როგორც წესი, ქალებსა და მამაკაცებს მიმოწერისადმი განსხვავებული მიდგომა აქვთ. ასე რომ, თქვენ აღარ უნდა გაიკვირვოთ ის, რომ მან რამეს არ უპასუხა!
1. არ არის საჭირო ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება:
ერთი მხრივ - ქათმის ნაჭერის მირთმევა, მეორე მხრივ კი მასთან მიმოწერა. დამშვიდდით, არაფერი მოხდება, თუ მას მესიჯს ნახევარი წუთის შემდეგ გაუგზავნით.
2. არ არის საჭირო დაშიფრული კოდების ძებნა მის შეტყობინებებში.
თუ ის გწერთ: „მე ძალიან დაღლილი ვარ, ხუთშაბათს შევხვდეთ“, არ უნდა იფიქროთ, რომ ვინმესთან აქვს პაემანი და რამდენად გულწრფელად მოგწერა, რომ დაიღალა და რატომ დაიღალა საერთოდ...
3. ზოგჯერ ის, ვინც დადებითად გწერს, ბოროტია.
ასე რომ, ნუ შეიყვარებთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ უშეცდომოდ და მიმზიდველად გწერთ. მომდევნო დღეს სავსებით შესაძლებელია, რომ სიუხეშე შენიშნოთ.
4. და პირიქით
ის შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო, მხიარული, ღირსეული, შესანიშნავი მთხრობელი... როცა გწერს „კარგია“ ან „არა“- სავსებით გულწრფელია და იმავეს ფიქრობს, რასაც გეუბნებათ.
5. მას არ სურს, რომ დაუყოვნებლივ უპასუხოს შეტყობინებას.
პასუხი რამდენიმე საათში, არ ნიშნავს, რომ სხვა საქმით არის დაკავებული. „შეიძლება ვერ შეამჩნია, პასუხი დაავიწყდა, დაიღალა“ (იხ. პუნქტი 2 ) - ბევრი ვარიანტია, რომელზე ფიქრითაც თავი არ უნდა შეიწუხოთ.
6. თუ მან არ მოგწერა პირველი პაემნის შემდეგ
მისწერე თავად. თუ ის პიროვნება მოგწონს, არანაირად არ აქვს მნიშვნელობა ვინ გააგრძელებს ურთიერთობას. დიდი ალბათობით, ის არ იფიქრებს იმას, რომ უცნაური, ან შეპყრობილი ხარ. ეს მნიშვნელოვანი პრინციპია. ამ გზით მალევე გავერკვევით და დრო არ დაგვრჩება ზედმეტი მოლოდინებისთვის.
7. როდესაც დიდი ხანია ერთად ხართ
არ აქვს მნიშვნელობა, ის ნაკლები ინტენსივობით გწერთ, თუ არა. მთავარია, რომ ახლოს ხართ რეალურ ცხოვრებაში. თქვენ აღარ გჭირდებათ გაუთავებელი მიმოწერა, რადგან ხშირად ხედავთ ერთმანეთს.
8. არასოდეს დაშორდეთ მიმოწერით
უკეთესია, რომ ზარი განახორციელოთ. ნებისმიერ წერტილსა და არასწორ ნათქვამს შეუძლია, ადამიანი გულის შეტევამდე მიიყვანოს. დიახ, შეიძლება ტელეფონზე იტიროთ, მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე სიტყვებით ბრძოლა, რომელიც საუკეთესო ურთიერთობებს აფუჭებს.
9. არ არის საჭირო პასუხის გადადება
ეს ორივესთვის დროის კარგვაა. თუ დრო არ გაქვთ წაკითხვისთვის და პასუხის გასაცემად, არ უპასუხოთ. თუ არა და წაიკითხეთ დაუყოვნებლივ, არ გჭირდებათ ლოდინი.
10. მან ნამდვილად მიიღო თქვენი მესიჯი.
ხედავთ, რომ შეტყობინება მივიდა? ეს იმას ნიშნავს, რომ ასეც არის, ტელეფონი არ მოგატყუებთ. ზედმეტი კითხვების გაჩენა უარესია. გათავისუფლდით ეჭვებისგან და ეცადეთ, რომ გონება ცუდი ფიქრებისგან გაითავისუფლოთ.
წყარო: Cosmopolitan