რატომ ჰყავთ ადამიანებს შვილები? ამ კითხვის ყველაზე პირველი და მარტივი პასუხი ერთია - იმისთვის, რომ გამრავლდნენ. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, შვილი ორი ადამიანის სიყვარულის უმაღლესი გამოვლინებაა, თუმცა ზოგიერთები ამ ახალ სიცოცხლეს პასუხისმგებლობის გააზრების გარეშე ქმნიან. არიან ისეთებიც, რომლებიც თავიანთ შთამომავლებს სიბერის გარანტიად უყურებენ, რაც თავად ბავშვისთვის არც ისე სასიამოვნო ფაქტია.
ნინას მამამ ოჯახი მაშინ მიატოვა, როცა ის ერთი წლისაც არ იყო. გოგონა გაიზარდა ისე, რომ მას ერთხელაც კი არ შეხვედრია და დალაპარაკებია. ეს ნინას დედისთვის თავდაპირველად ძალიან რთული იყო, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ასეთი კაცის წასვლით მას არაფერი აკლდებოდა. მიუხედავად ამისა, ფაქტმა, რომ მამამ მიატოვა, გოგონას არასრულფასოვნების განცდა გაუჩინა და რაც უფრო ცდილობდა, გაქცეოდა არ გრძნობას, მით უფრო მეტად ეფლობოდა მასში, წყენა და დანაშაული მისი თანმდევი გახდა. ამ ხნის მანძილზე ნინას გვერდით მისი მამინაცვალი იყო, რომელიც მას მამობას უწევდა და დიდ სიყვარულს აგრძნობინებდა. საბოლოოდ, გოგონამ გაიაზრა, რომ ოჯახი არა სისხლით ნათესაობას, არამედ უანგარო და უპირობო სიყვარულს ნიშნავს.
გავიდა წლები. ნინამ დაიწყო მუშაობა და დაინიშნა საყვარელ კაცზე. არც კი უფიქრია მამაზე, როცა უცნობი ნომრიდან შეტყობინება მიიღო. ორიოდე დღის შემდეგ ის უკვე იცნობდა თავის ორ ძმასა და ხუთ დას, რომლებსაც მისი მსგავსი ისტორიები ჰქონდათ. მამამ ისინიც მიატოვა ისე, რომ მათ არასდროს დახმარებია. ნინას მსგავსად, არავის სურდა ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობის გამოსწორება, მაგრამ მამამ ეს თავად მოინდომა.
როგორც გაირკვა, ნინას მამა უკვე პენსიაზეა, ცხოვრება გაუჭირდა და დახმარების სათხოვნელად სწორედ შვილები მოძებნა. შვილები კი უკვე ზრდასრულები არიან, ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს და სულაც არ აპირებენ დაეხმარონ კაცს, რომელმაც მათ სიცოცხლის პირველივე წლებში უღალატა. მამა აპირებს, სასამართლოს მიმართოს და შვილებისგან დახმარება ამ გზით მიიღოს, თუმცა და-ძმებს ამაზე მხოლოდ ეცინებათ, რადგან არგუმენტი, რომ მამის გარეშე ისინი ამ ქვეყანას ვერ მოევლინებოდნენ, ცინიკურად და ამორალურად ეჩვენებათ...