ვიღაცას ეშინია ნულიდან დაიწყოს მთელი ცხოვრება, ზოგი კი მზად არის, ბედნიერების ძიებაში ყველაფერი დათმოს. ბევრი მაგალითი არსებობს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ 40 წლის ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება. აი ერთ-ერთი მათგანიც, რომელსაც თავად მთავარი გმირი გვიზიარებს:
"27 წლის გავთხოვდი. თავდავიწყებით შემიყვარდა პროვინციიდან ჩამოსული ბიჭი. ეს იყო დიდი სიყვარული, ჩვენ გვყავდა შვილი, ბევრს ვმოგზაურობდით. ვატარებდით დროს მეგობრებთან ერთად და ვერთობოდით. ვტკბებოდით დღევანდელი დღით და საერთოდ არ ვფიქრობიდთ მომავალზე. ჩვენ დედაჩემის სახლში ვცხოვრობდით და არც კი დაგვიგეგმავს საკუთარი სახლის ყიდვა. ჩემს ქმარს კარიერაში წინსვლა არ ჰქონია. მახსოვს ის დღე, როდესაც მივხვდი, რომ ეს დასასრულის დასაწყისი იყო.
ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდით ბალიზე მოგზაურობაზე და ერთ დღეს დავდგეგმეთ საოცნებო ტური. წინასწარი თანხა გადავრიცხეთ, ხოლო როცა წასვლის წინ თანხა საბოლოოდ უნდა გადაგვეხადა, ჩემმა ქმარმა თქვა, რომ ფული არ აქვს. ვისესხე თანხა და ისე ვიყიდე ბილეთები, თუმცა ეს მოგზაურობა ჯოჯოხეთად იქცა. მუდმივი ჩხუბი, განქორწინების მუქარა... გასაკვირია, რომ ჩვენ ამ რეჟიმში ვცხოვრობდით კიდევ სამ წელს. ოჯახის მთავარი მარჩენალი მე გავხდი, ქმარმა სხვა ქალთან სიარული დაიწყო, ახალგაზრდა საყვარელი გავიჩინე მეც.
ოცნების ქორწილი
40 წლის ვიყავი, როცა ჩემს სამსახურში ახალი თანამშორმელი მოვიდა. 27 წლის ბიჭი, რომელიც მზრუნველობასა და სითბოს იჩენდა ჩემ მიმართ. მყიდულობდა საჩუქრებს, მოჰქონდა ჩემთვის ყავა, მპატიჟებდა კაფეში... აღარც კი მახსოვდა, როდის გააკეთა მსგავსი რამ ჩემმა ქმარმა ჩემთვის, მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი და ცხოვრება კვლავ ლამაზი გახდა. ჩემმა 13 წლის შვილმა დიდი პროტესტი გამოთქვა, არ უნდოდა მამის გაშვება... როცა ვანო, ჩემი მეორე ქმარი ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად, მან ჩემთან კონტაქტი გაწყვიტა და ურთიერთობა მხოლოდ ბებიასთან ჰქონდა, რომელმაც მე ჩამანაცვლა. მე ვაშენებდი ჩემს ახალ ბედნიერებას! ჩვენ ბევრს ვმოგზაურობდით, ვნახეთ საოცარი ადგილები და მქონდა ჩემი ოცნების ქორწილი ოკეანის ნაპირზე.
9 თვის შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს ქალიშვილი შეგვეძინა. ჩემმა მეგობრებმა გამკიცხეს და მითხრეს, რომ 43 წლის ასაკში მშობიარობა ნორმალური არ არის, რომ ამით ჩემს ჯანმრთელობას ზიანი მივაყენე... მე კი არაფერი მაინტერესებდა გარდა იმისა, რომ საყვარელი კაცისთვის შვილი მეჩუქებინა. მე სწრაფად დავბრუნდი ფორმაში, არ მომბეზრდა დეკრეტული შვებულება - ჩვენ მაინც ვმოგზაურობდით, ვხვდებოდით მეგობრებს, ბავშვი ყოველთვის თან გვყავდა. ყველაფერი იდეალურად ჩანდა, მაგრამ... ჩხუბი და უთანხმოება ჩვენ შორის, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო. ვაღიარებ, რომ ხშირად მისი ქმედებები ბავშვურად მეჩვენებოდა და ეს მაღიზიანებდა. ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა, მე სამსახურში გავედი და ბავშვს ბებია ზრდიდა. ჩვენი ერთი ოჯახური ცხოვრება გადაიქცა ორ პარალელურად - მისი და ჩემი, რომელიც აღარ იკვეთებოდა. ბავშვის აღზრდაზე მორიგი ჩხუბის შემდეგ, ის წავიდა.
ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვიპოვე სპონსორი
ჩემს სამი წლის ქალიშვილთან ერთად მარტო დავრჩი. უფროს შვილს სკოლა უკვე დამთავრებული ჰქონდა. მჭირდებოდა ფინანსები, რომ ჩემს შვილებს არაფერი მოკლებოდათ, ამიტომ სამსახურის ძებდა დავიწყე. ერთ-ერთ გასაუბრებაზე უფროსმა, რომელიც 70 წლის იყო, მაგრძნობინა, რომ ჩემთან სხვა ურთიერთობა სურდა. მე ფული მჭირდებოდა, მას ვნება... ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში დავდიოდით რესტორნებში, კაფეებში, გადაიხადა ჩემი შვილის კოლეჯის გადასახადი, მყიდულობდა ტანსაცმელს, საკმაულებს, თუმცა დავშორდი, რადგან მე ოჯახი და სიყვარული მინდოდა.
ბოლო შანსი
ალბათ, როცა რაღაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად მოდის. მე გაცნობის საიტზე შევხვდი ახალ სიყვარულს. ის 35 წლისაა, განქორწინებულია. მეგობრული მიმოწერა მალევე გადაიქცა სიყვარულში. მან გამაცნო ოჯახი, მეგობრები და ნიშნობის ბეჭედიც მაჩუქა. ძალიან მეშინოდა ამ ნაბიჯის გადადგმის, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ბოლო შანსი იყო ბედნიერი ოჯახის შესაქმენლად. ახლა კი იდეალური ურთიერთობა გვაქვს და, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ვიპოვე სიყვარული".