ფსიქო

როგორ უნდა შეიყვაროთ საკუთარი თავი: 5 ეფექტური გზა თქვენს სხეულთან დასამეგობრებლად

როგორ უნდა შეიყვაროთ საკუთარი თავი: 5 ეფექტური გზა თქვენს სხეულთან დასამეგობრებლად

წლების განმავლობაში, ჩვენი სხეული არაერთ ცვლილებას განიცდის, ჩვენ კი ყველა მათგანი სულაც არ მოგვწონს. თუმცა შეცდომას დავუშვებთ, თუ საკუთარ თავს ვერ მივიღებთ ისეთად, როგორიც ვართ. აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ საბოლოოდ შეიყვაროთ საკუთარი თავი.

იპოვე დევიზი, რომ შენი თავი შეგიყვარდეს

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა ხერხი და მიმართულება დიდ გავლენას ახდენს თქვენს დამოკიდებულებაზე, რომელიც სხეულთან მიმართებაში გაქვთ.
და თუ მუდმივად იფიქრებთ იმაზე, თუ რამდენად არ გიყვართ საკუთარი თავი, ეს ძალიან ცუდი იქნება. აზრები წარმოქმნიან გრძნობებს, გრძნობები კი
ქცევაზე ზემოქმედებენ. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ სიტყვები, როგორიცაა "მე ლამაზი ვარ", არ გეხმარებათ, მაინც ღირს, რომ სცადოთ! რა თქმა უნდა, ამგვარი მიდგომით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

წარმოგიდგენთ რამდენიმე დამხმარე ფრაზას:


„ბედნიერი ვარ, საკუთარი თავით კმაყოფილი, ლამაზი“.

„იმაზე ძლიერი და ჯანმრთელი ვარ, ვიდრე წინა დღეს“.

„მადლობას ვუხდი ჩემს სხეულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების არარსებობის გამო“.



თქვი მადლობა

კიდევ ერთი სავარჯიშო, რომელიც შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ნამდვილად მუშაობს! დაჯექით სავარძელზე და იფიქრეთ იმაზე, თუ საკუთარი სხეულის რომელი ნაწილები უფრო მოგწონთ, რას მიიჩნევთ საუკეთესოდ. შემდეგ გადადიხართ იმასთან დაკავშირებით ფიქრზე, რაც ნამდვილად არ მოგწონთ. თუ მუცელზე ცხიმები გაქვთ, სამაგიეროდ, შინაგანი ორგანოები მწყობრშია. ნელ-ნელა მადლობა უთხარით საკუთარ თავს ყველაფრისთვის, თუნდაც ეს რთული იყოს. დროთა განმავლობაში თქვენ შეძლებთ მიიღოთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც არის.

დაივიწყე კრიტიკა


პირდაპირი გაგებით: წაშალეთ, გააქრეთ სოციალური ქსელიდან ის, ვინც თქვენს გარეგნობასთან დაკავშირებით უსიამოვნო კომენტარს გააკეთებს. ეს ნაბიჯი შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ და ზოგისთვის ეს უაზროა, მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად ღირს.

იზრუნეთ საკუთარ თავზე

მოგეხსენებათ, რომ საკუთარი თავისთვის საჩუქრების გადაცემა - მნიშვნელოვანი ნაწილია იმისთვის, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყოთ.
იქნებ უბრალო სურნელოვანი სანთელი იყიდოთ ან ახალი შარვალი სახლში ჩასაცმელად. ეს უფრო უფრო მეტად იმოქმედებს დადებითად თქვენზე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს! საკუთარი თავის გასამხიარულებლად, შეგიძლიათ შეიძინოთ სექსუალური სათამაშო ან, მაგალითად, პროგრამა, რომელშიც სპა-სალონის მომსახურებაც შედის.

ფსიქოთერაპევტთან კონტაქტი


თუ დამოუკიდებელი პრაქტიკა სასურველ შედეგამდე ვერ მიგიყვანთ, დაუკავშირდით სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია იმუშაოს მსგავს საკითხებზე. ეს ეფექტური გზაა საკუთარი თავის მისაღებად, ხოლო პროცესი უფრო სწრაფად დაიძრება, თუ თქვენც თქვენი მხრიდან საჭირო ძალისხმევას გამოიჩენთ.

წყარო: www.cosmo.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93