ფსიქო

რატომ ვმეგობრობთ ყოფილ პარტნიორებთან - რეალური ისტორიები და ფსიქოლოგის რეკომენდაციები

რატომ ვმეგობრობთ ყოფილ პარტნიორებთან - რეალური ისტორიები და ფსიქოლოგის რეკომენდაციები
დაშორების შემდეგ ყოფილ მეუღლესთან ახლო ურთიერთობითა და მეგობრობით ბევრი ქალი ამაყობს, მაგრამ ყოველთვის სასარგებლოა ასეთი კავშირის შენარჩუნება? ფსიქოლოგები ასეთ შემთხვევებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და სწავლობენ, რა იმალება ამ ურთიერთობების მიღმა.

ხშირად ქალები ყოფილ პარტნიორს საუკეთესო მეგობრად მიიჩნევენ. ეს უმეტესად მაშინ ხდება, როცა წყვილი მშვიდობიანად, სკანდალების გარეშე შორდება. მეგობრობით კი ცდილობენ შეინარჩუნონ ჯანსაღი ურთიერთობა ბავშვებისა და იმ წარსული წლების გამო, რაც ერთად გაატარეს.

მაშა 21 წლის ასაკში დაქორწინდა, როცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მომავალი მეუღლე, ალექსიც
სწორედ იქ გაიცნო. მოგვიანებით ალექსი მხატვრობით დაინტერესდა და ახალი პროფესიის შესწავლა დაიწყო, სადაც კარინა გაიცნო. კარინა მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო და მისი ქმარიც მას ჰგავდა. რამდენიმე წლის შემდეგ ალექსი ღრმად შეიჭრა პროფესიაში, მისი გრძნობები და ფიქრები შეიცვალა, კარინასთან უფრო მეტად დაახლოვდა და მაშასთან დაშორების შემდეგ ცოლად სწორედ ის მოიყვანა. ამის პარალელურად, მაშა და კარინას ქმარიც კარგი პარტნიორები აღმოჩნდნენ ერთმანეთისთვის და მათაც იქორწინეს, ქორწილში კი ყოფილი პარტნიორებიც მიიწვიეს.

იმისთვის, რომ „მკვდარი“ ქორწინება მიატოვოთ, დიდი გამბედაობაა საჭირო, უნდა აფასებდეთ საკუთარ თავს და პატივს სცემდეთ მეუღლესაც. მრავალი წყვილი იტანჯება წლების განმავლობაში არასასურველი პარტნიორის გვერდით მხოლოდ იმიტომ, რომ დაშორებას ვერ ბედავს და ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა არ უნდა. ხშირად ხდება, რომ მიჩვევასა და სიყვარულს ერთმანეთს უტოლებენ და ვერ ხვდებიან, პრობლემა რა არის. სინამდვილეში, ყველაფერი მარტივადაა - სიყვარული ქრება, ურთიერთპატივისცემა კი რჩება.

43 წლის ევა ოთხჯერაა დაქორწინებული და ყველა მათგანიდან რაღაც სარგებელი აქვს მიღებული: პირველი ქმარი დაეხმარა სადოქტორო თეზისის დაწერაში, მეორე კი მისთვის თავდაპირველი კაპიტალი იყო ბიზნესისთვის; მესამე გამოირჩეოდა სილამაზით, ჰქონდა შესანიშნავი ფიგურა და ამოუწურავი სექსუალობა. ამჟამინდელი, მეოთხე, მუშაობს იურისტად და აერთიანებს წინა სამის უპირატესობას - სპორტული, მდიდარი და ჭკვიანი. ევა ორ მათგანთან ინარჩუნებს მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებს, ხოლო მესამე ქმართან ეს ვერ შეძლო, რადგან მას ეველინა ძალიან უყვარდა და დაშორებამ გაანაწყენა.

ევა ვინმეს შეიძლება ანგარებიან ქალად მიაჩნდეს, თუმცა ასეთ ურთიერთობებს მსოფლიოში უამრავი ქალი მიმართავს. მათი აზრით, სიყვარული მხოლოდ ვნება არ არის, ის კარიერისა და პიროვნული ზრდისთვისაც მნიშვნელოვანი კომპონენტია და როცა ხედავ, რომ სარგებელს ვეღარ იღებ, მაშინ ის უნდა დაასრულო.


