ხშირად ხდება, რომ ჩვენს ფიქრებსა და გრძნობებს რეალობასთან არანაირი კავშირი აქვს. ჩვენი იმპულსები მხოლოდ სიგნალებია სხეულისგან, რომელსაც სურს, გამოგვიყვანოს სტაგნაციიდან. ყველა ადამიანს აქვს პერიოდი, როცა ეჩვენება, რომ წინ ვეღარ მიდის, აღარ შეუძლია მუშაობა, აღარ სურს გარეთ გასვლა.. ამ მდგომარეობაში მყოფმა, უნდა მოიკრიბოს ძალა და საკუთარ თავს რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვას:
ბოლოს როდის დალიე წყალი?
თუ მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი ცუდადაა, მიზეზი თქვენს სხეულში ეძიეთ. ქრონიკული დეჰიდრატაცია შეიძლება იყოს დეპრესიის მიზეზი. ჩვენი ტვინი ყოველთვის ვერ ახერხებს ჩვენი სხეულის ზარების სწორად ინტერპრეტაციას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის დაღლილია და დასვენებას მოითხოვს. პირველ რიგში, დალიეთ ჭიქა წყალი. შემდეგ კი გაიხსენეთ, ბოლოს როდის ჭამეთ.
თავს სასარგებლოდ გრძნობ?
თვითშეფასების გრძნობა აგებულია შესრულებული სამუშაოს დადებით შედეგზე. საკუთარი თავის პატივისცემის და საკუთარი საქმიანობის ღირებულების საკითხი ადამიანის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. თუ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერი მომხდარა ისეთი მნიშვნელოვანი, რის გამოც საკუთარ თავს შეაქებდი, შექმენი სია, გაწერე შესასრულებელი საქმეები და ყოველი საფეხურის დასრულების შემდეგ უთხარი საკუთარ თავს კომპლიმენტი.
თავს მიმზიდველად გრძნობ?
ფსიქოლოგები გამუდმებით იმეორებენ, რომ სანამ საკუთარი თავის სიყვარულს არ ვისწავლით, არ უნდა ველოდოთ ბედისა და ბედნიერების საჩუქრებს ცხოვრებაში. აღფრთოვანდით საკუთარი თავით და გახსოვდეთ, რომ საკუთარი მიმზიდველობის გრძნობა მნიშვნელოვანი ელემენტია თქვენი პიროვნების აღქმისა და ცხოვრებაში სიხარულის განცდისთვის.
როდის თქვი ბოლოს კომპლიმენტი?
სიკეთე სისუსტე კი არა, შენი ძალაა. დადებითი ემოციები, რომლებიც შეიძლება მიიღოთ საყვარელი ადამიანებისადმი ნათქვამი სასიამოვნო სიტყვებისგან, შეუფასებელია. ხანდახან კარგი განწყობისთვის, სხვებისგან კი არ უნდა ელოდოთ წახალისებას, არამედ თქვენ უნდა გაიმეტოთ სხვებისთვის დადებითი ენერგია.
ბოლოს როდის ივარჯიშე?
ფიზიკური აქტივობა ფსიქოლოგიური ბალანსის მნიშვნელოვანი კომპონენტია. გასაოცარია, როგორ გადაჭრის სპორტი ჩვენს პრობლემებს. გამოკითხვების თანახმად, ადამიანების 85%, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებს, ავიწყდებათ ცუდი განწყობა და დეპრესია.
ბოლოს როდის ჩაეხუტე სხვას?
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სრული ბედნიერებისთვის ადამიანს დღეში რვა კოცნა და შვიდი წუთით ჩახუტება სჭირდება. სწორედ ეს უწყობს ხელს ოქსიტოცინის საჭირო რაოდენობის გამომუშავებას, რომელიც გვიცავს სტრესისა და ნერვიულობისგან.
რამდენი დრო გავიდა ბოლო გულწრფელი საუბრის შემდეგ?
ნეგატიურმა ენერგიამ ყოველთვის უნდა მოძებნოს გამოსავალი, მათ შორის სიტყვიერი ფორმით. შფოთვისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა ამის გამოთქმა. რა თქმა უნდა, ყველაზე სწორია ემოციების გადატანა კომპეტენტურ ფსიქოთერაპევტთან, მაგრამ ახლო მეგობრის ერთგული მხრებიც იმუშავებს.
ბოლოს როდის იცეკვე?
ცეკვა პოპულარული გზაა ცუდი განწყობისგან თავის დასაღწევად. თქვენს საყვარელ მუსიკაზე რიტმული მოძრაობები არამხოლოდ ავითარებს კოორდინაციას, არამედ ხელს უწყობს სისხლში დოფამინის ჰორმონის გაძლიერებას, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, პასუხისმგებელია სიცოცხლისუნარიანობისა და შემოქმედებითობის ზრდაზე.
ახლა პიჟამა გაცვია?
თუ უკვე შუადღა და შენ ღამის ტანსაცმლით აგრძელებ სახლში სიარულს, სასწრაფოდ გამოიცვალე. მაშინვე იგრძნობთ ძალისა და სიცოცხლისუნარიანობის მოზღვავებას ეს არის კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ხრიკი, რომლის გათვალისწინებაც თქვენს განწყობას გააუმჯობესებს.