5 მთავარი ნიშანი იმისა, რომ თქვენ გვერდით მოთამაშე კაცია! - Marao

5 მთავარი ნიშანი იმისა, რომ თქვენ გვერდით მოთამაშე კაცია!

2020-11-19 08:46:52+04:00


ის ვითომ ზრუნავს თქვენზე, მაგრამ რეალურად თქვენი ემოციებით თამაშობს.

როგორი ტიპის მამაკაცებს უწოდებენ „მოთამაშეს“? ამ ტერმინს მრავალი განმარტება აქვს, მაგრამ ზოგი მათგანი მუდმივი და უცვლელია.

მოთამაშე არის ნებისმიერი ბიჭი, რომელიც ვითომ ზრუნავს თქვენზე, მაგრამ სინამდვილეში თამაშობს თქვენი ემოციებით - ჩვეულებრივ, იმ მიზნით, რომ საწოლში შეგათრიოთ.

თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ახლა ვიქტორიანული ეპოქა არ არის და თანამედროვე ადამიანების უმეტესობა სექსში, როგორც წესი, ცუდს ვერაფერს ხედავს. საკითხი სულ სხვაგვარია.

თქვენ შეიძლება ვერ ამჩნევდეთ ტყუილებს, ნიღაბს, რომელიც ამ საკმაოდ ნიჭიერ პერსონაჟში იმალება.

  • ის ამის დემონსტრირებას თავისი ყველა ქმედებით ახდენს, თქვენ კი უბრალოდ უნდა დააკვირდეთ, რომ ამოიცნოთ. ამგვარი ქმედების გამომწვევი პირველი და უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ისინი ბავშვობაში საერთოდ არ მოსწონდათ. ნებისმიერ პატარა ბიჭს სურს, რომ მიიღოს დედისგან სითბო და სიყვარული.  და იცით რა არის ამაში ცუდი? თუ ის დროულად არ მიიღებს ამ სიყვარულს, მაშინ იგი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ფუჭად დახარჯავს ამაო ცდაში, რომ ის გამოძებნოს, რაც სურს.  დიახ, დიახ, თუ ბავშვობაში საკმარის დედობრივ სიყვარულს ვერ მიიღებს, ამის შემდეგ ამ სიყვარულის მოძებნას დაიწყებს ყველა ქალში, რომელსაც შეხვდება და დროთა განმავლობაში ეს მას მოთამაშედ აქცევს.
  • მეორე მიზეზი, რაც მამაკაცებს მოთამაშედ აქცევს, არის ის, რომ ისინი ხშირად ადვილად არ მწიფდებიან და დიდ ბავშვებად რჩებიან. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანი, რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდათ, იგივე დედიკოს ბიჭუნაა, როგორც ადრე იყო. შესაძლოა, უბრალოდ იქამდე გაიცანით, ვიდრე „თამაშებში“ თავით გადაეშვებოდა.

მაშ ასე, ჩამონათვალი თქვენ წინაშეა:

1. ის მეტისმეტად ბევრი კომპლიმენტით გავსებთ

პირველი ნიშანი იმისა, რომ თქვენი მამაკაცი შეიძლება აზარტული მოთამაშე იყოს, არის ის, რომ თავისი სიტყვების წყალობით ძალიან მომხიბვლელი გეჩვენებათ.

ის ძალიან ქარიზმატულია - ისეთივე ქარიზმატულია, როგორც მეორადი მანქანების გამყიდველი, რომელსაც სურს თქვენი ნდობა დაიმსახუროს, რომ რაიმე სახის გაფუჭებული ნაწარმი გაყიდოს. ის ყველაფერს ზედმეტად ლამაზად გიხატავთ.

2. ის მუდმივად ერიდება კითხვებზე პირდაპირ პასუხის გაცემას

მეორე ნიშანი იმისა, რომ თქვენი მამაკაცი შეიძლება მოთამაშე იყოს.

ყოველთვის, როდესაც ცდილობთ რამეზე გამოიჭიროთ, გაუგებარია, გზიდან როგორ უხვევს. ის თავისი ბინძური საქმეების კვალს არ ტოვებს. ამ ყველაფერს აკეთებს ისე, რომ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ახერხებს.

