კაცები უფრო პირდაპირები არიან, ვიდრე ქალები და ეს დადასტურებული ფაქტია. ქალებისგან განსხვავებით, კაცები, უმეტესწილად, ზუსტად ამბობენ, რისი თქმაც სურთ და საერთოდ არ ფიქრობენ ნათქვამისთვის რაიმე სხვა მნიშვნელობის მინიჭებაზე.
„შეგვიძლია ამის გაკეთება/განხილვა მოგვიანებით?"
მამაკაცებისთვის ამ ფრაზას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კაცები თვლიან, რომ რაღაცის მოგვიანებით განხილვა ნიშნავს, რომ ეს თემა სამუდამოდ დაიხურა, ქალები კი ასე არ ფიქრობენ და შეუძლიათ, მთელი დღის განმავლობაში ისხდნენ და ელოდონ, როდის მოვა საღამო, რათა პარტნიორთან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი განიხილონ.
„ცუდი/ კარგი / ნორმალური”
ალბათ, არაერთ ქალს ჰქონია სიტუაცია, როცა ახალ კაბას ირგებს, პარტნიორის წინ აღფრთოვანებული გამოდის და მზადაა მიიღოს ყველა კომპლიმენტი, რაც აქამდე მოუგონიათ. ეს წარმოდგენა კი წამებში იმსხვრევა, როცა პარტნიორი ამბობს, არა უშავს, ნორმალურია, ან უბრალოდ - „კარგია...“
„არ მაინტერესებს"
კაცის ნათქვამი „არ მაინტერესებს“ ნიშნავს, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი მას არ ესმის, არ ანაღვლებს ან უბრალოდ მისთვის სულერთია და არ უნდა საქმის დეტალებში ჩაღრმავება. ქალის ნათქვამი „არ მაინტერსებს“ კი შეიძლება ყველაზე დიდ ცნობისმოყვარეობასაც კი გამოხატავდეს...
„თვითონ გადაწყვიტე“
ქალების აზრით, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზა სავსეა მინიშნებების ზღვითა და ათასობით საიდუმლოებით. მაგალითად, თუ ქალი კაცს სთხოვს, თავად გადაწყვიტოს, რომელ რესტორანში წავლენ საღამოს, ეს ნიშნავს, რომ ქალს ამაზე უკვე ნაფიქრი აქვს და შეიძლება გადაწყვეტილებაც მიიღო... კაცის ნათქვამი „თვითონ გადაწყვიტე“ კი გაცილებით მარტივია. ის ცდილობს, ახსნას, რომ ეს საკითხი ან არ აინტერესებს, ან თავად ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ან უპირობოდ გენდობათ.
„რა ლამაზი / მხიარული / მომხიბვლელი გოგოა"
პანიკაში ნუ ჩავარდებით, ის არ აპირებს თქვენ მიტოვებას სხვა მომხიბვლელი ქალის გამო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კაცი სხვა ქალისადმი კომპლიმენტს ამბობს, ის შეიძლება უბრალოდ გულწრფელ ემოციას გამოხატავს. ამიტომ, არ არის საჭირო მასში ქარაგმების ძიება.
„ეს არ მიგულისხმია!"
თუ კაცი ამ ფრაზით დაასრულებს თქვენთან კამათს, იცოდეთ, რომ გაიმარჯვეთ. მისი ყველა მცდელობა, გაიმართლოს თავი ან გაამართლოს ქმედება, ფუჭია, რადგან მან უკვე აღიარა მარცხი, მიუხედავად იმისა, თავად ასე ფიქრობს თუ არა.
„ეს კაცის საქმეა"
კაცები ამ ფრაზით ცდილობენ, გამოხატონ, რომ რაღაც ძალიან პირადულზე საუბრობენ, რასაც, მათი აზრით, ქალის ყოველდღიურობასთან კავშირი არ აქვს. ქალებს კი ეს ფრაზა ძალიან აშინებთ, რადგან თვლიან, რომ მის მიღმა დიდი საიდუმლო იმალება, რომელიც აუცილებლად უნდა ამოიხსნას.