ურთიერთობის მესამე ეტაპი არის გიყვარდეს და აფასებდე პარტნიორს ისეთს, როგორიც არის, დიდი ხანია აღარ ელოდებით პრინცს თეთრ რაშზე ამხედრებულს და გიყვართ ის ადამიანი რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად გაყვარებთ თავს.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ ყველას უნდა წრფელი და მარადიული სიყვარული, თუმცა ზოგჯერ განქორწინებით სრულდება ქორწინება. ფსიქოლოგების დასკვნით ადამიანები არასწორი მიმართულებით ეძებენ ახალ სიყვარულს, არ ესმით რა ეტაპებს გადის გრძნობები და ვერ იაზრებენ იმას, რომ მესამე ეტაპი არა დასასრული არამედ სიყვარულის უმაღლესი ფორმის ახალი საწყისია, რომელიც ყველაზე წრფელია და სამუდამოა.
ეტაპი #1: შეყვარებულობა
- საკმაოდ რომანტიკულად ჟღერს, თუმცა შეყვარებულობის ეტაპი ერთგვარი სატყუარა რომელიც ადამიანს აკარგვინებს რეალობის აღქმის უნარს, მასში მატულობს დადებითი ჰორმონები როგორიცაა დოფამინი, ოქსიტოცინი, სეროტონინი, ტესტოსტერონი და ესტროგენი, ყველა იმედი და ოცნება საყვარელ ადამიანს უკავშირდება, როცა გვიყვარს გვგონია სამუდამოდ გაგრძელდება ეს. როგორც ჯორჯ ბერნარდ შოუ ამტკიცებდა: "როცა ორი ადამიანი ძლიერი ემოციების ქვეშ არის, ისინი ვალდებული არიან შეფიცონ ერთმანეთს რომ მუდამ ასეთ ემოციებში და გრძნობებში იქნებიან ერთმანეთისადმი ვიდრე სიკვდილი არ დააშორებთ."
ეტაპი #2: ქორწინება
- მეორე ეტაპი სიყვარულის განმტკიცებაა, პარტნიორები ერთიანდებიდან, დგება ბედნიერი დრო როცა ქორწინებას შვილები მოყვება და ერთად აღზრდაში ერთვებიან, ეს ის დროა როცა უკვე პეპლები აღარ დაფრინავენ მუცელში, სიყვარული მტკიცე და მყარია, გულში სიმშვიდე სუფევს და გგონიათ სიყვარულის კენწეროში იმყოფებით, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება, ამიტომ მესამე ეტაპი მოულოდნელობით დაგატყდებათ თავზე.
ეტაპი #3: ილუზიების დამსხვრევა
- მესამე ეტაპზე ურთიერთობაში აღმოაჩენთ რომ ადამიანი რომელიც გიყვართ სინამდვილეში სხვანაირია, იცვლება დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, უფრო მეტად იკეტებით საკუთარ თავში, შესაძლოა გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემებიც წარმოიშვას, თუმცა როგორც ამბობენ "როცა ჯოჯოხეთს გადიხარ, გაიარე სწრაფად და შეუჩერებლივ". წყვილები რომლებიც ერთმანეთს მიიღებენ ისეთებად როგორებიც არიან მესამე ეტაპს წარმატებულად გაივლიან რაც მტკიცე და სამუდამო სიყვარულის გარანტი ხდება.
ეტაპი #4: ხანგრძლივი და ნამდვილი ურთიერთობების შექმნა
- ისინი ვინც წარმატებით გაივლის მესამე ეტაპს, მეოთხე ეტაპზე უხვად დაჯილდოვდებიან, ისწავლიან პრობლემებისადმი ერთ გუნდად გამკლავებას, გადალახავენ ყველანაირ წინაღობას რომელსაც ურთიერთობები უმზადებთ, არაფერია იმაზე საუკეთესო უყვარდე პარტნიორს ისეთი როგორიც ხარ, შენი პლიუსებითა და მინუსებით, გატაცებებითა და ახირებებით. მოსიყვარულე ადამიანისთვის არაფერს არ აქვს გარშემო მნიშვნელობა.
ეტაპი #5: სიყვარულის ძალის გამოყენება
- სამყარო არ არის სრულყოფილი და ეს სიახლე არავისთვის არ არის ნამდვილად, თუმცა პრობლემისადმი ჯანსაღი გონებით მიდგომა ბევრ რამეს ცვლის, წყვილმა, რომელმაც ერთად ისწავლა წინაღობების გადალახვა ოქროს მედლით დაჯილდოვდება, რაც ნიშნავს სულიერ სიმშვიდეს, სიმსუბუქეს და ბედნიერებას. ასე კი ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა ბევრად გამარტივდება. ისწავლეთ პარტნიორის მოსმენა, მისი ქმედებების დანახვა. ყველა წყვილს შეუძლია თავისი ოჯახით სამყარო უკეთესი გახადოს, როგორ? რა თქმა უნდა სიყვარულის ძალის გამოყენებით!
წყარო: cluber