ერთხელ მაინც მოგცემთ უფლებას, აიღოთ მისი ტელეფონი (რომელიც მუდმივად ჩაკეტილი და პაროლით დაცულია), გნებავთ, თუნდაც რომ გაეცნოთ შეტყობინებებს, რომლებსაც წერს მესენჯერით ან სოციალურ ქსელებში. და ასევე, თუ ის ახლოს არ არის, თქვენ არასდროს იცით, სად არის და ვისთან ერთადაა.

მან იცის, თუ როგორ უნდა დაიძვრინოს თავი თითქმის ნებისმიერი სიტუაციიდან და მისი საბაბი ხშირად თითქმის სრულყოფილია. იმდენად სრულყოფილი, რომ გინდათ დაიჯეროთ ამის, მაშინაც კი, თუ უამრავი საწინააღმდეგო მტკიცებულება გაქვთ.

3. ის დაჟინებით მიილტვის თქვენთან ინტიმური კავშირისკენ

ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იმისა, რომ თქვენ მსგავსი მოთამაშის წინაშე აღმოჩნდით.

კაცი მოთამაშეები მუდმივად გიბიძგებენ, ცდილობენ, რომ მათ საწოლში მოხვდეთ ნებით ან თაღლითური გზით. ზოგჯერ ჩანს, რომ ეს მხოლოდ ერთადერთი რამ არის, რაზეც საერთოდ ფიქრობენ.

თუ ის ჭკვიანია, მაშინ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყოვლისმომცველი ვნება გამოავლინოს - იმდენად ცხელი, რომ, შესაძლოა, მისმა საქციელმა თქვენში საპასუხო სურვილი გააღვიძოს.

მოდით, გულწრფელი იყავით საკუთარ თავთან - როდესაც ბიჭი ფაქტობრივად ვნებითაა შეპყრობილი და ამაზე გაცხარებული საუბრობს, ეს ძალიან ამაღელვებელია. აბა, რომელ გოგონას არ მოსწონს, როდესაც მამაკაცი ეუბნება, რომ მთელ მსოფლიოში მხოლოდ მას სურს დაეუფლოს.

ის ისე მოგეწონებათ და მოგინდებათ, რომ შეიძლება მარტივად დაემორჩილოთ... სავარაუდოდ, ერთად ძალიან კარგად იქნებით, ვიდრე არ გააცნობიერებთ, რომ სექსი არის ერთადერთი რამ, რაც მისგან ოდესმე მიგიღიათ.

დროთა განმავლობაში თქვენ გაიგებთ, რომ მისი გატაცება, რაოდენ „ცხელიც“ უნდა იყოს, მნიშვნელოვნად განსხვავდება თქვენზე ნამდვილად შეყვარებული ადამიანის ვნებისგან. დიახ, მას თქვენ უნდიხართ და თან ძლიერად, მაგრამ არა იმიტომ, რომ მას თქვენთან ერთად მთელი ცხოვრების გატარება სურს. ან ვთქვათ, იმიტომ, რომ აინტერესებს თქვენი შინაგანი სამყარო - მას უბრალოდ სურს, რომ თქვენს ტრუსებში აღმოჩნდეს.

მერწმუნეთ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თქვენი გადაწყვეტილებები მაქსიმალურად იმპულსური და ნაკარნახევი იყოს მხოლოდ მიმდინარე მომენტისთვის (თუნდაც ეს თქვენს დათრობასთან იყოს დაკავშირებული).

4. თქვენ უკვე ექვსი თვეა ერთად ხართ და დღემდე არ იცნობთ მის ოჯახს

მეოთხე ნიშანი იმისა, რომ თქვენი კაცი აზარტული მოთამაშეა, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ექვსი თვის განმავლობაში ხვდებოდით, მას სულაც არ სურს გააცნოს თქვენი თავი მშობლებს და მით უმეტეს, ნათესავებს.

თუ უკვე ექვსი თვეა, რაც ამ ბიჭს ხვდებით და ამავე დროს, დედამისი არ გინახავთ, თუმცა ის ცოცხალია და დედამიწის მეორე მხარეს არ ცხოვრობს, მაშინ უკვე უნდა დაფიქრდეთ.

დაბოლოს, მაშინაც კი, თუ ის დედამიწის მეორე მხარეს ცხოვრობს, მასთან დაკავშირება სკაიპითაც არის შესაძლებელი, რომ ერთმანეთი დაინახოთ და გაიცნოთ.

