მას შემდეგ, რაც რეტრო-ინსტრუქცია შეიქმნა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქალი იმ მამაკაცის თანდასწრებით, რომელიც მოსწონს, თითქმის 100 წელი გავიდა.
ფოტორეტროსპექტივა
დაძველდა თუ არა ეს წესები? თავად განსაჯეთ!
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail-მა გამოაქვეყნა და რომელიც აქტუალური იყო მეორე მსოფლიო ომამდე - 1938 წელს.
* ჩაიცვით თქვენს ბუდუარში და არა მამაკაცის თანდასწრებით. მზად იყავით გამოსვლისთვის იმ დროს, რომელზეც მოილაპარაკეთ.
* მამაკაცებს არ მოსწონთ ქალები, რომლებიც ცხვირსახოცს მათხოვრობენ და მასზე პომადის კვალს ტოვებენ. კოსმეტიკა მაშინ გაიკეთეთ, როცა ვერავინ გხედავთ.
* ნუ იქნებით სენტიმენტალური და ნუ ეცდებით ითამაშოთ მამაკაცის ემოციაზე. კაცებს არ უყვართ ცრემლები, განსაკუთრებით, საზოგადოებაში.
* ნუ მიიქცევთ სხვა მამაკაცების ყურადღებას, მაშინაც კი, თუ უნებლიედ ზედმეტი მოგივიდათ ლიქიორი. სხვაგვარად პირველი პაემანი ბოლო აღმოჩნდება.
* არ ესაუბროთ მამაკაცს ცეკვის დროს. თუ მან საცეკვაოდ მიგიწვიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას თქვენთან ცეკვა უნდა და არა ლაპარაკი.
* არასოდეს დაჯდეთ დივანზე არხეინად და არ უყუროთ მოსაუბრეს ჩამქრალი მზერით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სინამდვილეში ძალიან მოიწყინეთ. ისე დაჯექით, თითქოს ის-ის არის, უნდა ადგეთ. დახურეთ პირი და უსმინეთ მამაკაცს მდუმარედ.
* მანქანის უკანა ხედვის სარკე იმისთვის არ არსებობს, რომ თქვენ მაკიაჟი შეისწოროთ. სარკე იმისთვის არის საჭირო, რომ მძღოლმა გზა აკონტროლოს.
* ნუ ეარშიყებით ოფიციანტს შეკვეთის მიცემისას. თქვენს გვერდით მყოფი მამაკაცი იმსახურებს იმას, რომ თქვენი ყურადღება მხოლოდ მას ეკუთვნოდეს და არა - სხვასაც.
* თუ დიდი ბიუსტი გაქვთ, ჩაიცვით ბიუსტჰალტერი და არ მოიჭიროთ კორსეტი ძალიან მჭიდროდ.
* ნუ მოიქცევით ფამილარულად საზოგადოებაში. ნუ გადააქცევთ თქვენს ურთიერთობას შოუდ - ეს ცუდი გემოვნების ნიშანია.
* ნუ გამოიყვანთ მამაკაცს წყობილებიდან და არასოდეს მიაყენოთ მას შეურაცხყოფა საზოგადოებაში.
* არ ესაუბროთ მამაკაცს ტანსაცმელზე და ნუ ეცდებით აღუწეროთ მას თქვენი ახალი კაბა. განიხილეთ მასთან მხოლოდ ის, რის განსახილველადაც ის მზად არის.
* ზოგიერთ ქალს ალკოჰოლი აჭკვიანებს, მაგრამ მაინც უმჯობესია, ჩუმად იყოთ...
* და ნუ დალევთ ზედმეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში მამაკაცი იფიქრებს, რომ ყოველ საღამოს ბოთლთან ჩახუტებული ატარებთ.
ფოტორეტროსპექტივა