ფსიქო

რატომ იზიდავენ რთული ქალები საუკეთესო მამაკაცებს

რატომ იზიდავენ რთული ქალები საუკეთესო მამაკაცებს

ალბათ, ხშირად მოგისმენიათ ფრაზა, რომ ქალები რთული არსებები არიან და მათ უამრავი სურვილი თუ მოთხოვნა აქვთ საპირისპირო სქესის მიმართ. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას, ნათელია, რომ სწორედ ეს თვისება ეხმარება ქალებს, ადრე თუ გვიან ამოიცნონ, რომელია ნიღაბს ამოფარებული მამაკაცი და რომელი - ნამდვილი, რომელსაც შეუძლია, უყვარდეს ქალი ისეთი, როგორიც არის და მუდმივად იყოს აღფრთოვანებული მისით.

წარმოიდგინეთ, რომ კაცმა კინოში დაგპატიჟათ. სეანსის შემდეგ საღამოს გაგრძელება რესტორანში ისურვეთ. გარეთ თოვლიანი ამინდია, თქვენ ავტომობილი ახლოს გააჩერეთ, თქვენმა მეწყვილემ

კი - მოშორებით. გამოსვლისას მან შემოგთავაზათ, რომ მასთან ერთად წასულიყავით მანქანით, თუმცა თქვენ მანძილის გამო უთხარით, რომ რესტორანში შეხვდებოდით, ის კი მშვიდად დაგთანხმდათ. როგორ ფიქრობთ, მან ტესტი ჩააბარა? ცხადია, ვერა! თქვენმა მეწყვილემ ხელიდან გაუშვა თქვენთან ერთად თოვლში გასეირნების შანსი.

მოსწონთ თუ არა სინამდვილეში კაცებს რთული ქალები?

ამგვარი პატარ-პატარა გამოცდების გავლა კაცებს ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე მუდმივად უწევთ, თუმცა, რასაკვირველია, ამას ქალები არა გამიზნულად, არამედ ქვეცნობიერის დონეზე აკეთებენ. ქალებს, ისევე, როგორც კაცებს,  ყოველთვის სურთ, რომ მათ გვერდით მყოფი ადამიანი თავს ბედნიერად, თავდაჯერებულად და ამაყად გრძნობდეს. თუკი კაცი ვერ შეძლებს ამ პატარა ნიშნების წაკითხვას, ის ვერც ქალის გულის გასაღების პოვნას მოახერხებს.

ქალი, რომელიც თავად ძლიერია და რთული, სააინტერესო შინაგანი სამყარო აქვს, პარტნიორადაც სწორედ ასეთ - ღირსეულ მამაკაცს ირჩევს. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ, საუკეთესო მამაკაცებს რთული ქალები უყვარდებათ და სწორედ მათ ირჩევენ ცხოვრების მეგზურად!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93