მოთამაშე გამოირჩევა იმით, რომ მას ნამდვილად არ სურს გაიცნოს თქვენი ნათესავებიც. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის თქვენთან ურთიერთობის განვითარებას არ აპირებს. როგორც ერთმა კარგმა მეგობარმა მითხრა, დედების მოთმინება არ არის შეუზღუდავი და დროთა განმავლობაში ისინი იღლებიან თავიანთი შვილის გოგონების დაუსრულებელი ნაკადის აღრიცხვით. ასე რომ, ის მშობლებისგან შორს დაიჭერს თავს იმ იმედით, რომ თქვენ არ დაიწყებთ მასზე ზეწოლას, დაუყოვნებლივი გაცნობის მოთხოვნით. და თუ ზედმეტად მიაწექით, ის უბრალოდ აორთქლდება დილის ცვარივით.

5. თქვენ შორის ურთიერთობა სექსის იქით არ ვითარდება

დიახ, ის შეიძლება ფანტასტიკური საყვარელია და შესანიშნავად იყოთ საწოლში, მაგრამ ნუ აგერევათ ფიზიკური სიახლოვე და სიყვარული.

ვნებას ქალები ხშირად აღიქვამენ, როგორც ნამდვილ სიყვარულს. მამაკაცის მიმართ ძლიერი ფიზიკური მიზიდულობა ქალს აფიქრებინებს, რომ ეს ადამიანი ალბათ ერთია, მილიონ ადამიანში და ისინი ბედისწერამ შეარჩია ერთმანეთისთვის.

ასეთ კაცებს არ უყვართ ვალდებულებებზე ფიქრი და მხოლოდ ჰორმონებზე ორიენტირდებიან.

ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ თქვენ შორის არის სიყვარული, რომელიც შეიძლება ნამდვილ ურთიერთობაში გადაიზარდოს, სინამდვილეში კი ეს სხვა არაფერია, თუ არა ვნება, რასაც ადამიანი არაფრისკენ მიჰყავს.

ამბობენ, რომ მოსახლეობის მცირე ნაწილია ნამდვილი მოთამაშე და არა უმეტესი, რადგან: მამაკაცების უმეტესობას უბრალოდ არ შეუძლია დაკავდეს აზარტული თამაშებით; რადგან ეს ეწინააღმდეგება მათ ბუნებას და რწმენას.

  • თუ ნორმალური ბიჭების რაოდენობა გაცილებით მეტია, რატომ არის ცხოვრების გზაზე მათთან შეხვედრის ასე მცირე ალბათობა? იმის გამო, რომ ბარში ან ღამის კლუბში არსებულ ატმოსფეროში მოთამაშეს გაცილებით მეტი სიმამაცე ეძლევა, რომ თქვენთან მოვიდეს და საუბრის წამოწყება შეძლოს.
მაგრამ რაც შეეხება ნამდვილად კეთილ, ლამაზ და ყურადღებიან ბიჭებს? რატომ დგანან განზე? აი, ხომ ხედავთ, საქმე იმაშია, რომ... მათ ეშინიათ.

დიახ, დიახ, მათ, როგორც წესი, ცოტა ეშინიათ, რომ მათზე უარს იტყვით და ხშირად ისინი ცოტა მორცხვებიც არიან.

იქიდან გამომდინარე, რომ მოთამაშეები უფრო ხშირად იწყებენ გოგონებთან კომუნიკაციას, მათ ბევრად უფრო ხშირად ხვდებით, ვიდრე სხვა ტიპის მამაკაცებს.

და, რა თქმა უნდა, მხოლოდ მამაკაცები არ არიან დამნაშავეები ურთიერთობებში არსებულ პრობლემებში.

  • თუ მამაკაცი, რომელთანაც ურთიერთობას ამყარებთ, უარს ამბობს ურთიერთობაზე, მუშაობაზე, მის განვითარებაზე, მაშინაც კი, თუ პოტენციურ პარტნოორად მიიჩნევთ - კარგად უნდა დააკვირდეთ. გაიცანით ის, რომ გაიგოთ, როგორი მამაკაცი აირჩიეთ და რამდენად აკმაყოფილებს თქვენს კრიტერიუმებს.
  • გააკეთეთ გონივრული არჩევანი. ზოგჯერ შეიძლება საკუთარი ხელით გაანადგუროთ თქვენი ურთიერთობა. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში არსებული რჩევები შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს თქვენთვის, რადგან დაგეხმარებათ გაიგოთ, კონკრეტულად რა სჭირდება პოტენციურ პარტნიორს თქვენგან.

 

წყარო: Cluber