.
ვინც არ იცის რა სურს და არ ჩქარობს ამის გარკვევას, საყვარელი ქალის გულში იმედგაცრუებას ბადებს. პატივისცემა იკარგება, თუ ადამიანი სირთულეების დროს დათმობაზე არ მიდის.
5. დაფასება
თუ მამაკაცი არ აფასებს იმას, რასაც ქალი მისი გულისთვის და ზოგადად ურთიერთობისთვის აკეთებს. ქალი შემდეგ თავს ზედმეტად გრძნობს, ვერ ხედავს იმის აზრს, რომ მომდევნო ეტაპზე ძალისხმევა გამოიჩინოს. ჯერ ქვეცნობიერად, შემდეგ კი ცნობიერად, ის იწყებს ვინმე ისეთის ძიებას, რომელიც დააფასებს და უკეთ გაიცნობს.
წყარო: cluber.com.ua