ფსიქო

რატომ კიცხავს საზოგადოება ქალს, რომელიც არ მუშაობს

რატომ კიცხავს საზოგადოება ქალს, რომელიც არ მუშაობს
დრო, როცა ქალებს მუშაობის უფლება არ ჰქონდათ, დიდი ხანია, წავიდა. ახალ უმუშევარ და სხვის კმაყოფაზე მყოფ ქალს იშვიათად თუ შეხვდებით. საზოგადოება კი სულ უფრო აგრესიული ხდება ისეთი ადამიანებისადმი, რომლებიც სხვის ხარჯზე ცხოვრობენ და საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად არაფერს აკეთებენ.

ურთიერთობების ფსიქოლოგი, მილა ლევჩუკი განმარტავს, რომ ზოგჯერ კლიშეები იმ ქალების მიმართ, რომლებიც არ მუშაობენ, გადამეტებულიც კია. ეს ტენდენცია კი საბშჭოთა კავშირიდან მოდის, როცა ომის შემდეგ პასუხისმგებლობა სწორედ ქალებს დააწვათ და ოჯახის საყრდენი სწორედ ისინი გახდნენ. მას შემდეგ,
ქალების დიდ ნაწილს სჯერა, რომ თუ არ ექნება სამსახური, ის უინტერესო იქნება პარტნიორისთვის, მეგობრებისთვის და ყველა გარშემომყოფისთვის. ამის შიშით ის პირად ინტერესებსა და სურვილებს უკანა პლანზე წევს და ცდილობს, საკუთარი თავი სწორედ საქმეში იპოვოს.

ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი აინა გრომოვა ფიქრობს, რომ კომფორტის ზონა მარტივად ვიწროვდება, მაგრამ მისი გაფართოება ძალიან რთულია. ის განმარტავს, რომ ზოგჯერ არაჯანსაღი ამბიცია ფსიქოლოგიური პრობლემების საფუძველი ხდება:

„წინააღმდეგობა „მე მინდასა“ და „მე შემიძლიას“ შორის ზოგჯერ ნევროზს იწვევს“ - ამბობს ის.

გრომოვა ფიქრობს, რომ ქალი მაქსიმალურად რეალიზბული და დატვირთული უნდა იყოს საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრებით, ეს მას კიდევ უფრო ლაღს, მიმზიდველსა და სასურველს ხდის. ქალი, რომელიც დიასახლისის როლს ირგებს და ზედმეტი პრობლემებისგან თავისუფლდება, უფრო ბედნიერ ოჯახს ქმნის. აქ იქმნება წინააღდმდეგობა, რომელსაც ფსიქოთერაპევტი ნათლად განმარტავს - ქალი, რომელიც არ გამოიმუშავებს საკუთარ ფულს, იძულებულია „მოითმინოს“ ყველაფერი, რათა შეძლოს მარტივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იმ ადამიანის ხარჯით, ვისზეც ის დამოკიდებულია. ასეთ დროს, ბედნიერებაზე, ჰარმონიასა და სრულფასოვნებაზე საუბარი ზედმეტია.



„დღეს ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის უზრუნველყოფა იმდენად, რამდენადაც მას ეს სჭირდება. ბევრი ქალი სიამოვნებით მოირგებდა დიასახლისის როლს, რომ არა ფულის საჭიროება. ოჯახებში, სადაც ქალი ფინანსურად დამოუკიდებელი არ არის, ეს საკითხი, ხშირად, მწვავედ დგას. „იმისათვის, რომ მოითხოვოთ რაიმე უხერხულობის გარეშე, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ ბევრს გასცემთ სანაცვლოდ” - განმარტავს ფსიქოლოგი. „ქალი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ, მუშაობის გარეშეც კი, ის უზარმაზარ წვლილს შეიტანს ოჯახში: ის ამზადებს, ასუფთავებს, უზრუნველყოფს კომფორტს, ერთი სიტყვით, არის პასუხისმგებელი სახლის იდილიაზე.“

გახსოვდეთ, რომ ფულის დათვლა მარტივია, სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის გაზომვა კი - რთული. შეუძლებელია, ყველა ქალისა და ყველა ოჯახისთვის ერთი იდალური სურათი დაიხატოს, ამიტომ, მოუსმინეთ თქვენ სურვილებს, მიზნებს, შინაგან ხმას და წარმართეთ თვენი ცხოვრება ისე, როგორც ამას დღევანდელი დღე გკარნახობთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93