ფსიქო

„6 წელია, კაცთან ურთიერთობა მაქვს და ჩვენ ერთად არ ვცხოვრობთ, საერთო მომავალზე არც ვსაუბრობთ... რა უნდა ვქნა? გამოსავალი დაშორებაა?"

„6 წელია, კაცთან ურთიერთობა მაქვს და ჩვენ ერთად არ ვცხოვრობთ, საერთო მომავალზე არც ვსაუბრობთ... რა უნდა ვქნა? გამოსავალი დაშორებაა?"
„ჩემს პარტნიორთან შეხვედრა 6 წლის წინ დავიწყე. მაშინ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდით. ჩვენ კარგი, მშვიდი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მას არანაირი პროგრესი არ განუცდია - ჩვენ ერთად არ ვცხოვრობთ, არ განვიხილავთ ერთობლივ მომავალს. სულ ვცდილობ, საკუთარი თავი დავარწმუნო, რომ კიდევ ერთ წელს ვაცდი და მერე კითხვებს დავუსვამ, მაგრამ ამ საუბარს ყოველთვის თავიდან ვირიდებ. აქვს რაიმე აზრი ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად ლაპარაკის მცდელობას? გამოსავალი დაშორებაა?” 

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან თითოეული შემთხვევა
ინდივიდუალურია და არ შეიძლება არსებობდეს უნივერსალური რეცეპტი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად ხართ თქვენს ამჟამინდელ სიტუაციაში; ასევე - იმაზე, თუ რა პოტენციალი გაქვთ, შეცვალოთ ეს სიტუაცია. მაგრამ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მისაღებად, თქვენ უნდა ისაუბროთ თქვენს პარტნიორთან და მიაწოდოთ მას თქვენი აზრები და თქვენი პოზიცია. თუ ამ მომენტში ინტერესთა კონფლიქტი მხოლოდ თქვენს გონებაშია და თქვენმა რჩეულმა არ იცის ამის შესახებ, ჯერ ნაადრევია რაიმე გადაწყვეტილების მიღება.

ზოგადად, ამ საუკუნეში ქორწინებისადმი მიდგომა იცვლება. ახალგაზრდები აღარ ჩქარობენ ოჯახის შექმნას, რადგან პრიორიტეტი ახლა განათლება და კარიერაა. მხოლოდ ამ მიმართულებით წარმატების მიღწევის შემდეგაა რელევანტური დაოჯახებაზე ფიქრი. თუ თქვენი პარტნიორი ამ პოზიციის მომხრეა, მაშინ თქვენს სიტუაციაში ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მზად ხართ თუ არა, დაელოდოთ შესაფერის დროს, მაგრამ თუ თქვენი პარტნიორი საერთოდ არ ფიქრობს ოჯახზე, მაშინ, სავარაუდოა, რომ დროს ტყუილად კარგავთ.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქორწინება, როგორც ასეთი, არ არის ურთიერთობის აუცილებელი ატრიბუტი და ვერ მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. მთავარია, შეძლოთ ნდობის დამყარება, რომლის ფარგლებშიც კომფორტულად იქნებით არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც, რადგან „ცუდი“ ქორწინება შეიძლება იყოს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა, ვიდრე მარტოობა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93