ტექნოლოგიების ეპოქის ადამიანთა დიდ ნაწილს გვიჭირს მოვწყდეთ სმარტფონებს, ციფრულ ტექნიკას. ზოგიერთი საპირფარეშოშიც კი არ შედის ტელეფონის გარეშე, აბაზანის მიღების დროსაც თან აქვს და მსგავსი ქმედება ნორმადაც მიაჩნია.
მკვლევარები თანხმდებიან იმაზე, რომ სმარტფონის გამუდმებით მოხმარება, სოციალური ქსელების მუდმივად სქროლვა, ბევრი თვალსაზრისითაა საფრთხის შემცველი, მაგრამ განსაკუთრებით სახიფათო იმ შემთხვევაშია, თუ ის საპირფარეშოშიც შეგაქვთ და სოციალური ქსელების სქროლვას აგრძელებთ.
ეს, პირველ ყოვლისა, ციფრულ ტექნოლოგიებზე თქვენს დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. ამავდროულად, მეცნიერთა მტკიცებით, გაქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები და რისკის ქვეშ დგას ფიზიკური ჯანმრთელობაც.
2015 წელს აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანების 90%-ს სმარტფონი საპირფარეშოშიც მიაქვს. თუ თქვენც ასეთ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნით, მედიკოსები გირჩევენ, რომ ეს მავნე ჩვევა აუცილებლად მოიშოროთ.
მიკრობიოლოგიის სპეციალისტი ჯეისონ ტეტრო ამბობს, რომ სმარტფონის ეკრანი ისედაც უამრავ ბაქტერიას ატარებს. საპირფარეშოში შეტანით კი იზრდება რისკი იმისა, რომ მასზე ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო სახიფათო ბაქტერიები გადავა. ტეტროს თქმით, შესაძლოა ტელეფონის ეკრანზე ფეკალური ბაქტერიები მოხვდეს, ეკრანიდან კი კანზე გადავიდეს და მისი დასნებოვნება გამოიწვიოს.
გააგრძელეთ კითხვა