ხშირად ხდება, რომ ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ადამიანები წარსული ცხოვრებიდან რატომღაც კვლავ კომუნიკაციისკენ ისწრაფვიან. ამგვარ რთულ სიტუაციაში გამოცდილი ადამიანის რჩევა ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ჩვეულებრივ, დაშორების შემდეგ ბევრ ჩვენგანს აქვს დილემა - როგორ შევინარჩუნოთ ურთიერთობა ყოფილ შეყვარებულებთან და ღირს თუ არა საერთოდ ამის გაკეთება. ერთი მხრივ, რთულია, ერთ დღეში დაივიწყო ადამიანი, რომელთანაც ყოველდღიური კომუნიკაცია გქონდა; მეორე მხრივ, თქვენი ურთიერთობა დასრულდა და მიწერ-მოწერის არანაირი საბაბი არ არსებობს. ამით ერთმანეთს ახალი ცხოვრების დაწყებაში შეუშლით ხელს.
ფსიქოლოგები გირჩევენ, დაიყვანოთ ყოფილთან ურთიერთობა მინიმუმამდე - ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ თავი დააღწიოთ შინაგან ტკივილს და თავიდან აიცილოთ კონფლიქტები. სანამ დროს ყოფილთან მიწერ-მოწერას დაუთმობთ, დაკარგავთ ახალი ადამიანების გაცნობისა და თვითგანვითარების შანსს. ეცადეთ, მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან ყოფილთან პირისპირ შეხვედრა. შეიძლება უზარმაზარი დრო დაგჭირდეთ ახალი რეალობის მისაღებად, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ. ჩვენი ცხოვრება იმდენად არაპროგნოზირებადი და მრავალფეროვანია, რომ ხშირად ხდება, როცა შეყვარებულები საუკეთესო მეგობრები ხდებიან. ასეთ დროს, უმჯობესია, შეეცადოთ, შეინარჩუნოთ დისტანცია მინიმუმ ერთი ან ორი წლის განმავლობაში, რათა თქვენი გრძნობები განელდეს და შეძლოთ, მშვიდად განაახლოთ ურთიერთობა ადამიანთან.
ვერაფერი აამაღლებს კაცის თვითშეფასებას ისე, როგორც ყოფილი, რომელიც მასზე ფიქრობს. ფრთხილად იყავით, კომპლიმენტებით, ხმამაღალი სიტყვებით და შეხვედრის სურვილით არ მისცეთ უფლება, გული გატკინოთ. არაერთხელ მომხდარა, რომ მანიპულატორმა კაცებმა შეაცდინეს ყოფილი შეყვარებულები, წაიყვანეს ვახშამზე, დაითანხმეს შერიგებაზე და შემდეგ ამ ყველაფრის ინიციატორად ქალი გამოიყვანეს. ასე რომ, სწორად შეაფასეთ სიტუაცია. ეცადეთ, ნაკლებად მოუსმინოთ გულს და მიჰყვეთ გონებას და გახსოვდეთ, რომ ერთხელ დასრულებული ურთიერთობა იშვიათად ისხამს ფრთებს მეორედ.