არ გაუღოთ გულის კარი მას, ვინც არასდროს იბრძოლებს თქვენთვის - Marao

არ გაუღოთ გულის კარი მას, ვინც არასდროს იბრძოლებს თქვენთვის

2021-01-31 09:51:23+04:00


იცოდეთ, რომ ურთიერთობებში საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება საკმაოდ ნორმალურია.

ვფიქრობ, ყველას აქვს გამოვლილი ის მომენტი, როცა შეხვდები ადამიანს და თვლი, რომ შეგეფერება, თუმცა საბოლოოდ რწმუნდები, რომ ეს ასე არ არის. შესაძლოა ჩვენვე ვართ დამნაშავე ამაში, ვინაიდან ვერ ვნახეთ საგანგაშო ნიშნები. ყველაზე მტკივნეული კი გულგრილობაა.

Zoe Breakup GIF by wtFOCK - Find & Share on GIPHY

ურთიერთობა კონფლიქტის გარეშე არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს იდეალური ურთიერთობები. ნებისმიერი კავშირი თავისებურ პრობლემებს წარმოქმნის, თუმცა დასაფასებელია ის, თუ როგორ ცდილობს ორივე ადამიანი ურთიერთობის დალაგებას და დათმობებზე წასვლას ერთმანეთის პატივისცემით.

Let Go Break Up GIF - LetGo BreakUp Relationships - Discover ...

  • თუკი თქვენი პარტნიორი გაურბის პრობლემებს და კონფლიქტის ნიშნებს, ამაში კი ცდილობს, თქვენი ცუდი ხასიათი ან გარემო პირობები მოიმიზეზოს, იცოდეთ, რომ ასეთი ადამიანი თქვენ გამო არ იბრძოლებს. დაფიქრდით, რაში გჭირდებათ ამ პიროვნების პატივისცემა?

Breaking up heartbreak heartache GIF on GIFER - by Balladothris

  • ზოგიერთი ადამიანი შეგნებულად ირჩევს მსხვერპლის მენტალიტეტს. ისინი საკმაოდ სუსტები არიან იმისათვის, რომ სირთულეებს თვალებში ჩახედონ. ხშირად ითხოვენ პატიებას იმისათვის, რომ ტკივილი მოგაყენეს, თუმცა არასდროს ფიქრობენ მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან აცილებაზე. გახსოვდეთ, ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან მძიმე და რთულია.

Heartbreak love the way you lie music GIF - Find on GIFER

  • ადრე თუ გვიან ყოველი ჩვენგანი იძულებულია ჩამოყალიბდეს, რა მოსწონს პარტნიორსა და ურთიერთობებში. მთავარია, ორივემ მხარდაჭერა გამოუცხადოს ერთმანეთს, იყვნენ ერთმანეთის გვერდით რთულ მომენტებში. თუკი ხედავთ, რომ თქვენთვის არ იბრძვის, ეს სწორედ მასთან ურთიერთობის დასრულების მანიშნებელია. გამოდის, რომ ის არ თვლის თქვენ გამო საკუთარი ძალისხმევის დემონსტრირებას.

Jack and jack shawn mendes GIF on GIFER - by Gulabar

  • იცოდეთ, რომ ურთიერთობებში საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება სრულიად ნორმალურია, თუმცა ეგოიზმს შორის დიდი განსხვავებაა. უნდა ეცადოთ, მუდამ განვითარდეთ და საკუთარი თავი უკეთესი გახადოთ, ვიდრე იყავით. არ უნდა იყოთ დამოკიდებული პარტნიორზე. ამით თქვენ გამოავლენთ ყურადღებასა და სიყვარულს საკუთარი თავისადმი, აღიარებთ თქვენს ღირებულებებს და შესაბამისად განეწყობით პარტნიორისადმიც.

The Vampire Diaries Black And White Caroline Forbes Tyler Lockwood ...

  • საკუთარი გულის კარის გაღებისას ფხიზლად იყავით. დააკვირდით საგანგაშო ნიშნებს. არ დაგავიწყდეთ, რომ დაიმსახურეთ საუკეთესო, თქვენთვის უნდა იბრძოლონ და უნდა მოგიფრთხილდნენ.
Lonely pain hurt GIF - Find on GIFER

წყარო:cluber