სხვისი განსჯის ჩვევა, ალბათ, ბევრ ჩვენგანს აქვს და ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ვამბობთ კრიტიკულ და ნეგატიურ ფრაზებს სხვა ადამიანზე... მარი კლერმა გადაწყვიტა გაერკვია ასეთი ქმედებების მიზეზები, ასევე, ეპოვა გზები ამ მავნე ჩვევის მოშლისთვის.
მიუხედავად თანამედროვე ცხოვრების ტემპისა, ადამიანებს მაინც რჩებათ დრო, განიხილონ სხვისი ცხოვრება, ქმედება, გარეგნობა თუ სხვა დეტალი. დაგმობა არ არის წახალისებული ფსიქოლოგიის, მორალისა თუ რელიგიის თვალსაზრისით, მაგრამ ადამიანები მაინც ვერ თავისუფლდებიან ამ მავნე ჩვევისგან. ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
მანიპულირება და შეცდომების აღიარების უუნარობა
ხშირად ადამიანები იწყებენ სხვების განსჯას საკუთარი თავის გამართლებისთვის. სხვა დამიანის გაკიცხვით, დადანაშაულებით, შერცხვენით, საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ვცდილობთ და სხვას ქცევის შეცვლისკენ მოვუწოდებთ. მაგალითად, როდესაც ვგმობთ კოლეგის გარკვეულ ქცევას, ვაიძულებთ მას, სხვაგვარად მოიქცეს. ასევე, ეს ქცევა დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მზად არ არიან აღიარონ თავიანთი შეცდომა. ამ შემთხვევაში სხვისი დადანაშაულება ერთადერთი სტრატეგიაა, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი შეცდომის გამართლებაში.
თვითშეფასების პრობლემები
დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები ხშირად წუხან, რომ სხვები არ უსმენენ მათ სიტყვებს და არ ითვალისწინებენ მათ აზრს. იმის ნაცვლად, რომ ფსიქოლოგთან წავიდნენ ან საკუთარ თავზე იმუშაონ, ისინი ირჩევენ ყველაზე მარტივ გზას - საუბრობენ სხვის შეცდომებზე და წარუმატებლობებზე და ამით საკუთარ თავს უფრო ეკეთეს პოზიციაში აყენებენ. სხვების მიმართ პრეტენზიებით, ადამიანები შინაგანად უმტკიცებენ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს, რომ უკეთესები არიან. ეს ქცევა საუბრობს სისუსტესა და საკუთარი თავის, როგორც პიროვნების უარყოფაზე.
კომუნიკაციის ნაკლებობა
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ზურგს უკან სხვას განიხილავენ ან განიკითხავენ, არის კომუნიკაციის ნაკლებობა. უფრო მეტიც, ადამიანს შეიძლება თავდაპირველად არ ჰქონდეს განზრახული ვინმეზე ცუდის ლაპარაკი, მაგრამ, საუბრის განვითარებასთან ერთად, მან შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ეს კომუნიკაციის გაგრძელებაშიდ აეხმარება. ეს ხშირად ხდება უცნობ თანამოსაუბრესთან საუბარში ხდება – დგება უხერხული დუმილის მომენტი, რომელიც გინდა რაც შეიძლება მალე გააქრო და ჭორები თითქოს თემების ამოუწურავი წყაროა.
მაშ, როგორ მოვიშოროთ ეს ცუდი ჩვევა და შევწყვიტოთ სხვების განსჯა?
ჩართეთ თვითკონტროლი
დააკვირდით, რა მომენტებში იწყებთ სხვაზე ცუდის თქმას და გაჩერდით - გაჩუმდით ან შეეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ ნეგატივი თქვენს სიტყვებში. თავიდან გაგიჭირდებათ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ავტომატურად იმოქმედებთ.
აკონტროლეთ სხვები
როგორც კი მიხვდებით, რომ ვინმეს სურს გაგიზიაროთ ინფორმაცია მესამე პირის შესახებ, გადაიტანეთ საუბარი სხვა თემაზე ან რაიმე საბაბით, მცირე ხნით მაინც დატოვეთ ოთახი. ასე თქვენ თვითონ შეიზღუდავთ თავს ჭორებისგან და თანამოსაუბრეს მიახვედრებთ, რომ არჩეული თემა თქვენთვის არასასიამოვნოა.
დაეყრდენით ფაქტებს და არა ვარაუდებს
თუ გულწრფელად არ მოგწონთ ვინმე ობიექტური მიზეზების გამო, ნუ მოიგონებთ ამბებს და ნუ გაავრცელებთ მასზე ჭორებს. ჯობს, მხოლოდ ფატქებზე გააკეთოთ აქცენტი, ასე თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ ნეგატივს და არც დროს დახარჯავთ ჭორებზე.
მიმართეთ თქვენი ენერგია თვითგანვითარებისკენ
გააფართოვეთ თქვენი ჰორიზონტები. განვითარებული ინტელექტის მქონე ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ იცის და იცის, როგორ იურთოერთოს სხვადასხვა ადამიანთან, მოგზაურობს, კითხულობს, არ სურს სხვა ადამიანზე ცუდი კომენტარების აგკეთება. როგორც ანა ელეონორ რუზველტმა თქვა: ”დიდი გონება განიხილავს იდეებს. საშუალო გონება განიხილავს მოვლენებს. მცირე გონება განიხილავს ადამიანებს”.
უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთსაკუთარ თავს, ვიდრე სხვებს
თქვენ უნდა მოაწყოთ თქვენი ცხოვრება ისე, რომ ადგილი არ დარჩეს ჭორებისთვის. აკნტროლეთ თავი ყოველ ჯერზე, როცა მოგინდებათ თქვათ რაიმე საზიზღარი სხვაზე და ეცადეთ, გაანალიზოთ თქვენი შეცდომები. მას შემდეგ რაც თქვენი ყურადღება საკუთარ ცხოვრებაზე იქნება ფოკუსირებული, თქვენ აღარ გექნებათ დრო ან სურვილი, განსაჯოთ სხვები.