ხშირ შემთხვევაში ჩვენი ყველაზე ბოროტი კრიტიკოსი ჩვენ თვითონვე ვართ.
"თქვენ შეგიძლიათ ჩამონგრეულ კედელზე კონცენტრირდეთ, რომელიც გზას გიღობავთ ან იმის ცდებზე, თუ როგორ შემოუაროთ გვერდიდან და აცოცდეთ ნანგრევებზე" - ტიმ კუკი.
როცა სიღრმეში ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი შინაგანი, სულიერი სახლი წმენდას საჭიროებს.
გაეცანით 12 მეთოდს, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ საკუთარი თავის გაზრდასა და განვითარებას სულიერ ასპექტში.
1. ჩვენ არ უნდა შევზღუდოთ საკუთარი თავები
- ზოგადად, არ არსებობს იმაზე დიდი შეზღუდვები, რომლებსაც ჩვენ საკუთარ თავებს ვუწესებთ, ვეჯახებით იმას, რაც გვგონია რომ ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. როგორც წესი, კედელი, რომელსაც ჩვენ დაუძლევლად ვთვლით, სინამდვილეში არ არის იმდენად მაღალი, რომ ვერ დავანგრიოთ.
2. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ბიზნესი ან სამსახური არ ვართ
- არაფერი არ გვაკარგვინებს იმაზე მეტად კონტაქტს საკუთარ "მესთან", ვიდრე საკუთარი თავის ასოცირება იმაზე, რასაც ფული მოაქვს ჩვენთვის.
3. არ უნდა ვიყოთ საკუთარი თავის ყველაზე ბოროტი კრიტიკოსები
- ზოგადად, ადამიანი თავისი თავის ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსია. შესაძლოა კრიტიკა ხშირად გამართლებულია და კეთილი მიზნებით არის ეს კრიტიკა გამოწვეული, თუმცა მერწმუნეთ, თვითიდეალურობის მისაღწევად არცთუ ისე საუკეთესო გზა არის ეს.
4. უნდა ვეცადოთ დავძლიოთ შინაგანი მღელვარება
- ხშირად შინაგანად ვშფოთავთ, რისი გამომწვევი მიზეზიც შიშია, თუმცა, როგორ დავძლიოთ შიში? შეეცადეთ, აზროვნება შეცვალოთ კონკრეტულ საკითხზე. სცადეთ და ინტერესი გამოავლინეთ ახალი შეგრძნებებისადმი, შიშის სანაცვლოდ.
5. არ ღირს გარშემო მომხდარის გულთან ახლოს მიტანა
- არ დაგავიწყდეთ, რომ ტკივილს, რომელსაც სხვების სიტყვები და ქმედებები გვაყენებს, ყველაზე მეტად ჩვენ ვამძაფრებთ. არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა და შემდგომ ამაზე დიდხანს ფიქრი. შეხედეთ ზოგიერთ რამეს იუმორით. მიიღეთ კრიტიკა, როგორც საკუთარ თავში ახლის აღმოჩენის შესაძლებლობა.
6. არ ღირს მუდამ დანაშაულის გრძნობით ცხოვრება
- თუკი რაიმე ცუდი დააშავეთ, უმჯობესია გამოისყიდოთ და არა მთელი ცხოვრება დანაშაულის გრძნობით იცხოვროთ, ვინაიდან ეს შეგრძნება შინაგანად არ შეწყვეტს თავის შეხსენებას და მუდამ ერთი ნაბიჯით უკან დაგხევთ ცხოვრების გაგრძელებაში. დაიმახსოვრეთ, არავინ არის სრულყოფილი!
7. არ ღირს თვითგვემა
- თუკი რაიმეს ვერ ასწრებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოთ ყველაფერში. არც ყველაფრის გადადებაა მიზანშეწონილი, ვინაიდან როგორც კი ვადებში ვეღარ ეტევით, იწყებთ ნაჩქარევად საქმის მიფუჩეჩებას, რაც სასურველ შედეგამდე საკმარისად შორს არის.
8. უნდა მიმოვიხედოთ გარშემო, როგორი ადამიანების გარემოცვაში ვართ
- ყველა ადამიანი ღრუბელივითაა, მსუბუქად ისრუტავს გარშემომყოფი ადამიანების ენერგიას, ეს იქნება პოზიტიური თუ ნეგატიური. თუკი თვლით, რომ ადამიანი ღუზაა, რომელიც ერთ ადგილზე გვაკავებს, სასწრაფოდ ჩამოსცილდით მას. ის თქვენი ცხოვრების დინებას აფერხებს.
9. არ გვჭირდება სხვების დასტური
- იმის ნაცვლად, რომ საკუთარი წარმატებით და წინსვლით დატკბეთ, არ არის მეგობრებისა და ნათესავების შექებისა და დასტურის მიღების დრო. აუცილებლად ეცით თქვენ თვითონ საკუთარ თავს პატივი. გააანალიზეთ, რომ თქვენ თავად სჭირდებით თქვენს თავს. როგორც კი გააანალიზებთ ამას, აუცილებლად მიიღებთ სხვების პატივისცემასაც.
10. არ უნდა ჩაეჭიდოთ წარსულს, გაუშვით
- იმის ნაცვლად, რომ აწმყოთი იცხოვროთ და მომავალში იყუროთ, წარსულს ებღაუჭებით, ნეგატიურ მომენტებს იხსენებთ. ეს გაფერხებთ ცხოვრებაში. დროულად გამოფხიზლდით!
11. არ უნდა მივეჯაჭვოთ ყველაფერს
- ბუდისტები თვლიან, რომ ყველა ტანჯვისა და ბოროტების ფესვი სამყაროში ადამიანებს მიწასთან მიაჯაჭვებს. ზოგადად, ერთი რამისადმი მიჯაჭვულობას არაჯანსაღი დამოკიდებულება იწვევს, ეს იქნება იდეები, ადამიანები, ილუზიები. ამიტომ უნდა დაფიქრდეთ, სინამდვილეში რამდენად ღირს ამ ყველაფერზე დამოკიდებულება და რამდენად მნიშვნელოვანია დროული განშორება.
12. აუცილებელია თავიდან მოიცილოთ ის ჩვევები, რომლებიც ძირითადს გვაშორებს
- ჩვენ მარტივად ვკარგავთ კონცენტრაციას იმ დეტალებისადმი, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და იმ დეტალებზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც უმნიშვნელოა. ნორმალური არსებობისთვის აუცილებელია დასვენებაც, გართობაც, თუმცა ყველაფერი ზომიერად.
წყარო: cluber