ფსიქო

3 გაკვეთილი სიყვარულის შესახებ, რომელსაც ბევრი ქალი ძალიან გვიან ხვდება

3 გაკვეთილი სიყვარულის შესახებ, რომელსაც ბევრი ქალი ძალიან გვიან ხვდება
„ნუ იქნები ქალი, რომელსაც მამაკაცი სჭირდება. იყავი ქალი, რომელიც კაცს სჭირდება". სიყვარული გვაბრმავებს. ამიტომ ზოგიერთ გაკვეთილს პირველ ჯერზე ვერ ვსწავლობთ, მაგრამ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ერთი და იგივე შეცდომები ორჯერ დავუშვათ... აქ არის სამი გაკვეთილი, რომელსაც ბევრი ქალი ძალიან გვიან სწავლობს:

1. ვერავის აიძულებ, უყვარდე

ერთადერთი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის ის, რომ იყოთ ის, ვინც ხართ. ყველაფერი დანარჩენი სხვა ადამიანზეა დამოკიდებული. რაც უნდა ეცადოთ, თავი შეაყვაროთ სხვას, ეს უშედეგო იქნება, რადგან გრძნობები იძულების წესით
არ ჩნდება. ნუ მიიღებთ ამას სამყაროს დასასრულად, მიიღეთ გაკვეთილად და ნუ გაწირავთ თავს იმ ადამიანისთვის, ვინც ამას არ დააფასებს. ეცადეთ, გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, ის, ვინც უყვართ, ვისაც აფასებენ, ვისაც პატივს სცემენ და გარშემომყოფების კეთულგანწყობას ბუნებრივად დაიმსახურებთ.



2. ადამიანები ჩვენ მიმართ სიყვარულს ისე გამოხატავენ, როგორც შეუძლიათ და არა ისე, როგორც ამას ჩვენ ვიმსახურებთ

ყველა თავისებურად გამოხატავს თავის გრძნობებს. ვერ იტყვი, როგორ უნდა გიყვარდეს სწორად, რადგან ამ გრძნობას მსგავსი დეფინიცია არ გააჩნია. სიყვარული ადამიანის სულის ანარეკლია. ისწავლეთ ადამიანის მიღება ისეთად, როგორიც ის უკვე არის. დააფასეთ სიყვარული, რომელსაც თქვენ მიმართ გამოხატავენ და იყავით ამის მადლიერი.

3. შეიყვარეთ საკუთარი თავი და შემდეგ სხვები

ალბათ, არაერთი ისტორია გვსმენია და არაერთი რომანი წაგვიკითხავს, როგორ უყვარს ერთ ადამიანს მეორე, თუმცა ყველაფერი მაინც საკუთარი თავის სიყვარულით იწყება. შეიყვარეთ საკუთარი თავი ყველა სიტუაციაში - მოწყენილი, მხიარული, წარმატებული, წაქცეული... მიეცით საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლება და ისწავლეთ პატიება. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ნამდვილად და გულწრფელად გიყვარდეთ სხვა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93