37 წლის ანას მეუღლე მკაცრი, ხისტი და უხეში იყო. ოჯახში ყოველთვის დომინანტად მიიჩნეოდა და საკუთარი სიძლიერის დემონსტრირება უყვარდა. ქორწინების მეათე წელს ანას სხვა მამაკაცი შეუყვარდა, რომელიც მის მიმართ ნაზი და რბილი იყო. როცა ქმარმა სიმართლე გაიგო, ჯერ მასთან დარჩენა სთხოვა, შემდეგ კი განქორწინება მოსთხოვა და გააგრძელა საყვარელთან ურთიერთობა. ანა ახლა მეორე პარტნიორთან ცხოვრობს, თუმცა მასზე დაქორწინებული არ არის და იმედი აქვს, რომ ოდესმე მეუღლეს შეურიგდება. ის ყოფილ ქმართან ერთად დადის კინოში, პარკში, სპორტდარბაზში და ამ ურთიერთობას მეგობრობას უწოდებს.

როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ასეთი სიტუაციები ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან ეგოისტური ლტოლვითაა განპირობებული. ამ შემთხვევაში, ანას არ მოსწონდა ქმართან ურთიერთობა, თუმცა არც ის სურდა, რომ მას სხვა ცოლი შეერთო. ეს მეგობრობაც სწორედ ამას ნიშნავს.

45 წლის ელენა 7 წლის განმავლობაში არ წყვეტდა ყოფილ მეუღლეზე ზრუნვას. მიუხედავად იმისა, რომ მას მეგობრად მოიხსენიებდა, მარტივი მისახვედრი იყო, რომ მას ქმარი ჯერ კიდევ უყვარდა. ის ხშირად ამზადებდა ყოფილი მეუღლისთვის სადილს, ურეცხავდა პერანგებს და მეორე ქმარს კი უხსნიდა, რომ ეს მისი ვალდებულებაა.

ცხადია, ზრუნვა და ყურადღება ყველასთვის სასიამოვნოა, მით უფრო, იმ ადამიანისგან, რომელიც გიყვარდა ან გიყვარს. მიუხედავად ამისა, ელენას საქციელი სხვა არაფერია, თუ არა სხვის ცხოვრებაში უხეშად ჩარევა და ახალი ურთიერთობების შეზღუდვა.

ეკატერინე წლების განმავლობაში სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, როცა ორ შვილთან ერთად მარტო აღმოჩნდა - მან ქმრის რეგულარულ ღალატს ვერ გაუძლო. მიუხედავად ამისა, ინარჩუნებს მასთან მეგობრულ ურთიერთობას. მეუღლე თვეში ერთხელ მიდის მასთან და ბავშვებთან, მიაქვს ტკბილეული, საჩუქრები, ასევე, იხდის ბინის ქირასა და ყველა კომუნალურ გადასახადს. ეკატერინე კი ყოფილი ქმრის ხელშეწყობით განქორწინების შემდეგ ახალ პროფესიას დაეუფლა და ახლა ბევრად მაღალი შემოსავალი აქვს, ვიდრე სკოლაში მუშაობის დროს ჰქონდა.

კარგია, როცა მადლიერების გრძნობა გაქვს და ყოფილი მეუღლის დახმარებას გულთბილად ხვდები. დასაფასებელია, როცა დაშორების შემდეგაც ის ზრუნავს შენს კარიერაზე და სურს, უკეთესი მომავალი გქონდეს. მიუხედავად ამისა, ღალატის დავიწყება და პატიება არ არის თქვენი ვალდებულება.

ფსიქოლოგების მიერ განხილული ეს კონკრეტული შემთხვევები, ცხადია, ბევრ ურთიერთობაში გვხვდება. ყოფილ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება ცუდი სულაც არ არის, მთავარია იცოდეთ, რას ელით ამ კავშირისგან და არც საკუთარ თავს და არც მეორე მხარეს ამით ზიანი არ მიაყენოთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93