ფსიქო

12 დღე, რომლებიც სამუდამოდ შეგცვლით

12 დღე, რომლებიც სამუდამოდ შეგცვლით
ერთხელ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლება. დადგება წუთი, რომელიც დაგაფიქრებთ იმაზე, თუ ვინ გინდოდათ ყოფილიყავით და ვინ გახდით სინამდვილეში, როგორი ცხოვრებისკენ მიიწევდით და რა მიიღეთ შედეგად.
Nothing Will Ever Be The Same Changes GIF ...
  • 1. მომავალი არის დღეს და ახლა, სინამდვილეში დაფიქრდით, რამდენი წელი გაატარეთ დაგეგმვასა და რაღაცის ლოდინში. რატომ? ახლა სწორედ ის დროა, თვალნათლივ დაინახოთ მიმდინარე ამბები. სწორედ ასეთ დროს იღებენ ადამიანები საბედისწერო გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს მათ მომავალ ცხოვრებას.
  • 2. ერთხელ შეხვდებით ნამდვილ მეგობარს, რომელსაც თქვენ ორის მეგობრობის მეტი არაფერი სჭირდება. საუბარი არა იმ
    ადამიანებზეა, რომლებთანაც ურთიერთობთ სამსახურში ან სწავლობთ ერთად, ცხოვრობთ მეზობლად, არამედ ნამდვილ მეგობარზე, ადამიანზე, რომელთან ურთიერთობისას ხვდებით, თუ როგორ სჭირდებით ერთმანეთს.

Everything Changes Unexpected GIF - EverythingChanges Unexpected ...

  • 3. ერთხელაც გააცნობიერებთ, რამდენად ვალდებული ხართ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თქვენთვის რაღაცები გააკეთა. საუბარი იმ პიროვნებებზეა, რომლებსაც არ აფასებდით და არ აღიქვამდით განსაკუთრებულად.
  • 4. ერთ დღესაც სახლში დაბრუნებული, გასაღებს მაგიდაზე დააგდებთ, ჩანთას - ოთახის კუთხეში და სავარძელში ჩაჯდებით დაღლილობისგან, აიხედავთ ჭერში და გაიფიქრებთ: "მე ეს გავაკეთე!" ეს იქნება ყველაზე უცნაური და ამავდროულად, ყველაზე ინსპირაციული აზრი, დაღლა კი უცებ გაქრება!

Volvo Just Changed Everything | Equity.Guru

  • 5. ერთ დღესაც სამყარო წაგართმევთ ახლობელ ადამიანს, ერთ-ერთ მშობელს, მეგობარს, არ აქვს მნიშვნელობა, ვის. უბრალოდ ეს უეცრად მოხდება და იმ მომენტში გააცნობიერებთ, რომ ჩვენ გვერდით სამუდამოდ არავინ რჩება.
  • 6. ერთხელაც გააცნობიერებთ, რომ მიაღწიეთ იმას, რასაც გეგმავდით. დადგა ახალი მიზნების დასახვის ჯერი, ეს კი უსასრულო პროცესია, დაგეგმვა-განხორციელება-ხელახლა დაგეგმვა... მიხვდებით, რომ ცხოვრება "მიღწევების თამაშია", რომელშიც გამარჯვება შეუძლებელია.

How One Direction's 'Night Changes' Eerily Predicted Zayn Leaving ...

  • 7. ერთ დღეს რაღაც ტრაგიკული მოხდება, კარდინალურად სერიოზული რამ, შესაძლოა არამარტო თქვენი ქვეყნისა და კონტინენტისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და იმ დროს მიხვდებით, რომ მიუხედავად ციფრული ტექნოლოგიებისა და სამყაროს მიღწევებისა, მსოფლიო არამდგრადი და ფაქიზია.
  • 8. ერთ დღეს სულ რაღაც 20 წამით არარსებული გამბედაობის და სითამამის ტალღა დაგფარავთ. გააკეთებთ ისეთ რამეს, რასაც ადრე ვერ რისკავდით. ეს იქნება საუკეთესო რამ, რაც კი ოდესმე გაგიკეთებიათ.

Wtf whoa woah GIF on GIFER - by Andromafym

  • 9. ერთ დღეს ის გამოგიტყდებათ სიყვარულში და მას სრულიად სხვა თვალით შეხედავთ. გააცნობიერებთ იმას, რომ ადამიანები ისეთები არიან, როგორებსაც ვხედავთ. ისინი იცვლებიან სწრაფად, ისე, როგორც ჩვენ ვცვლით მათთან ურთიერთობებს.
  • 10. ერთხელაც მიხვდებით ერთ რამეს, რომელსაც ხმამაღლა იტყვით: "თუმცა მე ჩემი თავი უფრო მეტად მიყვარს". სწორედ მაშინ თქვენი ცხოვრება შეიცვლება ისე, როგორც ფილმში "სექსი დიდ ქალაქში". ივლით ქუჩაში გაბრწყინებული სახით.

changes gifs Page 2 | WiffleGif

  • 11. ერთხელაც მეგობარს დაელაპარაკებით და ის საკმაოდ მნიშვნელოვან რჩევას გთხოვთ. თქვენ ზუსტად უპასუხებთ და ის გკითხავთ: "საიდან ამხელა თავდაჯერებულობა?" იმ მომენტში ძალიან კარგად გეცოდინებათ პასუხი, თუმცა ამის ახსნას არ დაიწყებთ. ასე პირველად ცხოვრებაში გექნებათ პასუხები და არამარტო კითხვები.
  • 12. ერთ დღესაც გაიხსენებთ, როგორი იყავით 10, 15, 20 წლის წინ. გააანალიზებთ თქვენს ცხოვრებას ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული. მიხვდებით, რომ სხეულში ისევ ის პატარა არსება ცხოვრობს, უბრალოდ უფრო ადამიანის სხეულშია ამჟამად. სწორედ იმ მომენტში გექნებათ უხილავი კონტაქტი თქვენს შინაგან მესთან, ბავშვობის პატარა ადამიანთან.
Skins Uk Cassie GIF - Find & Share on GIPHY
წყარო: cluber
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93