ფსიქო

რატომაა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანია ჩვენ გარშემო, მით უფრო მარტო ვგრძნობთ თავს

რატომაა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანია ჩვენ გარშემო, მით უფრო მარტო ვგრძნობთ თავს
არასოდეს შემხვედრია ადამიანი, რომელიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე თავს მარტოსულად არ გრძნობს. ფაქტია, რომ მარტოობა თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მახასიათებელია და რთულია, ეს ფაქტი უარყო. როცა თავს მარტოსულად ვგრძნობთ, ეს უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე, ვიწყებთ ახალი მეგობრების შეძენას, გვჯერა, რომ ეს დაგვეხმარება. ვფიქრობთ, ბედნიერები ვიქნებით, თუ ჩვენ გარშემო ბევრი ადამიანი იქნება. მაგრამ, რეალურად, გვეხმარება ეს?

1. შეიძლება იყოთ მარტოსული მაშინაც კი, თუ თქვენ გარშემო უამრავი ადამიანია

დიახ, შეიძლება იყოთ მარტოსული მაშინაც კი, როცა სხვა ადამიანების გარემოცვაში ხართ,
რადგან მარტოობა არაფერ შუაშია იმასთან, თუ რამდენი ადამიანია თქვენ გარშემო. თუ თქვენში უკმაყოფილების და სევდის გრძნობა მეგობრებთან ერთადაც კი იჩენს თავს, მაშინ მიზეზი შეიძლება სწორედ მათში იყოს. თუ გარშემომყოფები ეგოისტები არიან და არ მატებენ თქვენს ცხოვრებას ღირებულებას, მაშინ მათ კამპანიაში თავს მაინც მარტოდ იგრძნობთ.

2. კარგად უნდა გესმოდეთ, რატომ გაქვთ ურთიერთობები
როდესაც ცდილობთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, უნდა გესმოდეთ, რა არის ამ კონტაქტის მიზანი. ეს ნიშნავს, რომ უნდა იფიქროთ, რატომ მეგობრობთ მასთან: მარტოობის განცდის გამო, ისწავლო რაიმე ახალი, გამოიყურებოდე კარგად და ა.შ. ფაქტი ფაქტად რჩება – თუ თქვენი მოტივები ეგოისტურია, მაშინ ახალ ადამიანებთან ურთიერთობა არცერთ მხარეს სიამოვნებას არ მოუტანს. შეეცადეთ, დაამყაროთ კონტაქტები, რომელთა მიზანი საერთო იქნება.



3. ისწავლეთ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა
უნდა გესმოდეთ, რომ მარტო ყოფნა არც ისე ცუდია. ასე რომ, შეგიძლიათ გააკეთოთ ბევრი სხვადასხვა რამ ან გამოიყენოთ ეს დრო თქვენ სასარგებლოდ. შეუქმენით კომფორტი საკუთარ თავს, უბრალოდ წაიკითხეთ ან გაატარეთ დრო მარტო თქვენს ფიქრებთან. მიიღეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი და მარტოობის გრძნობა გაქრება. შედეგად, თქვენ ისწავლით, იყოთ ბედნიერი საკუთარ კომპანიაში.

4. შეწყვიტეთ მეგობრების ძებნა
ეცადეთ, არ გამოიჩინოთ დიდი ინიციატივა მეგობრების ძიებისას. დაიცავით თქვენი ღირებულებები და რწმენა და თუ ადამიანებს მაინც სურთ თქვენთან მეგობრობა, ისინი თავადაც გიპოვიან. თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი თავის შეცვლა მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებმა მიგიღონ.

5. შეეცადეთ, ჩამოაყალიბოთ ღრმა კავშირები
ურთიერთობაში სიღრმე აუცილებელია. დაუმეგობრდით მათ, ვისაც ესმის თქვენი და ვინც თქვენს ცხოვრებას ახალისებს. იმეგობრეთ მათთან, ვინც თქვენს არსებობას უფრო მრავალფეროვანს ხდის და ყოველდღე უკეთეს ადამიანად გაქცევთ; მათთან, ვინც ხელს გიწყობთ მიზნისკენ სვლაში და არ გთხოვთ ზედმეტს... ურთიერთობის სიღრმე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ზედაპირული კავშირებია, რომლებიც გაგრძნობინებთ მარტოობას.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93