„რასაც დასთეს, იმას მოიმკი“ - ეს სიტყვები დიდი ხნის წინ ითქვა და მას შემდეგ არაერთი თაობა აღიზარდა ამ სიბრძნეზე. მსგავსი შეგონებები ყოველთვის დიდი შინაარსისა და სიღრმის მატარებელია და მათ ჩვენი ზეპირსიტყვიერება უხვად ინახავს. ქვემოთ მოყვანილია მეფე სოლომონის იგავი, რომელიც ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ:

„როცა მზის ამოსვლისას მეფე სოლომონი მთაზე გადმოდგა, ხალხი მას მიესალმა და ერთხმად ჰკითხა:
- ვინ ვართ ჩვენ?
- თქვენ ხართ სინათლე, თქვენ ხართ ვარსკვლავები, თქვენ ხართ ჭეშმარიტება და მთელი სამყარო ცხოვრობს თითოეულ თქვენგანში. მოუსმინეთ თქვენს გულებს და აუცილებლად მიხვალთ თქვენს გონებამდე.
- რა არის ცხოვრების აზრი?
- ცხოვრება დიდი ჯილდო და ხანგრძლივი მოგზაურობაა. მოექეცი შენს ცხოვრებას, როგორც დღესასწაულს, რადგან ის შეუფასებელია.
- რატომ არის ბევრი ჩვენგანი უბედური?
- უბედურად ყოფნა არჩევანია. სიღარიბე არის უბედურების ნაწილი და სიმწარე არის უმეცრების ნაყოფი, რომელსაც ჩვენ თვითონ ვქმნით საკუთარი ხელით. ამაში სხვისი დადანაშაულება აბსურდია. უბედური მაშინ ხარ, თუ ცხოვრების ძვირფას წუთებს ფუჭად კარგავ.
- როგორ გავუმკლავდეთ უბედურებას?
- შეწყვიტე საკუთარი თავის განსჯა. ნუ შეადარებ საკუთარ თავს სხვას. სამყაროს მადლობელი იყავი იმისთვის, რაც გაქვს. ისწავლეთ სიხარული, რადგან სწორედ სიხარული ქმნის სასწაულებს. გიყვარდეთ საკუთარი და თავი და ყველა შეგიყვარებთ. იცოდეთ, როგორ ილოცოთ სიხარულით და უბედურება გვერდის აგივლით. ბედნიერება არის საუკეთესო საკვები სულისთვის.
- როგორ ვიპოვოთ გზა ბედნიერებისკენ?
- ბედნიერების მოტანა შეუძლია სიყვარულს, სიმშვიდეს, მადლიერებას. ვინც სამოთხეს საკუთარ თავში იპოვის, გახდება ბედნიერი. გაიღეთ და მიიღეთ სიხარული, იპოვეთ თქვენი მიზანი. შეიყვარეთ მზე და საკუთარი თავი. შემოქმედებისა და თავისუფლების განცდას მოაქვს ბედნიერება.
- როგორ მივიღოთ „სინათლე“ ჩვენს ცხოვრებაში?
- ისიამოვნეთ ყოველი მომენტით, რადგან უსიცოცხლო ცხოვრება იზიდავს მწუხარებას. სიბნელე სულში წარმოშობს სიბნელეს გონებაში, ხოლო სინათლე ანათებს თქვენი სხეულის ყველა კუნჭულს. სინათლე იწვევს ბედნიერებას.
- შესაძლებელია ჰარმონიის პოვნა?
- ისწავლეთ მარტივად ცხოვრება - არავის ავნოთ, არავისი შეგშურდეთ, ნუ დაიბინძურებთ გონებას ეჭვით. დაივიწყეთ წარსული და იცხოვრეთ იმედით, შეავსეთ თქვენი გული სიყვარულით და ჰარმონიასაც იპოვით.
- როგორ მივაღწიოთ სრულყოფილებას?
- ბედნიერ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. გააცნობიერეთ ბედნიერების არსი, ეცადეთ, გაუგოთ სამყაროს და იყავით ის, ვინც ხართ!“