ფსიქო

აუცილებლად წასაკითხი ქალებისთვის: რატომ უნდა დააიგნოროთ საყვარელი მამაკაცი!

აუცილებლად წასაკითხი ქალებისთვის: რატომ უნდა დააიგნოროთ საყვარელი მამაკაცი!
როგორ უნდა მოიქცეს ქალი, თუ სურს, რომ საყვარელი მამაკაცი ყოველთვის გვერდით ჰყავდეს? ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ჰიპერმზრუნველობა და გამუდმებული სიახლოვე ურთიერთობას ანგრევს და მამაკაცს მარტოობისკენ უბიძგებს.

რატომ ხდება ასე და როგორ გადავარჩინოთ ურთიერთობა?

როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, გაცილებით მყარი და ხანგრძლივია ის ურთიერთობა, რომელშიც ქალები მამაკაცს თავისუფლებას აძლევენ. ამ დროს მამაკაცი საყვარელ ქალს მტკიცედ უკავშირდება, რადგან მისი დაკარგვის შიში და რაც მთავარია, სიყვარული უჩნდება.

რატომაა, რომ ბევრი მამაკაცი თავს არიდებს ურთიერთობებს? ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე ქალები ამჩნევენ, რომ რაღაც
ისე აღარაა და მამაკაცის ინტერესი მათ მიმართ იკლებს. პირველი, რისი გაკეთების სურვილიც ქალებს უჩნდებათ, არის ის, რომ გაარკვიონ, რა ხდება. თუ ამ დროს მამაკაცი ყველაფერს უარყოფს, მაგრამ მაინც ძველებურად უყურადღებოდ მოქცევას აგრძელებს, დროა, იმოქმედოთ.

და აი, რას გვირჩევენ თავად მამაკაცები: ასეთ სიტუაციაში ქალმა აუცილებლად უნდა დამალოს მამაკაცზე თავისი მიჯაჭვულობა და არ მიაქციოს ყურადღება, რამდენადაც ეს შესაძლებელია. შესაძლოა, სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ პრაქტიკაში ქალურ ეშმაკობებზე კარგად მუშაობს.
თუ პარტნიორს დაშორების ილუზიას შეუქმნით, თავს მოანატრებთ და თქვენს სამომავლო ურთიერთობის გაგრძელებას ეჭვქვეშ დააყენებთ, ის მაშინვე იმაზე დაფიქრდება, რომ შესაძლოა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნია - თქვენ! გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93