რა უნდა გააკეთოს ქალმა, თუ კაცთან მრავალი თვის მანძილზე არ ყოფილა? რა არის ჯანმრთელობისთვის საზიანო და რა არა?
- თავიდან ეს ძალიან რთული იყო, შემდეგ კი ჩემ თავზე მუშაობა დავიწყე და თავისუფლება ვიგრძენი. ახლა მზად ვარ ახალი რომანისთვის, მაგრამ არავინ მომწონს. და რაც ჩემთვის ყველაზე უცნაურია, სექსი საერთოდ არ მინდა! მანამდე კი ეს ყველაფერი პირიქით იყო.
კაცთა სექსოლოგიაში აღწერილია შემდეგი ფენომენი: თუ ადამიანი იძულებითი აბსტინენციის პერიოდს იწყებს, ადაპტაციის მექანიზმი ირთვება, რაც საშუალებას არ აძლევს, რომ „აფეთქდეს“.
სხეული სტრესისგან თავისუფლდება იმ სითხის გამოყოფით, რაც ორგანიზმიდან ხდება.
თავის შეკავებით კი დროთა განმავლობაში სათესლე ჯირკვლები ტონუსში აღარაა და ითრგუნება. ასევე თანდათან ხდება ლტოლვის გაქრობაც.
ეს ყველაფერი კი გრძელდება იქამდე, ვიდრე შესაძლებელი იქნება მოთხოვნილების რეგულარულად დაკმაყოფილება. სექსუალური აბსტინენციის დროს, ქალებშიც სწორედ მსგავსი რამ ხდება.
თუმცა, მართალია რომ არსებობს კვლევები, სადაც ითქვა: ძლიერი ემოციური სტრესი, ფსიქოლოგიური ტრავმა, ქრონიკული სტრესი, ქალის დაავადებების თანმდევი ხდება ხოლმე. მენსტრუალური დარღვევებით დაწყებული, ონკოლოგიით დამთავრებული.
ამასთან, ექიმების დაკვირვების თანახმად, მხოლოდ ის ადამიანები კი არ ავადდებიან, ვინც თავს იკავებს, არამედ ის ქალებიც, რომლებიც ფსიქოლოგიურად ვერ კმაყოფილდებიან.
ფსიქოლოგი ირინა მალკინა, ქალთა ხანგრძლივი აბსტინენციის შედეგებს გვაცნობს:
ყოველთვიური ციკლის მანძილზე, ჰორმონები გავლენას ახდენს ქალის ინსტინქტურ ქცევაზე, რაც სხვადასხვა ფორმით ვლინდება.
თუ ჰორმონების მიერ გამოწვეული მოთხოვნილებები - მაგალითად როგორიცაა ზრუნვა, სიყვარული - არ კმაყოფილდება, მაშინ შესაძლოა ქალი დაძაბული იყოს. რაც ჰორმონალურ ბალანსზე უარყოფითად აისახება. ეს თავის მხრივ, გავლენას მოახდენს ემოციურ ცხოვრებაზეც.
”ენდორფინები და ოქსიტოცინი წარმოიქმნება როგორც სქესობრივი კავშირის დროს, აგრეთვე მასტურბაციის დროსაც” - ამბობს ევგენი კულგავჩუკი.
თუ ეროტიულ დაძაბულობასთან გამკლავება ისწავლეთ (მასტურბაციით, ან ფიზიკური ვარჯიშების დახმარებით), ნუ დაივიწყებთ, რომ პარტნიორიც აუცილებელია და ძიებას ნუ შეწყვეტთ.