ფსიქო

იმედია, არ უყურებთ საკუთარ თავს მათი თვალებით, ვინც პატივს არ გცემთ

იმედია, არ უყურებთ საკუთარ თავს მათი თვალებით, ვინც პატივს არ გცემთ
  1. არ დარჩეთ იქ, სადაც გრძნობთ, რომ არ უყვარხართ, არ ხართ სასურველი და საკმარისად კარგი.
  2. იმედია, ასე არ იქცევით და არ უყურებთ საკუთარ თავს მათი თვალებით, ვინც პატივს არ გცემთ და არ გაფასებთ, საკუთარ თავში ღირებულ თვისებებს ხედავთ და არ გრძნობთ თავს უსარგებლოდ.
  3. იმედია, არასდროს გეპარებათ ეჭვი იმაში, რომ მნიშვნელოვანი ხართ, კეთილი და მიმზიდველი.
  4. იმედია, არ აკრიტიკებთ საკუთარ თავს იმიტომ, რომ ვერ აკეთებთ რაღაცას ისე, როგორც სხვა.
  5. იმედია, არ დაუშვებთ, თქვენი თავდაჯერებულობა და ადეკვატური თვითშეფასება ვინმემ
    დაამსხვრიოს. იმედია, გახსოვთ, როგორ დახარჯეთ დრო, თვეები, წლები საკუთარ თავზე მუშაობაში. თქვენ განუმეორებელი ხართ და უამრავ მწვერვალს დაიპყრობთ, თქვენით კი ვიღაც მუდამ უკმაყოფილო დარჩება, გაგაკრიტიკებენ, დაგცინებენ, შეეცდებიან თქვენ გაუფასურებას.
  6. ისწავლეთ ბოლოს და ბოლოს მათგან წამოსვლა, ვინც არ გაფასებთ. სასწრაფოდ დაემშვიდობეთ მათ, ვინც პატივს არ გცემთ და უკანმოუხედავად გაეცალეთ!
  7. იმედია, არ გიწევთ იმის კეთება, რაც არ მოგწონთ. არ გააკეთოთ ის, რაც თქვენს მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და შინაგან დისკომფორტს გიქმნით. ნუ აძლევთ სხვებს თქვენი მანიპულირების საშუალებას.
  8. იმედია, არ რთავთ ნებას სხვებს, ჩაერიონ თქვენს ცხოვრებაში, მოგცენ მითითებები. მოუსმინეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციასა და გულს.
  9. ადამიანების უმეტესობა ვერასდროს გაიგებს თქვენს არჩევანს და თქვენ თვითონ ვერ გაგიგებთ. მათ არ იციან, როგორ ფეხსაცმელში გიწევდათ სიარული, საიდან მოდიხართ და საით მიემართებით. ისინი ვერ გაიგებენ, რა გტკივათ, რა გაწუხებთ და რას გრძნობთ. ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენით.
  10. იმედია, არ იციკლებით თქვენს შეცდომებსა და იმედგაცრუებებზე. ეს არის თქვენი ცხოვრება, ვერასდროს გათვლით რა მოხდება ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმისას. ნუ მოუსმენთ ყველას "სასარგებლო" რჩევებს.
  11. ზოგჯერ არასწორი გადაწყვეტილება სწორ შედეგამდე მიდის, შეცდომები - ცხოვრების აუცილებლობაა, იმის დასანახად რომ სამყაროში მხოლოდ სიკეთე არ არსებობს.
  12. იმედია, იმდენად ძლიერი და თამამი გახდით, რომ უბრალოდ ადგებით და ეტყვით "ნახვამდის" ნებისმიერ სიტუაციას თუ ადამიანს, რომელიც ტკივილს გაყენებთ, ხელს გიშლით განვითარებასა და წინსვლაში.
  13. შესაძლოა კიდევ ბევრი სიახლე გელოდებათ ცხოვრებაში, ბევრ საინტერესო გაკვეთილს გასწავლით ცხოვრება. მთავარია, საკუთარ თავს მოუსმინოთ და არ შეხედოთ თქვენს თავს სხვისი "სათვალეებიდან".
  14. თქვენ იმსახურებთ საუკეთესოს, სიყვარულს და პატივისცემას, სითბოს და მზრუნველობას. ამიტომ ნუ უსმენთ სხვებს, დაემშვიდობეთ და გაემართეთ იქით, საითაც გსურთ წასვლა.
Game Night - Smile GIF by MikeyMo | Gfycat
წყარო: cluber
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93