სასიამოვნო და დადებითი ატმოსფეროს შექმნა ტოქსიკურ და მავნებელ შინაგან ხმას ჩაახშოს, ამიტომ უმჯობესია საკუთარი პრობლემები თვითშეფასების ამაღლებით, საკუთარ თავთან პოზიტიურად საუბრით და შექებით დაძლიოთ.
აწარმოეთ დღიური
- დღიურის წარმოება საკმაოდ კარგი მეთოდია ნეგატიური აზრების ჩასახშობად, შესაძლოა ჩაწერილი ტექსტების რაოდენობაში კარგი ამბები ნაკლები დოზით იყოს, თუმცა ეს კონცენტრაციისთვის საუკეთესო მეთოდია, რაც საბოლოოდ საკუთარი თავისადმი სიყვარულითა და სიკეთით განგაწყობთ. პოზიტიური შეხედულებები ნეგატიურ მოვლენებზე მოგცემთ უარყოფითი ენერგეტიკის ჩახშობის საშუალებას.
გაათავისუფლეთ შინაგანი დიალოგი სიტყვით „უნდა გააკეთო“
- შეცვალეთ მკაცრი მიდგომა საკუთარი თავისადმი ფრაზით „მე ვიღებ გადაწყვეტილებას“, ეს ფრაზა დანაშაულის გრძნობას თავიდან აგარიდებთ, თუნდაც დილით მაღვიძარა რომ დააყენოთ იმ მიზნით რომ „დილით უნდა ვივარჯიშო“ უმჯობესია გქონდეთ მიდგომა „მე მივიღე გადაწყვეტილება რომ დილით ადრე გავიღვიძო სავარჯიშოდ“. საკმარისია საკუთარი თავისადმი მკაცრი მოთხოვნების წაყენება.
გაიღიმეთ
- ღიმილით საქმისადმი მიდგომა აღიარებულია რომ პროცესს ბევრად ამარტივებს და შედარებით მარტივად მისაღწევს ხდის, თუნცა მარათონში გარბენა თუკი დაღლილი და მოღუშული სახით გიწევთ, დიდი ალბათობით რამდენიმე წუთში გაჩერდებით და ხელს ჩაიქნევთ, სცადეთ გაიღიმოთ და ისე ირბინოთ, ეს ნახავთ როგორ მოგანიჭებთ მეტ ენერგიას იმისათვის რომ ფინიშამდე მალე და დიდი ენთუზიაზმით მიხვიდეთ.
მიეჩვიეთ საკუთარი თავისთვის „კის“ და სხვებისთვის „არას“ თქმას
- შეეცადეთ საკუთარი ინტერესების წინა ფლანგზე დაყენებას, თქვენი თავისთვის „კის“ თქმა ნიშნავს იმას რომ იძულებული გახდებით ახლობლების ინტერესები უკან მოიტოვოთ და მათ „არა“ უთხრათ, თუმცა გეტყვით რომ ეს ბევრად უკეთეს შედეგს მოგცემთ ვიდრე იძულებითა და ხათრით ნათქვამი „კი“ ახლობლებისთვის, რომლებიც დიდი ალბათობით მაინც გაგვიცრუვებენ იმედს და გვატკენენ გულს.
მიიღეთ ის მოცემულობა რომ არ ვართ ვალდებულები ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს
- სულაც არ არის სამწუხარო ის ფაქტი ყველა გარშემომყოფს რომ არ უყვარხართ, ადამიანები თავიანთი ხასიათებით არ უნდა ცდილობდეს საკუთარი თავის იდეალურად წარმოჩენას, მთავარი არ არის ის თუ ვინ რას ფიქრობს თქვენზე, მთავარია თქვენ რას ფიქრობთ და როგორ გრძნობთ თავს საკუთარ თავთან დიალოგისას.
ჰკითხეთ საკუთარ თავს რამდენად კარგად იქნებით გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
- ნებისმიერი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება იმ პოზიციით უნდა განიხილოთ თუ შემდეგ როგორ იქნებით, მაგალითად უნდა შეხვდეთ ძველ მეგობარს თუმცა იცით რომ არცერთს არ წაადგება ეს დრო რომელიც ერთად უნდა გაატაროთ საღამოს თუნცა რამდენიმე წუთით, დაფიქრდით გიღირთ დროის დაკარგვა არაფრის მომცემ შეხვედრაზე ადამიანთან რომელთანაც ზრდილობის გამო არ იტყვით მის ნახვაზე უარს? ასეთი მიდგომით საკუთარ თავს ერთი ნაბიჯით წინ გადაადგმევინებთ ნაბიჯს ჩამორჩენისა და უკან სვლის სანაცვლოდ.
დაისახეთ მიზნები და აღნიშნეთ მიღწევები
- დაისახეთ პატარ-პატარა მიზნები და აღნიშნეთ მიღწევები, თუკი არ გამოგივიდათ არ დატუქსოთ საკუთარი თავი და მიუდექით მსუბუქად, ასე ხდება ხოლმე და ეს ცხოვრებაა, ზოგჯერ მივაღწევთ დასახულ მიზანს, ზოგჯერ კი დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება.
ისწავლეთ დროულად წასვლა
- არცერთი წუთით არ უნდა გაჩერდეთ იმ ადამიანთან რომელიც უპატივცემულოდ გეპყრობათ, მართალია მარტივი არ არის, თუმცა საკუთარ თავს პირველ რიგში თქვენ უნდა სცეთ პატივი, ეს არის წრე რომელიც ერთმანეთზე ჯაჭვურად არის გადაბმული, თქვენ იმსახურებთ სიყვარულს და პატივისცემას.
წყარო: cluber