არ ეჩხუბოთ, არ მიაყენოთ შეურაცხყოფა ხალხის წინაშე. ის თქვენი პატარა ბავშვი არ არის, იმისათვის, რომ დასაჯოთ ქცევების გამო.

- 1. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება ცივილიზებული მეთოდებით არის შესაძლებელი. ურთიერთობებში ორივემ თანაბარი ძალისხმევა უნდა ჩადოთ. ნუ ეჩხუბებით და ნუ დასჯით იმ ქცევების გამო, რომლებიც თქვენს მოლოდინს არ ამართლებს.

- 2. აიღეთ ნებართვა, სანამ მის სხეულს მოეფერებით. ამ მეთოდით უფრო მეტად მოახერხებთ მისი გულის მოგებას. სიამოვნების მიღება ორივესთვის სასურველი უნდა იყოს.

- 3. ნუ განსჯით ქალის ქმედებებს, როგორც არ უნდა მოგწონდეთ. ისწავლეთ მისი პლუსების გარდა, მინუსების შეყვარებაც. უნდა მიიღოთ ის ისეთი, როგორიც არის და იზრუნოთ მასზე. ნუ აკირიტიკებთ გამუდმებით.

- 4. ნუ გგონიათ, რომ ტრადიციული გენდერული როლები მოსწონს ქალს. მისი მოსაზრებების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

- 5. ნუ განსჯით ცუდი ხასიათის გამო მენსტრუალური ციკლის დღეებში. ყველა გოგო ამ დღეებში "გიჟურად" იქცევა. ნურაფერს ეტყვით შენიშვნის სახით, განსაკუთრებით მაშინ, თუკი თქვენი ქმედებებით არის განპირობებული ცუდი განწყობა.

- 6. უთხარით, რომ გიყვართ. დაარწმუნეთ და დაუმტკიცეთ, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. თუმცა ქალებს უფრო ხშირად ეხერხებათ გრძნობების გამოხატვა, ვიდრე მამაკაცებს.

- 7. დარწმუნდით, რომ ის პატივს გცემთ ისევე, როგორც თქვენ მას. აჩუქეთ თქვენი სიყვარული მას, ვინც საპასუხოდ გჩუქნით. რომანტიკულ ურთიერთობებში გრძნობები ორმხრივი უნდა იყოს.

წყარო: cluber