რა უნდა თქვათ მათ ნაცვლად სინამდვილეში?
ჩვენი გონება და ქმედებები მუდამ ისწრაფვის ფინანსური და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, თუმცა საერთოდ არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა სიტყვებმა შეიძლება განაპირობოს ფინანსების "დაფრთხობა".
როგორც ბიზნესმწვრთნელი და წიგნის "ნუ წუწუნებ; მას, ვინც ბედზე წუწუნს წყვეტს, შეუძლია გამდიდრდეს" ავტორი ჯენ სინსერო ამბობს: "თუკი გაკოტრდით ან ამ დრომდე ვერ აღწევთ ფინანსურ წარმატებას, მაშინ შეეცადეთ, თქვენი სიტყვებით გადატვირთოთ არსებული სიტუაცია". სინსერო დარწმუნებულია იმაში, რომ რასაც ვამბობთ, ჩვენს ფარულ ფიქრებს უღებს კარს ფინანსების შესახებ.
- "მე მსურს" - შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ "მე არ მყოფნის".
- "ვწუხვარ, რომ" - ეს არის მიზეზი, თქვათ: "მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს თავს".
- "მე მჭირდება" - ჩაანაცვლეთ "არ მყოფნის".
- "არ შემიძლია" - ამ ფრაზით ყველაფერი ისედაც ნათელია.
- "მე ვცდილობ" - ეს ნიშნავს იმას, რომ არ ხართ საქმისადმი ერთგული.
- "მე იმედი მაქვს" - ეს ფრაზა ითვალისწინებს იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს და გვაჩვენებს, რომ რწმენა გაკლიათ.
- "მე ვალდებული ვარ" - ეს ფრაზა მეტყველებს იმაზე, რომ რაღაცას არ გააკეთებთ ან არ გინდათ გააკეთოთ.
- "მე არ ვიცი" - წარმატება ამის გაგონებაზე უბრალოდ კარს მოგიხურავთ.
ჯენ სინსერო გვირჩევს, შემდეგი სიტყვებით ჩავანაცვლოთ ზემოთ ჩამოთვლილთაგანი:
- "მე მაქვს".
- "მე ვქმნი".
- "მე მადლიერი ვარ ამისთვის".
- "მე მომწონს ეს".
- "მე შემიძლია ამის გაკეთება".
- "მე ვირჩევ".
- "მე შენ მიყვარხარ".
"შეეცადეთ თქვენი საუბრისადმი გააზრებულად მიდგომას" - ამბობს ავტორი. ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოისუნთქეთ, მანამ სანამ რაიმეს იტყვით, ეს მეტ სივრცეს მოგცემთ იმისათვის, რომ შეჩერდეთ, დაფიქრდეთ იმაზე, რაც უნდა თქვათ და საჭიროების შემთხვევაში დააკორექტიროთ.
წყარო: cluber