ფსიქო

როგორ გადავიტანოთ ზამთარი: 7 ხრიკი ცუდ ამინდებში განწყობის ასამაღლებლად

როგორ გადავიტანოთ ზამთარი: 7 ხრიკი ცუდ ამინდებში განწყობის ასამაღლებლად
თუკი თქვენი სახიდან ღიმილი გარეთ ჰაერის ტემპერატურის ვარდნისთანავე ქრება, შესაძლოა საქმე მხოლოდ განწყობაში არ არის. სეზონური აფექტური აშლილობა - ეს არის რეაქცია მზის სხივების შემცირების ნაკლებობაზე, რომელიც ჩრდილოეთის ქვეყნის მცხოვრებლების 5%-ში აღინიშნება, ყველაზე ხშირად კი - ქალბატონებში. ძალების დეფიციტი, ცუდი განწყობა - ამაში სასიამოვნო, რა თქმა უნდა, არაფერია. იმისათვის, რომ ამინდმა ხასიათზე გავლენა არ იქონიოს, გაითვალისწინეთ რამდენიმე მეთოდი: 

1. გაისეირნეთ მზიან ამინდში

  • თუკი არ გიყვართ ზამთარი, ესე იგი, ვერასოდეს შეიყვარებთ. შეარჩიეთ დღე, როცა მზე განსაკუთრებულად კარგად
    ანათებს და აირეკლება თოვლზეც. დაიწყეთ D ვიტამინის კურსი და სულ მალე იგრძნობთ თავს ბევრად უკეთ.

Walking Field GIF by The Orchard Films - Find & Share on GIPHY

2. მოუმატე სინათლეს

  • ბნელი ზამთრი საღამოები სეროტონინის წარმოქმნას უშლის ხელს. შეიძინეთ ლურჯი ნათების ლამფა, რომელიც სწორი ჰორმონების გამომუშავებაში დაგეხმარებათ. არ ჩამოაფაროთ ფარდები საჭიროების გარეშე. ხშირად იყურეთ ფანჯარაში დღის სინათლის პერიოდში და არ დაგავიწყდეთ თანდათანობით მოუკლოთ სინათლის რაოდენობას ძილის წინ იმისათვის, რომ არ დაირღვეს ცირკადული რიტმები და არ გამოიწვიოს უძილობა.

Room - animated gif #1423286 by korshun on Favim.com

3. მეტი იმოძრავეთ

  • დიახ, შეიძლება არ გინდათ, მაგრამ ასე უფრო მარტივად მიაღწევთ გაზაფხულამდე. საკმარისია უბრალოდ გაისეირნოთ გარეთ და ცუდი აზრები გააძევოთ გონებიდან, ხოლო სახლში ვარჯიშით დაკავდეთ.

Nikki Deloach No GIF by Hallmark Channel - Find & Share on GIPHY

4. დააკვირდით, რას მიირთმევთ

  • ბედნიერების ერთი საიდუმლო ჩანგლის წვერზე იმალება. ადამიანები, რომლებიც დეპრესიას და უამინდობით გამოწვეულ სეზონურ აშლილობას ებრძვიან, ხშირად უფრო მეტ ნახშირწყალს და შაქარს იღებენ, რომლებსაც არასასურველი შედეგი აქვს. გაიხედეთ ბოსტნეულის, სალათების და მარცვლეულების მხარეს.

Trending GIF happy girl excited eating chocolate yummy breakfast pancakes  lbb nurseryrhymes littlebabybum in 2020 | Breakfast dessert, Yummy  breakfast, Eat breakfast

5. დალიეთ გვირილის ჩაი

  • ბებიის რჩევა, თუმცა ეფექტურად მუშაობს! უახლესმა კვლევებმა დაადასტურა, რომ გვირილის ექსტრაქტს შეუძლია შინაგანი მღელვარების სიმპტომები შეამციროს.

aos-s4e2-daisy-drinking-tea – Project Fandom

6. გამოსცადეთ სიახლე

  • საუკეთესოა ზამთრის სპორტი: ციგურები, თხილამურები, სნოუბორდი. ეს ცივი სეზონის გადალახვაში დაგეხმარებათ საკმაოდ მხიარულად.

Ski Tow GIFs - Get the best GIF on GIPHY

7. შეცვალეთ გარშემო არსებული გარემო

  • მართალია, ამინდს ვერ შეცვლით, მაგრამ კედლები შეგიძლიათ თამამად გადაღებოთ ღია ფერში, იყიდოთ მკვეთრი ბალიშისპირები, კედელზე მხიარული სურათი დაკიდოთ, ხოლო ტელეფონის გარეკანზე ზაფხულის სანაპირო და მზიანი ამინდის ფოტო დააყენოთ. ეს წვრილმანი დეტალი განწყობის ამაღლებას უზრუნველყოფს.

Pintando AParede Painting The Walls GIF - PintandoAParede Pintando  PaintingTheWalls - Discover & Share GIFs

წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93