მოუსმინეთ, თქვენი გულის გარდა, იმ მინიშნებებს, რომლებსაც სხეულიც გაძლევთ! ფრაზა "პეპლები მუცელში" სინადვილეში არც ისე შორს არის სინამდვილისგან ერთადერთთან შეხვედრისას. როგორ გაიგოთ, ნამდვილად შეხვდით თუ არა იმ ერთადერთს?
- როცა ის თქვენ გვერდით არის, სითბოს და ერთიანობას გრძნობთ; ხვდებით, რომ ერთმანეთთან მაქსიმალურად გახსნილები ხართ.
- თუკი მუდამ ცდილობს თქვენი განწყობის გაუმჯობესებას და ოპტიმიზმით გავსებთ, მაშინ ეს სწორედ ის ადამიანი არის, ხოლო თუკი მუდამ დათრგუნული ხართ მასთან ურთიერთობაში, მაშინ უმჯობესია, დროულად დაფიქრდეთ, რამდენად ღირს ასეთთან ურთიერთობის გაგრძელება.
- ის გამოტივირებთ. მის გვერდით გჯერათ, რომ ყველაფერს გაართმევთ თავს, რასაც ჩაიფიქრებთ. გინდათ მუშაობა, შექმნა და სწორედ შრომის ფასად მეტის მიღწევა.
- მასთან ურთიერთობაში შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც ხართ, სულაც არ გჭირდებათ იქცეოდეთ სხვა ადამიანის მსგავსად.
- თქვენ ძალიან მოგწონთ მისი სხეულის სურნელი.
- თუკი ის მოტივაციას გმატებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ყურადღების მიქცევაში, მაშინ სწორედ ის არის, ვინც გჭირდებათ. მასთან ურთიერთობამდე თუკი თქვენს სხეულს ყურადღებას არ აქცევდით, ახლა სწორედ ის დროა, იზრუნოთ საკუთარ თავზე.
- მეექვსე გრძნობა, ფაქტობრივად, ყვირის, რომ ეს ის არის, ვინც გჭირდებათ. მეცნიერების კუთხით ამას ვერ ახსნით ვერანაირად, მაგრამ ინტუიცია ნამდვილად არ გიღალატებთ.
- როცა თქვენზე ღელავს და ნერვიულობს, თქვენ ამას კარგად გრძნობთ. როცა მას სტკივა, თქვენც გრძნობთ ტკივილს. ფიზიკური დისკომფორტის განცდა წყვილებში ნორმალურია ერთი პარტნიორის თავზე გამოვლენის შემთხვევაშიც კი.
- თუკი მისი ჩახუტებისას გრძნობთ, რომ ეს ყველაზე საყვარელი საქმიანობაა სამყაროში, ეს ყველაზე ლამაზი ნიშანია, რა თქმა უნდა.
- მის გარემოცვაში თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობთ.
- მასთან გარკვეული დროით განშორების დროსაც კი გრძნობთ სხეულში მისი სიახლოვის შეგრძნებებს, ეს კი, ფსიქოლოგების აზრით, ძლიერი ინდიკატორია იმისა, რომ სწორი ადამიანი იპოვეთ.
წყარო: cluber