ფსიქო

4 მარტივი რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ თქვენი თავის უკეთესი ვერსია

4 მარტივი რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ თქვენი თავის უკეთესი ვერსია
ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, რომ არ ხართ საკმარისად კარგი? ან რომ არასოდეს გამოგივათ რაიმე? ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ იმას, თუ რას იფიქრებენ თქვენზე გარშემომყოფები? თქვენ ვერ შეძლებთ გააკონტროლოთ, რას ფიქრობენ ადამიანები თქვენზე, ეს შეუძლებელია! სამაგიეროდ, შეგიძლიათ გააკონტროლოთ ის, თუ რას იფიქრებთ საკუთარ თავზე თავად. იამაყეთ იმით, როგორიც ხართ, მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, მაგრამ ამავდროულად, ყოველთვის ეცადეთ, გახდეთ თავის უკეთესი ვერსია, მხოლოდ იმისთვის, რომ იგრძნოთ თავი კარგად თქვენ და არა გარშემომყოფებმა!

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას,
რომლებიც დაგეხმარებათ აიმაღლოთ თვითშეფასება და გახდეთ დამოუკიდებელი.

ყოველივე ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა: გაიცნოთ საკუთარი თავი; პატივი სცეთ თქვენს არჩევანს; გიყვარდეთ და ზრუნავდეთ თქვენს თავზე.

1. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ
mickey GIFs - Primo GIF - Latest Animated GIFs

თქვენ ხართ საკმარისად კარგი იმისთვის, რომ შეძლოთ განახორციელოთ ის, რაც ჩაიფიქრეთ. ნუ მოექცევით ჩარჩოებსა და სტერეოტიპებში. იმუშავეთ საკუთარ თავზე, ხოლო თუ რაიმე არ მოგწონთ - დახვეწეთ იმისთვის, რომ უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი.

2. აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმულაა საკუთარი თავის დამოუკიდებლად ყოფნისა და რეალიზაციისთვის. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ახალი რამის შექმნა თქვენს ცხოვრებაში. თუ ყოველთვის სხვების დახმარებაზე იქნებით კონცენტრირებული, ვერასდროს გახდებით დამოუკიდებელი ადამიანი.

3. პატარ-პატარა ნაბიჯები
You Deserve To Be Happy GIFs - Get the best GIF on GIPHY

თქვენ არ შეგიძლიათ პირდაპირ ბოლო საფეხურზე ასვლა. ამისთვის ჯერ პირველი საფეხურები უნდა გაიაროთ, რომლებსაც მოჰყვება კიდევ მრავალი... აუცილებელია, მიზნისკენ სწრაფვა დაიწყოთ პატარა საქმეებით; ყოველდღიურად, კუს ნაბიჯებით იაროთ დიდი წარმატებისკენ. კონცენტრირდით იმ ნაბიჯზე, რასაც გადადგამთ და არა მთლიანად გასავლელ გზაზე.

4. რა მოხდებოდა, რომ...

არასდროს იფიქროთ იმაზე, თუ „რა მოხდებოდა“, სხვანაირი არჩევანი რომ გაგეკეთებინათ. თქვენ როგორც მაშინ თვლიდით საჭიროდ, ისე მოიქეცით და რომ არ გეცადათ, სინანულის გრძნობა დაგრჩებოდათ. ჯობს სცადოთ და არ გამოგივიდეთ, ვიდრე რაიმეს გაუკეთებლობა ინანოთ.

ია რომანაძე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93