ჩვევა ადამიანის მეორე ბუნებაა. ჩვევებს ძლიერი გავლენა აქვთ ჩვენზე, იმდენად ძლიერი, რომ ცხოვრების სტილს მთლიანად განსაზღვრავენ. სულ რამდენიმე ჩვევის გამო ცხოვრება რთულდება ან მარტივდება.
აი, ის 7 ჩვევა, რომლებიც ბედნიერების გზაზე დაბრკოლება ხდება ჩვენთვის. მათგან გათავისუფლება ახალი ენერგიით აგავსებთ.
1. სრულყოფილებისაკენ სწრაფვა
ეს არის პერფექციონისტების სინდრომი. ასეთ ადამიანს მოდუნება და ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღება იმ მარტივი მიზეზის გამო არ შეუძლია, რომ იდეალურობის ილუზიით იტანჯება. მისთვის არა მხოლოდ მიზანი უნდა იყოს უბადლო, არამედ თავად გზები და საშუალებები, რომლებითაც ამ მიზანს უახლოვდება. იგი მაქსიმალისტია და სწორედ ამიტომ ცხოვრებაში მისთვის ყველაფერი რთულია, რადგან ბედნიერებას მხოლოდ იდეალური შედეგი ანიჭებს, მაშინ, როცა იდეალურობა ჩვენს რეალობაში შედარებითია. შესაბამისად, არც თვითონ არის ბედნიერების მიზეზებით განებივრებული. ყოველთვის მოიძებნება პერფექციონისტისთვის ვინმე, ვინც ცოტათი უკეთესია მასზე - სახლით, სამსახურით, ოჯახით, ვარცხნილობით. ბედნიერების მომენტები ასეთი ადამიანისათვის წამიერი და წარმავალია. მაგალითად, მან თავისი აზრით მიიღო იდეალური შედეგი, მერე კი აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც ამას უკეთ გააკეთებს.
2. ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანებთან ურთიერთობა
ადამიანი სოციალური არსებაა. ჩვენ არ შეგვიძლია თავის იზოლირება და განდეგილივით ცხოვრება, არც გარშემომყოფთა აზრების სრული იგნორირება. ადამიანური კავშირები ჩვენზე უზარმაზარ გავლენას ახდენს. შეუძლებელია თავი ბედნიერად იგრძნო, როცა შენ ირგვლივ მუდმივად იმეორებენ, რომ ცხოვრება - ეს საშინელი, სასტიკი და უსამართლო რამეა. ზოგიერთ ადამიანს ასეთი დამოკიდებულება აქვს ყველასა და ყველაფრისადმი. მსგავს თანამოსაუბრეს უმჯობესია გაერიდოთ და განდევნოთ ეს ნეგატიური ინფორმაციული ხმაური თქვენი ტერიტორიიდან. თუ თქვენი შინაგანი ხმა თავად აკეთებს ამ განცხადებებს, მოგიწევთ სერიოზულად იმუშაოთ საკუთარ თავზე.
3. აწმყოს იგნორირება
ხშირად ჩაგვითრებს ხოლმე ნეგატიური ფიქრები წარსულზე - სინანული, ტრავმები ან ძალიან მოუსვენრად ვგრძნობთ თავს მომავლის გამო, რადგან მისი შიში გვაქვს. ამ დროს კი გვავიწყდება, რომ ჩვენ ვარსებობთ აქ და ახლა. ეს წამებიც ისეთივე ძვირფასია, როგორც თავად ცხოვრება. მათ სათანადო გაფრთხილება და მოვლა სჭირდება. წარსულზე ან მომავალზე მუდმივი კონცენტრირებით ვკარგავთ აწმყოს შეგრძნებას, ადგილიც კი არ გვრჩება პოზიტივისთვის. გვაწვალებს ფიქრი იმაზე, რომ რაღაც არ გამოგვივიდა, თუ რატომ უარგვყვეს, რატომ არ გავაკეთეთ რაღაც სწორად; გვახსენდება ძველი წყენები, წარუმატებლობები - ყველაფერი ეს ლუკმა-ლუკმა გვაცლის იმ ბედნიერებას ხელიდან, რომელიც დღეს ჩვენთვის იყო განკუთვნილი. უსიამოვნებები ვიგლოვეთ, გავაანალიზეთ, დასკვნები გავაკეთეთ. ამის შემდეგ კი აუცილებელია წინსვლა. არაა საჭირო გამუდმებით ერთი ადგილი ტკეპნო. გაგრძელება