ფსიქო

ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია - დომინანტი პარტნიორის 6 წესი

ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია - დომინანტი პარტნიორის 6 წესი
ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, უყვარდებათ, ურთიერთობას ააწყობენ და მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი დომინირებს მეორეზე. რატომ? რა საჭიროა? ან რა მექანიზმით ახერხებს ერთი მეორეზე უპირატესობის მოპოვებას?

ჩვენ სულიერი განვითარების იმ ეტაპზე არ ვართ, რომ ჩვენი ეგო დავძლიოთ. მისი თამაშია - ვინ ვის აჯობებს, ვინ ვის მოერევა. სწორედ ამიტომ ურთიერთობაში როლების გადანაწილება ხდება, ზოგჯერ ამ გადანაწილების პროცესი არც ისე მარტივია, საბოლოოდ ერთი მხარე აცხადებს კაპიტულაციას და ამით იქმნება ახალი წესრიგი. ორი ადამიანიდან ერთი მ
ართავს, მეორე ემორჩილება. ეს შეიძლება სულაც არ ჩანდეს ზედაპირზე და ერთი შეხედვით, მაგრამ პარტნიორებმა ეს შინაგანად ისედაც იციან. თუ ერთი პარტნიორი ზედმეტად ეგოისტია, მეორე ნაკლებად ეგოისტი უნდა იყოს, რომ ურთიერთობა შედგეს. ეს რეალობა სახარბიელო სულაც არაა, მაგრამ ეს ვართ, რაც ვართ.

ახლა ვნახოთ თუ რა მექანიზმებით მოიპოვებს ერთი მეორეზე უპირატესობას.


წესი 1

დომინანტია ის პარტნიორი, რომელსაც გაცილებით მაღალი თვითშეფასება აქვს

მისთვის ურთიერთობის დასრულება მარტივია, რადგან საკუთარი მნიშვნელობის გრძნობა გამძაფრებული აქვს და გულის სიღრმეში თავი პარტნიორზე უკეთესი ჰგონია (შეიძლება სულაც არ იყოს უკეთესი, უბრალოდ მას ასე სჯერა) ურთიერთობის მართვის სადავეებიც სწორედ მის ხელშია. ასეთი ადამიანი საკუთარ ინტერესებს პირველ რიგში აყენებს, მისთვის ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი სწორედ ამ ინტერესების გატარებაა. ამდენად ის პარტნიორი დომინირებს, რომელიც უფრო ეგოისტია. გავლენის ქვეშ მყოფი პარტნიორი მზადაა საკუთარ ინტერესები უკანა პლანზე გადაიტანოს, ოღონდ ურთიერთობაში პრობლემები აირიდოს. მას საკუთარი მნიშვნელობის განცდა სუსტი აქვს. აქ ირთვება ქვევცნობიერით მანიპულირებს მიქანიზმი - თუ ჩემს პარტნიორს ასე ხელაღებით შეუძლია ჩემგან წასვლა, გამოდის რომ მას ჩემზე უკეთესის პოვნა შეუძლია. ეს პატარა შანტაჟს გავს - მე შემიძლია პირველი წავიდე შენგან. როგორც წესი, ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ არავერბალურ დონეზე იგრძნობა.

დომინანტი გავლენის ქვეშ მყოფზე მეტად აფასებს საკუთარ გადაწყვეტილებებს და გაცილებით მარტივად შეუძლია კონფლიქტზე წასვლა, რადგან დაშორებისათვის ის სულ მზადაა. მაშინ, როცა დამოკიდებული პარტნიორი მიისწრაფვის შერიგებისაკენ, რადგან ეშინია მისი დაკარგვის. თუ რომელიმე ერთი მხარე გამუდმებით მიდის დათმობებზე ამით თავის მეორე ნახევარს მართვის სადავეებს აძლევს ხელთ.

არიან ადამიანები რომლებსაც ბავშვობის ტრამვების ან ცუდი გამოცდილების გამო პანიკურად ეშინიათ მარტოობის, აქვთ დაწეული თვითშეფასება, იტანჯებიან არასრულფასოვნების კომპლექსით, ისინი დამოკიდებული ხდებიან ურთიერთობაზე და ადამიანებზე, ამიტომ პარტნიორი მათზე მარტივად ახერხებს დომინირებას. ამ ადამიანებით მანიპულირება ხომ ძალიან მარტივია.

წესი 2

ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია

როგორც წესი, ქალები გაცილებით ემოციურები არიან, მამაკაცები კი თავშეკავებულები. ის, ვინც ქვითინებს, ეჭვიანობს, მოთქვამს ვერ მართავს სიტუაციას.

წესი 3

მართავს ის, ვინც თვითკმარია

თვითკმარი ადამიანები სულაც არ არიან მთელი არსებით დამოკიდებული ურთიერთობაზე. მათთვის პარტნიორული ურთიერთობა ცხოვრების მხოლოდ ერთი ასპექტია, ამის გარდა აქვთ უამრავი ინტერესი და წყარო, საიდანაც საჭირო ემოციებით იკვებებიან. როცა ურთიერთობა სრულდება, თვითკმარი პერსონები სულაც არ რჩებიან ცარიელი ხელებით, მათ ხომ ამდენი თავშესაქცევი აქვთ გარშემო, რაც მათ დანაკარგის გადატანაში ეხმარება. ისინი, როგორც წესი, ხასიათდებიან თავისუფალი ბუნებით გასხვავებით იმ ადამიანებისაგან, რომლებიც მთელი არსებით შეპყრობილნი და დამოკიდებულნი არაინ კავშირებზე, მტკივნეულად განიცდიან ყველა დეტალს. მათთვის ურთიერთობა საჭირო შეგრძნებების მიღების ერთადერთი წყაროა, ამიტომ ნარკომანებივით დამოკიდებული ხდებიან პარტნიორზე. ამის გარეშე მათი ცხოვრება მთელ ინტერესს კარგავს და ხდება უფერული.

წესი 4
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93