თუ თქვენს საძინებელში მუდმივად არეულობაა და ხშირად გაკრიტიკებენ გვიან დაძინების გამო, ეს სტატია ნამდვილად თქვენ შესახებაა. უნდა იცოდეთ, რომ სადარდებელი არაფერზე გაქვთ, რადგან ეს „ცუდი ჩვევები“ განვითარებისა და ინტელექტის მაღალ დონეზე მიუთითებს.
ჭკვიანი ადამიანები უფრო ხშირად იყენებენ უწმაწურ სიტყვებს
ცხადია, აბსოლუტურად ყველა შემთხვევის ერთნაირად განხილვა დაუშვებელია, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ჭკვიანი ადამიანების ყოველდღიურ ლექსიკონში უხამსი სიტყვები ჭარბობს. ისინი იყენებენ უცენზურო სიტყვებს მოქმედებების, მოვლენების, გრძნობებისა და აზრების აღსაწერად.
ჭკვიანი ადამიანები გვიან იძინებენ
არაერთი კვლევის თანახმად, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები ღამით ყველაზე აქტიურები არიან. უფრო კონკრეტულად, 75-ზე ნაკლები IQ-ს მქონე ადამიანები დასაძინებლად, საშუალოდ, ღამის 23:41 საათზე წვებიან, ხოლო 123-ზე მეტი IQ-ს მქონე ადამიანები - 23:30 საათზე.
ჭკვიანი ადამიანები სწრაფად ადაპტირდებიან
ჭკვიანი ადამიანები უკეთესად და სწრაფად ადაპტირდებიან, სხვებთან შედარებით, ცვლილებებს მარტივად ეგუებიან, უყვართ სიახლეები და აღმოჩენები. ეს მათ გონებას კვებავს და კიდევ უფრო მეტი განვითარებისკენ უბიძგებს.
ჭკვიანი ადამიანები პრობლემებს მარტივად აგვარებენ
თუ გიყვართ თავსატეხები და მოგწონთ განცდა, რომელიც პრობლემის გადაჭრას მოჰყვება, მაშინ, სავარაუდოდ, ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხართ.
ჭკვიანი ადამიანები წარუმატებლობას გაკვეთილად აღიქვამენ
ეს არის ძალიან ჭკვიანი ადამიანების თვისება. ისინი ყოველთვის ხედავენ ყველაფერს დადებითს საკუთარ თავში და ცდილობენ მიიღონ საუკეთესო. ისინი სწავლობენ თავიანთ შეცდომებზე.
ჭკვიანი ადამიანი ძალიან მორალურია
როგორც მარტინ ლუთერ კინგმა თქვა, განათლებამ უნდა ასწავლოს ადამიანს კრიტიკულად და ფართოდ აზროვნება. ინტელექტი და ხასიათი განათლების კარგი საზომია.
ჭკვიანი ადამიანები არაორგანიზებულები არიან
შემდეგ ჯერზე, როდესაც ვინმე შენიშვნას მოგცემთ და მიგითითებთ არეული ოთახის დალაგებისკენ, ნუ გეწყინებათ და ინერვიულებთ. გახსოვდეთ, რომ ეს ინტელექტუალური ადამიანების ჩვევაა.
ჭკვიანი ადამიანები უარს ამბობენ ისეთ წვრილმანებზე, როგორებიცაა, სახლის დასუფთავება, ოთახის დალაგება - ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მათი საზრუნავი უფრო მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია. ცდილობენ, იმოქმედონ და მოაგვარონ უფრო სერიოზული პრობლემები, მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მათი ცხოვრება იყოს რაც შეიძლება შემოქმედებითი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>