ფსიქო

არასდროს შეწყვიტოთ სიკეთის კეთება ცუდი ადამიანების გამო

არასდროს შეწყვიტოთ სიკეთის კეთება ცუდი ადამიანების გამო

ცხოვრების მანძილზე, ალბათ, ბევრი ისეთი პიროვნება შეგხვედრიათ, რომლებზეც კარგს ვერაფერს გაიხსენებთ. ასეთი ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში სხვადახვა ფორმითა და მიზნით შემოდიან და რთულია, ყოველთვის ამოიცნო ისინი. ცუდი ადამიანები ზოგჯერ ჩვენს კლასელებში, კოლეგებსა და ნათესავებშიც კი გამოერევიან ხოლმე. ასეთების გავლენა ჩვენს ცხოვრებასა და პიროვნებაზე ხშირად საკმაოდ ძლიერია, თუმცა გახხსოვდეთ, რომ მათ გამო არასდროს უნდა შეიცვალოთ!
ჭეშმარიტი და ნამდვილი ცვლილებები ყოველთვის შიგნიდან იწყება. ის, რასაც გარე ფაქტორები გკარნახობთ, ხშირად სწორი არ არის და მათ ძირეული გარდატეხის მოხდენა იშვიათად

შეუძლიათ. ეცადეთ, არ მოექცეთ უარყოფითი გავლენის ქვეშ და იყოთ საკუთარი პრინციპების ერთგული; დარჩეთ კარგ ადამიანებად მაშინაც კი, როცა გარემო საპირისპიროს გიბიძგებთ. ეს ნამდვილად ძლიერი პიროვნების თვისებაა.

იყავი კარგი ადამიანი საკუთარი თავისთვის
თუკი ლოიალური და ჰუმანური, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის არ იქნებით, გაგიჭირდებათ, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ სხვა ადამიანებზე. სიკეთე და გულისხმიერება, უპირველესად, საკუთარი პიროვნებისადმი უნდა გამოიჩინოთ. როცა ამ ჰარმონიას მიაღწევთ და შეძლებთ, სიკეთე არა შექებისა და კომპლიმენტისთვის, არამედ საკუთარი „მეს“ დაკმაყოფილებისთვის აკეთოთ, ცხოვრება და ურთიერთობები გაცილებით მარტივი და მშვენიერი იქნება.

„თვალი თვალის წილ“
თუ თქვენ უგულებელყოფთ საკუთარ პრინციპებს და თქვენ გარშემო მყოფი ცუდი ადამიანების მსგავსად მოქცევას დაიწყებთ მხოლოდ იმიტომ, რომ სამყარო ისედაც სავსეა ბოროტებით, ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს დააზიანებთ. გამოსავალი არც უარყოფითი ენერგიის უგულებელყოფაშია - თუ თვალს დახუჭავთ სხვების ცუდ ქცევაზე, ამით ხელს შეუწყობთ მათ დომინანტობას. არასდროს წაახალისოთ სიძულვილი და ბოროტება, პირიქით, უპასუხეთ მათ სიკეთით და ეცადეთ, შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.

გწამდეს სიკეთის
თუ თქვენი ყოველდღიურობა სავსეა ნეგატივით, ბოროტი ადამიანებითა და უარყოფითი ენერგიით, არ იფიქროთ, რომ ქვეყნად სიკეთე აღარ არსებობს. რადგან ამ სტატიას კითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ცდილობთ, გახდეთ უკეთესი პიროვნება და შეცვალოთ გარემო სასიკეთოდ. გახსოვდეთ, რომ მარტო არასდროს ხართ და მსოფლიოში უამრავი ადამიანია, ვინც ახლა იმავეს გრძნობს. იყავით ძლიერი ცუდი ადამიანების წინაშე, არ მისცეთ ნება, მოახდინონ გავლენა თქვენზე და ნახავთ, რომ სამყარო თქვენ გარშემო აუცილებლად გახდება უკეთესი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93